• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 აქცია დივიდენდ არისტოკრატად გარდაქმნის პოტენციალით

მარტი 31, 2022
in სიახლეები
3 აქცია დივიდენდ არისტოკრატად გარდაქმნის პოტენციალით
გაზიარება

საუკეთესო დივიდენდურ აქციებს ანაზღაურების სტაბილურად ზრდის ისტორია აქვს. ტოპ კლასები არის დივიდენდ არისტოკრატები და დივიდენდ მეფეები, კომპანიები, რომლებიც აფიქსირებენ დივიდენდების სტაბილურ ზრდას, შესაბამისად, 25 და 50 წლის განმავლობაში.

უფრო დაბალი კლასია დივიდენდების მიმღწევები – კომპანიები, რომლებმაც დივიდენდების სტაბილური ზრდა ათწლეულის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში შეძლეს. ეს აქციები დივიდენდ არისტოკრატებად ჩამოყალიბების გზაზე დგანან. ამ სტატიაში განვიხილავთ სამი ასეთი კომპანიის აქციას. ესენია: Brookfield Infrastructure, Brookfield Renewable, Enterprise Products Partners.

 

Brookfield Infrastructure

2022 – ზედიზედ უკვე მეცამეტე წელს Brookfield Infrastructure-მა დივიდენდების ზრდა დააფიქსირა. ეს, გლობალური ინფრასტრუქტურის მფლობელს დივიდენდ არისტოკრატობისკენ მიმავალ გზაზე აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ 12 წელიწადში, შეიძლება, ბევრი რამ მოხდეს, არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მას შეუძლია ელიტარულ ჯგუფს შეუერთდეს.

Brookfield-ის საფუძველი არის მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურული ბიზნესის დივერსიფიცირებული პორტფელი. კომპანია ფლობს კომუნალურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და მონაცემთა ინფრასტრუქტურის აქტივებს, რომლებიც წარმოქმნის გრძელვადიანი კონტრაქტებითა და მთავრობის მიერ რეგულირებული განაკვეთების სტრუქტურებით გამაგრებულ სტაბილურად მზარდ ფულად ნაკადებს. კომპანია ამას ავსებს უმაღლესი დონის ფინანსური პროფილით, მაღალი დონის საკრედიტო რეიტინგით და დივიდენდის გადახდის მყარი კოეფიციენტით. ეს Brookfield-ს აძლევს ფინანსურ მოქნილობას, რათა თავისი ოპერაციების გაფართოება განაგრძოს.

კომპანია იზრდება გაფართოებაზე ორიენტირებულ პროექტებში ინვესტირებით და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურული ბიზნესების შეძენით. გასულ წელს Brookfield-მა $3 მილიარდი დახარჯა მთელ რიგ გარიგებებზე, მათ შორის, წამყვანი კანადური საშუალო კომპანიის შესყიდვაზე. კომპანია წინ მასიური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შესაძლებლობას ხედავს, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური საჭიროებაა ტრილიონობით დოლარის მოცულობის ინვესტიციების ჩადება ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რასაც მუდმივი ეკონომიკური ზრდა მოითხოვს. Brookfield-ის წარმომადგენლების აზრით, კომპანიას შეუძლია მომავალ პერიოდში დივიდენდები წლიური ტემპით 5%-დან 9%-მდე გაზარდოს.

 

Brookfield Renewable

Brookfield Renewable-სთვის უკვე მეთერთმეტე წელია, რაც კომპანია დივიდენდებს ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ დივიდენდ არისტოკრატის ტიტული, შეიძლება, ჯერ კიდევ შორს იყოს, კომპანია მძლავრი ზრდის ტენდენციაზე ორიენტირებული რჩება.

მომდევნო 30 წლის განმავლობაში, განახლებად ენერგიაზე გადასვლას ტრილიონობით დოლარის ოდენობით ინვესტიცია დასჭირდება. ეს პირდაპირ შეესაბამება Brookfield Renewable-ის სტრატეგიას. კომპანიას აქვს განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, რამაც , მომავალი წლების განმავლობაში მისი ზრდა უნდა გააძლიეროს.

Brookfield მოელის, რომ ფულადი ნაკადები თითო აქციაზე ორნიშნა ტემპით გაიზრდება სულ მცირე 2026 წლამდე. ეს შეხედულება ადვილად ადასტურებს კომპანიის რწმენას, რომ მას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში დივიდენდები წლიური 5%-დან 9%-მდე ტემპით გაზარდოს.

 

Enterprise Products

წელს ზედიზედ 23 წელი შესრულდა, რაც Enterprice Products Partners დივიდენდებს ზრდის. ამით კომპანიას 2 წელი აშორებს, რომ დივიდენდ არისტოკრატების რიცხვს შეუერთდეს.

მისი დივერსიფიცირებული საშუალო ბიზნესის წყალობით, კომპანია დიდი მოცულობით ფულად ნაკადს წარმოქმნის. Enterprice გასცემს დივიდენდებს და ამასთან ინარჩუნებს საკმარის ფულად რესურსებს იმისთვის, რომ კომპანიამ განვითარება და გაფართოება შეძლოს.

Enterprice Products Partners ცოტა ხნის წინ Navitas Midstream $3.25 მილიარდად შეიძინა. ეს გარიგება უახლოეს წლებში კომპანიის ზრდას და ორგანული გაფართოების პროექტებს შეუწყობს ხელს. ამ ინვესტიციებმა Enterprice-ს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დივიდენდური ანაზღაურება გაზარდოს.

წინა

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიდარდოთ საფონდო ბირჟის კრახზე

შემდეგი

3 გაკვეთილი უორენ ბაფეტის $11.6 მილიარდიანი შესყიდვიდან

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 გაკვეთილი უორენ ბაფეტის $11.6 მილიარდიანი შესყიდვიდან

3 გაკვეთილი უორენ ბაფეტის $11.6 მილიარდიანი შესყიდვიდან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved