• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიდარდოთ საფონდო ბირჟის კრახზე

მარტი 31, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიდარდოთ საფონდო ბირჟის კრახზე
გაზიარება

Dow Jones Industrial Average ცოტა ხნის წინ 52-კვირიანი მაჩვენებლიდან თითქმის 12%-ით დაეცა, ხოლო NASDAQ Composite კიდე უფრო მეტად – 22%-ით.

თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა, შეიძლება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განიცადა მსგავსი ან უფრო გამოხატული ღირებულების ვარდნა. ამ სტატიაში გაეცნობით სამ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იდარდოთ ზედმეტად საფონდო ბირჟის ვარდნაზე.

Don’t Worry Be Happy
  1. ისტორიულად, აშშ-ის საფონდო ბირჟის კრახებს თან სდევდა სრული აღდგენა

თუ აპირებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი გახდეთ, გათვალისწინეთ, რომ კრახი და კორექციები უბრალოდ ცხოვრების ნაწილია. ეს მოვლენები რეგულარულად ხდება, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, თუმცა სიმდიდრის დაგროვების ცოტა გზა თუ არსებობს ისეთი ეფექტური, როგორიც აქციებში ინვესტირებაა.

მხოლოდ ეს, შეიძლება, არ იყოს დამამშვიდებელი, მაგრამ ყოველი ვარდნის შემდეგ ბაზარი გაუმჯობესდა და ახალ სიმაღლეებს მიაღწია. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში, Dow Jones-ის ფასი $11,500 იყო, მას შემდეგ კი სამჯერ გაიზარდა და $36,000-ს უახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე ბაზარმა ბევრჯერ განიცადა კრახი, ფასების მერყეობა და უკიდურესად არასტაბილური მდგომარეობა, საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორდა.

 
  1. არ წააგებთ, თუ არ გაყიდით

თქვენ ტექნიკურად არ დაკარგავთ ფულს, თუ აქციებს დაკლებული ფასით არ გაყიდით. განვიხილოთ Netflix-ის მიმდინარე ვარდნა. ამ კომპანიის აქციები ცოტა ხნის წინ ბაზარზე $375-ად მიმოიქცეოდა, რაც 52-კვირიან მაქსიმუმს – $701-ს 47%-ით ჩამორჩება. წარმოიდგინეთ, რომ Netflix-ის თითო აქცია $500-ად შეიძინეთ და ახლა შეძრწუნებული ხართ, რომ ფასი 25%-ით დაეცა. თუ აქციებს ახლა გაყიდით, ნამდვილად განიცდით 25%-იან ზარალს.

მხოლოდ შიშის საფუძველზე ყიდით აქციებს? თქვენ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ვიდეო სტრიმინგში დომინირებისა და დამაჯერებელი კონტენტის მიწოდების გამო Netflix-ს ძლიერი მომავალი აქვს? შეიცვალა თუ არა თქვენი შეხედულება Netflix-ის რეალური ბიზნესის შესახებ, მას შემდეგ, რაც აქციების ფასები შემცირდა? თუ არა, მაშინ იფიქრეთ პოზიციების შენარჩუნებაზე. Netflix-მა მანამდეც განიცადა მკვეთრი ვარდნა, ისევე როგორც მთელმა ბაზარმა, მაგრამ აღდგა და ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი აქცია ნამდვილად უნდა გაყიდოთ. ინვესტორს უნდა შეეძლოს გაყიდვისთვის სწორი დროის შერჩევა (რაც მარტივი ნამდვილად არ არის) და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება სწორი მიზეზებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ასე რომ, სანამ საფონდო ბირჟის კრახი თქვენში პანიკას გამოიწვევს, გახსოვდეთ, რომ ფასების შემცირებას იმ აქციებზე, რომლებიც ჯერ არ გაგიყიდიათ, „ზარალი ქაღალდზე“ ეწოდება.

 
  1. კრახებსა და კორექციებს შესაძლებლობები მოაქვს

საფონდო ბირჟის კრახებს, შეიძლება, ჰქონდეს გარკვეული დადებითი მხარეც, მიმზიდველი შესყიდვის შესაძლებლობების სახით. ასეთ დროს, მრავალი ხარისხიანი აქცია ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად მიმოიქცევა ბაზარზე.

კრახი ხშირად შესაფერისი დროა საყიდლებზე წასასვლელად. ფრთხილად იყავით და ნუ დაელოდებით იმას, თუ როდის მიაღწევს ბაზარი ქვედა ზღვარს. ამან შეიძლება ხელიდან კარგი შესაძლებლობა გაგაშვებინოთ. ამისა ნაცვლად, თუ ბაზარზე, თქვენთვის მიმზიდველ ფასად მშვენიერ აქციას წააწყდებით, განიხილეთ მისი შეძენა.

ამ სიტუაციაში შეგიძლიათ სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენოთ. თქვენ, შეიძლება, მთელი ფული კონკრეტული კომპანიის აქციებზე ერთიანად დახარჯოთ, ასევე, ფულადი სახსრები სხვადასხვა აქციებზე გადაანაწილოთ ან ფულის ნაწილით კონკრეტული აქციები შეიძინოთ, შემდეგ დაელოდოთ ამ აქციების ფასის კიდევ უფრო კლებას და დანარჩენი შესყიდვა უფრო დაბალ ფასად განახორციელოთ.

ინვესტორებს, რომლებსაც რეზერვში გარკვეული მოცულობის ნაღდი ფული აქვთ, შეუძლიათ ბაზრის კრახი მომგებიანი პოზიციების შეძენაში გამოიყენონ.

 

როდის უნდა ვიღელვოთ საფონდო ბირჟის კრახზე?

რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ბაზრის კრახზე უნდა იდარდოთ. მაგალითად, თუ ბაზარზე დაბანდებული გაქვთ ისეთი ფული, რომლის მალე განაღდება დაგჭირდებათ, თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების ფასი კი მცირდება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რადგან არ გექნებათ იმის ფუფუნება, რომ ბაზრის მდგომარეობის გაუმჯობესებას დაელოდოთ. ამას თავიდან აირიდებთ, თუ გექნებათ სარეზერვო ფონდი, რომელსაც რამდენიმე თვის ცხოვრების ხარჯების დაფარვა შეეძლება.

ასევე, თუ თქვენ ფლობთ ისეთი კომპანიის აქციებს, რომლის საქმიანობაც არ გესმით, ეს კიდევ ერთი სახიფათო სიტუაციაა, რადგან, არსებობს საშიშროება, რომ ვერ შეაფასებთ ამ კომპანიის დაცემის პოტენციალს და იმას, თუ რამდენად შესწევს მას აღდგენის ძალა. სწორედ ამიტომ გვირჩევს ლეგენდარული ინვესტორი – უორენ ბაფეტი, რომ ჩავდოთ ინვესტიცია იმაში, რაც გვესმის.

თუმცა მთლიანობაში, საზრიანი ინვესტორებისთვის, საფონდო ბირჟის კრახი კატასტროფა არ უნდა იყოს, პირიქით, ამ მოვლენაში ბევრი შესაძლებლობა იმალება.

წინა

3 გზა ფულის ფლანგვის შესაწყვეტად

შემდეგი

3 აქცია დივიდენდ არისტოკრატად გარდაქმნის პოტენციალით

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
3 აქცია დივიდენდ არისტოკრატად გარდაქმნის პოტენციალით

3 აქცია დივიდენდ არისტოკრატად გარდაქმნის პოტენციალით

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved