გასული წლის ბოლოდან ბაზრის რეცესიას მხოლოდ მზარდი პოტენციალის აქციები არ დაუზარალებია. მრავალი ღირებული და დივიდენდური აქციაც დაზარალდა. წლევანდელი ფართო გაყიდვების მიმართ იმუნური ბაზრის არცერთი ნაწილი არ აღმოჩნდა.
თუმცა თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, ბაზრის ეს მდგომარეობა, შეიძლება, თქვენთვის კარგი შანსი იყოს დივიდენდური აქციების იაფად შესაძენად. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ 3 ასეთ აქციას.
V.F. Corporation
მიმდინარე დივიდენდური შემოსავალი: 3.8%
V.F. Corporation, შეიძლება, არ იყოს ცნობილი სახელი, მაგრამ თქვენ ალბათ კარგად იცნობთ მის ბრენდებს. V.F. Corporation არის კომპანია, რომელიც ფლობს ტანსაცმლის შემდეგ ბრენდებს: Timberland, Dickies, The North Face, JanSport, Vans და სხვა.
მომხმარებელთა ტანსაცმლის პრეფერენციები მუდმივად იცვლება და პანდემიამ ტანსაცმელზე მოთხოვნა დიდწილად გაანადგურა, თუ არ ჩავთვლით იმ ულტრაკომფორტული ნივთებს, რომელთა ტარებაც ადამიანებმა კოვიდ-19-ის შედეგად სახლში დარჩენისას დაიწყეს.
2021 წლის დასაწყისის შემდეგ, V.F. Corporation-ის აქციების ფასი 40%-ით შემცირდა. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მისი შემოსავალი ფისკალური წლისთვის, რომელიც ამ თვეში მთავრდება, წინა წლის მონაცემებთან შედარებით 28%-ით მეტია. ანალიტიკოსები კი მომავალი წლისთვის 7%-ზე მეტ ზრდას ვარაუდობენ.
გარდა ამისა, V.F. ჯერ კიდევ საკმარისად მომგებიანია იმისთვის, რომ დივიდენდები გასცეს. 2022 ფისკალურ წელს მოგება თითო აქციაზე (EPS), სავარაუდოდ, $3.21 იქნება, 12-თვიანი დივიდენდი კი – $1.95.
Darden Restaurants
მიმდინარე დივიდენდური შემოსავალი: 3.6%
ინფლაციის ზრდის, ხელახლა გაჩაღებული პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გასული თვის განმავლობაში Darden Restaurants-ის აქციების ფასი 13%-ით შემცირდა. ინვესტორებმა არ იციან, როდის ან რა სახის წინაღობებს შეიძლება Darden წააწყდეს, მაგრამ ბევრი დარწმუნებულია, რომ რესტორნების ქსელი დაუცველია.
ეს შემაშფოთებელი, თუმცა, სავარაუდოდ, გადაჭარბებული შეფასებაა. ადამიანებმა შეიცვალეს გარკვეული ჩვევები, რათა კორონავირუსის საფრთხეები თავიდან აირიდონ. ბევრმა მათგანმა მკვეთრად შეამცირა ცხოვრებისეული სიამოვნების უპირატესობა, მაგალითად, ვიზიტები რესტორანში.
Morning Consult-ის მიერ რეგულარულად შეგროვებული მონაცემების თანახმად, ახლა ადამიანები მზად არიან განაახლონ ჩვევები. აშშ-ში ახლა ზრდასრულთა 74% რესტორანში თავს კომფორტულად გრძნობს.
Citigroup
მიმდინარე დივიდენდური შემოსავალი: 3.7%
Citigroup არ არის რთული კომპანია. ის თავისი ფულის ძირითად ნაწილს გამოიმუშავებს მსესხებლებისთვის სესხების გაცემით და ზრდის შემოსავლებს ისეთი სერვისების შეთავაზებით, როგორიც არის საბროკერო და საინვესტიციო ბანკინგი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში Citigroup-ის აქციების ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა, ძირითადად ინვესტორების ღელვის გამო, რომ ბაზრის რყევები და მზარდი საპროცენტო განაკვეთები ახალ სესხებზე მოთხოვნას შეამცირებდა. ეს კომპანიის ინვესტიციებთან დაკავშირებული ბიზნესებისთვისაც ცუდია.
ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ღია ბაზრის კომიტეტის შეფასებით, ის მომავალში დააწესებს რვიდან ცხრა, მეოთხედ პუნქტამდე ზრდას. მაგრამ FED ასევე აპირებს ეს განაკვეთების ზრდა მომავალი სამი წლის განმავლობაში ნელა და თანაბრად დააჩქაროს. ეს შეიძლება Citigroup-სთვის მომგებიანი იყოს.
აქციების ბოლოდროინდელი სისუსტე მიუთითებს იმაზეც, რომ ბაზარი ერთ ფაქტს აიგნორებს, კერძოდ იმას, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები სესხების ბიზნესს უფრო მომგებიანად აქცევს.