AMC Entertainment, BuzzFeed და Ollie’s Bargain Outlet Holdings შეიძლება იყოს კომპანიები, რომელთა აქციებსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
AMC Entertainment
AMC Entertainment მომხმარებლებს თეატრალურ გამოფენას, ფილმების ჩვენებას, ბილეთების ონლაინ დაჯავშნასა და სხვა დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს. გასულ კვირას კომპანიის აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს, ბილეთების გაყიდვის იმედისმომცემი ზრდის შემდეგ, ხალხი კვლავ შორდება ადგილობრივ კინოთეატრებს. ბილეთების გაყიდვები ამ წელს 42%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს და 53%-ით ნაკლები, ვიდრე 2017 და 2018 წლების მარტის შუა რიცხვებში.
წინა კვირას, AMC Entertainment-მა ნევადაში დაფუძნებული ოქროსა და ვერცხლის მომპოვებელი კომპანიის – Hycroft Mining Holding Corp.-ის 22%-იანი წილი შეიძინა. AMC-მა რამდენიმე ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, რათა ექსპონენტებს შორის ბაზრის წილი დაეპყრო, მაგრამ სრულიად სხვა სექტორის კომპანიის აქციების შეძენა, სწორ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის.
BuzzFeed
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამ კვირაში ფინანსური შედეგების ანგარიშს წარადგენს არის BuzzFeed. თუ არ იცოდით, რომ ეს ონლაინ მედია კომპანია საჯაროა, ალბათ იმიტომ, რომ ის საჯარო ასპარეზზე მხოლოდ დეკემბერში გამოვიდა, როდესაც 2021 წლის SPAC-ის (სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია, არის სხვა სახელი „ცარიელი ჩეკის კომპანიისთვის“, რაც ნიშნავს ერთეულს, რომელსაც კომერციული ოპერაციები არ აქვს და ასრულებს პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO). საჯარო კომპანიად გადაქცევის შემდეგ, SPAC ყიდულობს ან უერთდება არსებულ კერძო კომპანიას და მას საჯაროდ აქცევს) ერთ-ერთი ბოლო გარიგება გახდა.
როგორ მუშაობს BuzzFeed ამ დღეებში? შემოსავალი ამ წლის პირველ ნახევრამდე 31%-ით გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში 20%-მდე შემცირდა.
BuzzFeed ბაზარზე გამოსვლამდე უკვე დაბრკოლდა. შემოსავალი, წინა წლის მკვეთრ ნახტომამდე, წლების განმავლობაში 4%-ზე ნაკლებით იზრდებოდა. თუმცა, გასული წლის აღდგენა ძირითადად რეკლამიდან მიღებული შემოსავლის შედეგი იყო, რადგან კონტენტის შემოსავალი 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში შემცირდა.
Ollie’s Bargain Outlet
Ollie’s Bargain Outlet-მა ზედიზედ მინიმუმ 7 ფისკალური წლის განმავლობაში გაყიდვების ორნიშნა ზრდა აჩვენა. ეს გარბენი ოფიციალურად ხვალ ნაშუადღევს დასრულდება, როდესაც კომპანია მეოთხე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს წარადგენს. ადვილია მოგწონდეს Ollie’s Bargain-ის 433 მაღაზიისგან შემდგარი ქსელი, მანტრით „კარგი ნივთები იაფად“. პრობლემა ის არის, რომ ბაზრის ყოფილი ფავორიტი მიწოდების ჯაჭვის პრობლემების წინაშე დგას, რაც მომხმარებლების ინტერესს ანელებს. ანალიტიკოსები ხედავენ, რომ სადღესასწაულო კვარტალში წლიური შემოსავლის უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა, ხოლო ერთ აქციაზე მოგება 32%-ით შემცირდა.
თუ თქვენ უსაფრთხო აქციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კვირაში ისინი AMC-ში, BuzzFeed-ში ან Ollie’s-ში იპოვოთ.