• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

პროგრამული უზრუნველყოფის 2 საუკეთესო კომპანიის აქციები 2022 წლისთვის

მარტი 14, 2022
in სიახლეები
პროგრამული უზრუნველყოფის 2 საუკეთესო კომპანიის აქციები 2022 წლისთვის
გაზიარება

პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიას ბოლო დროს, რთული პერიოდი ჰქონდა. iShares Expanded Tech Software Sector ETF, რომელიც აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის აქციებს მიჰყვება, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 25%-ზე მეტით შემცირდა.

ამ სწრაფმა ვარდნამ, რომელიც მთელ სექტორს მოიცავს, ბევრი კომპანიის აქციების გაყიდვა გამოიწვია, მიუხედავად, მათ მიერ შთამბეჭდავი ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისა. ამ კომპანიებიდან ორი არის Procore Technologies და Dropbox Inc. ვნახოთ, რატომ ქმნის ბოლოდროინდელი ტურბულენტობა, ორივე კომპანიის აქციების ყიდვის კარგ შესაძლებლობებს.

Software

Procore Technologies

Procore ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებულ კოლაბორაციას უზრუნველყოფს და სამშენებლო ინდუსტრიაში სამუშაო პროცესის პროგრამული საშუალებების პროვაიდერია. Procore-ის პლატფორმის საშუალებით, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, დაწყებული არქიტექტორებით, დამთავრებული გენერალური კონტრაქტორებით, მიუხედავად ადგილმდებარეობისა, შეუძლია პროცესებთან კავშირში იყოს. პლატფორმა ასევე მოიცავს სამშენებლო პროექტის სასიცოცხლო ციკლს, ტენდერების მენეჯმენტიდან კომპანიის მთავარი პროექტის მართვის გადაწყვეტამდე. მთლიანობაში, Procore, რთული და ფრაგმენტული სამშენებლო ინდუსტრიისთვის ჩანაწერის ერთიან ციფრულ სისტემას წარმოადგენს.

ამჟამად Procore 12,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, მაგრამ კომპანიის მმართველი გუნდი თვლის, რომ კომპანია განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება. Procore-ის ბოლო საკონფერენციო ზარზე, აღმასრულებელმა დირექტორმა – ტოი კორტმანშმა განაცხადა, რომ Procore-ის ამჟამინდელი ბაზრის წილი აშშ-ის გენერალურ კონტრაქტორთა სივრცეში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. გარდა ამისა, McKinsey’s Industry Digitization Index-ის მიხედვით, მშენებლობა მსოფლიოში მეორე ყველაზე ნაკლებად ციფრული ინდუსტრიაა, მიუხედავად იმისა, რომ  გლობალური სამუშაო ძალის 7%-ს და გლობალური პროდუქციის 13%-ს შეადგენს.

Procore მხოლოდ ახალი მომხარებლების ხარჯზე არ იზრდება. ის ასევე არსებულ მომხმარებლების მზარდი ღირებულებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ბოლო კვარტალში, მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც წლიურ განმეორებით შემოსავალში $1 მილიონის ოდენობით ან უფრო დიდი წვლილი შეიტანეს, 50%-ით გაიზარდა, რადგან Procore-ის პროდუქციის სრული ნაკრების გამოყენებამ მოიმატა. გარდა ამისა, Procore თანმიმდევრულად ამატებს ახალ პროდუქტებს, როგორც ეს Levelset-ის შეძენისას მოხდა.

Procore-ის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება (საბაზრო კაპიტალს მინუს წმინდა ნაღდი ფული) არის დაახლოებით $7 მილიარდი, 2022 წლის საპროგნოზო შემოსავალი კი $661-$666 მილიონი. რამდენადაც სამშენებლო ინდუსტრიები აგრძელებენ ციფრულ სისტემებზე გადასვლას, მოსალოდნელია, რომ Procore მომავალი მრავალი წლის განმავლობაში გაყიდვების მაღალი ტემპებით ზრდას შეძლებს.

Dropbox

Proctore-ისგან განსხვავებით, Dropbox-ს, რომელიც კონტენტის კოლაბორაციისა და დოკუმენტების სამუშაო ნაკადის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერია, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი პოტენციური მომხმარებელთა ზრდა არ აქვს. ამჟამად, კონტენტის კოლაბორაციის სისტემის გარკვეულ ფორმას თითქმის ყველა ორგანიზაცია იყენებს, იქნება ეს Google Drive თუ Microsoft-ის One Drive.

თუ საკითხში უფრო ღმად ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ Dropbox-ის ბიზნეს მოდელი საკმაოდ გამძლეა. პლატფორმის ინსტრუმენტების ყოვლისმომცველი კომპლექტის წყალობით, ციფრული ხელმოწერებით დაწყებული, დოკუმენტების გაზიარებით ან თუნდაც ფაილების ძიების უზრუნველყოფით დამთავრებული, Dropbox-ს აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება გუნდს ეფექტურად მუშაობისთვის სჭირდებოდეს. კომპანიის ორიენტირება, გუნდების სამუშაო პროცესს ღირებულება შესძინოს, ფინანსურ შედეგებზეც აისახა. Dropbox-მა არა მხოლოდ შეინარჩუნა მომხმარებლები, არამედ მთლიანობაში მათ გამოავლინეს მზადყოფნა, კომპანიის მომსახურებაში მეტი გადაიხადონ. ფაქტობრივად, წელს, ფასების თითქმის 4%-ით გაზრდის მიუხედავად, კომპანიის მომხმარებელთა შემცირების დონემ ყოველ კვარტალში იკლო.

იმის გამო, რომ Dropbox ახალი მომხმარებლებისთვის დიდ დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს, კომპანია უფრო და უფრო მეტი ნაღდი ფულის გენერირებას ახერხებს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მისი საქმიანობა მასშტაბურია. ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიამ $708 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადის გამომუშავება შეძლო, რაც 2 წლის წინანდნელ იმავე მაჩვენებელზე 80%-ით მეტია.

მთელი ამ ფულადი ნაკადების საშუალებით, Dropbox-მა შეძლო, აქციების გამოსყიდვითა და სხვა საშუალებებით, აქციონერებისთვის კაპიტალი დაებრუნებინა. გასული წლის განმავლობაში, კომპანიამ აქციების რაოდენობა 8%-ით შეამცირა, რაც, იმავე პერიოდში, თითო აქციაზე მთლიანი ფულადი ნაკადების 57%-ით გაზრდაში დაეხმარა. მიუხედავად ამისა, მენეჯმენტი გამოსყიდვის ტემპს არ ანელებს და გასულ კვარტალში, დირექტორთა საბჭომ დამატებით $1.2 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა.

თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, Dropbox მზად არის უახლოეს წლებში აქციონერები მიმზიდველი შემოსავლით უზრუნველყოს.

წინა

3 რამ, რასაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

ნავთობის ფასი ეცემა – გასული კვირის დაღმავალი ტენდენცია გრძელდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ნავთობის ფასი ეცემა – გასული კვირის დაღმავალი ტენდენცია გრძელდება

ნავთობის ფასი ეცემა - გასული კვირის დაღმავალი ტენდენცია გრძელდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved