• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 რამ, რაც გამჭრიახმა ინვესტორებმა Apple-ის შესახებ იციან

აპრილი 4, 2022
in სიახლეები
3 რამ, რაც გამჭრიახმა ინვესტორებმა Apple-ის შესახებ იციან
გაზიარება

ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში Apple ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. შესანიშნავმა წარმადობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასაოცარ $3 ტრილიონამდე გაზარდა.

საზრიანმა ინვესტორებმა, რომლებიც Apple-ს მიჰყვებიან, კომპანიის შესახებ, ალბათ, ეს 3 რამ კარგად იციან: iPhone აგრძელებს შემოსავლის ზრდას; Apple-ს აქვს ძლიერი და მზარდი სერვისების სეგმენტი; ამ კომპანიას აქვს წარმატებული ინოვაციების ისტორია. მოდით, თითოეული უფრო დეტალურად განვიხილოთ.

Investor
  1. iPhone-ს კვლავ მოაქვს შემოსავალი

iPhone ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტია. ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული პროდუქტის განახლებებს კომპანიისთვის ასობით მილიარდის ოდენობით გაყიდვა მოაქვს. ბოლო კვარტალში, რომელიც 2021 წლის 25 დეკემბერს დამთავრდა, Apple-ის iPhone-ის გაყიდვებმა $72 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე კვარტალში $66 მილიარდს შეადგენდა. ამ სიდიდის საერთო კონტექსტში ჩასასმელად უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვარტალში Apple-ის საერთო გაყიდვები $124 მილიარდის ტოლი იყო. Apple-ის უახლესი iPhone 13 უახლესი 5G ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლები ძველ ვერსიებს განაახლებენ.

iPhone კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მომხმარებლებისთვის Apple-ის ეკოსისტემაში მიმზიდველი შესვლის წერტილია. iPhone-ის შეძენის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებელი სხვა ბრენდზე გადაერთოს, რაც გამოწვეულია კლიენტების შენარჩუნების კუთხით Apple-ის გამორჩეული სიძლიერით.

ამ ყველაფრის შედეგად, Apple-ის შემოსავალი $229 მილიარდიდან (2017 წელი), 2021 წელს $366 მილიარდამდე გაზარდა. აქციონერები აღფრთოვანებული იქნებიან, თუ Apple, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მსგავსი ან უფრო მაღალი ზრდის დაფიქსირებას შეძლებს. ამავე პერიოდში საოპერაციო შემოსავალი $61 მილიარდიდან $109 მილიარდამდე გაიზარდა. ოთხ წელიწადში $130 მილიარდზე მეტით გაყიდვების გაზრდა საკმაოდ რთულია, მაგრამ საოპერაციო შემოსავლის $48 მილიარდიანი მატება კიდევ უფრო ამაღლებს თამასას.

 
  1. მომსახურების სეგმენტის ზრდა

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში Apple-მა ძლიერი და მზარდი სერვისების სეგმენტი შექმნა. ბიზნესი შეიცავს საინტერესო პროდუქტებს, როგორებიც არის Apple Music, Apple TV+, Apple Arcade, iCloud და ა. შ. მომხმარებლებს მოსწონთ შეთავაზებები, რომლებიც iPhone-ს ავსებს და მისი ფლობის გამოცდილებას აუმჯობესებს. მაგალითად, iPhone-ის მომხმარებელს Apple Music-ის გამოწერით შეუძლია შექმნას მორგებული ფლეილისტი და სასურველი კომპოზიცია ტელეფონის შეხების გარეშე, ხმოვანი სიგნალის ბრძანების მეშვეობით ჩართოს.

Apple იყო პირველი სტრიმინგ კონტენტის სერვისი, რომელმაც Coda-სთვის ოსკარის ჯილდო მიიღო. ეს აღიარება, შეიძლება, Apple TV+-სთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს და ის ახალი მომხმარებლების ჯგუფით დაასაჩუქროს.

სერვისების სეგმენტის შემოსავალი მეოთხე კვარტალში $20 მილიარდამდე გაიზარდა, წინა წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $16 მილიარდის ტოლი იყო. უფრო მეტიც, სერვისების სეგმენტს (მეოთხე კვარტალი – 72.4%), პროდუქტის გაყიდვებთან შედარებით (მეოთხე კვარტალი – 38.4%), მნიშვნელოვნად მაღალი მოგების მარჟა აქვს.

 
  1. ინოვაციების ისტორია

Apple-ს წარმატებული ინოვაციების ხანგრძლივი ისტორია აქვს. iPhone არის Apple-ის მიერ შემუშავებული მოწინავე ტექნოლოგიების ფართო პორტფელის ერთ-ერთი ელემენტი. ამ პორტფელში ერთიანდება: iPad, iMac, Apple Watch, iPod და AirPods. Apple-ის ინოვაცია მხოლოდ პროდუქტებით არ შემოიფარგლება და ის რამდენიმე ცნობილ სერვისს ითვლის, მათ შორის არის App Store, iTunes, Siri, Apple Music, Apple TV+, IOS და სხვა.

კომპანიის წარმატებული ისტორია გვიჩვენებს, როგორ შეუძლია Apple-ს გააგრძელოს ძალიან პოპულარული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, შესაბამისად, კი გრძელვადიან პერსპექტივაში აქციონერებისთვის თანმიმდევრული ანაზღაურების მიწოდება.

წინა

ჩინური ტექნოლოგიური აქციების ფასები იზრდება

შემდეგი

რა არის იაფი (პენი) აქციები?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რა არის იაფი (პენი) აქციები?

რა არის იაფი (პენი) აქციები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved