შაბათს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყნის საფონდო ბირჟა მომავალი კვირის მანძილზე, 14-18 მარტს, დახურული დარჩება.
თუმცა Reuters-ის ცნობით, ცენტრალურმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარი, ფულის ბაზარი და რეპო ბაზარი ამავე დღეებში გრინვიჩის დროით 07:00 საათზე გაიხსნება.
ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის ბირჟა არ გაიხსნება და შესრულდება მხოლოდ ის ტრანზაქციები, რომლებიც SPFI გადახდის სისტემას იყენებს. ამასთან, ცენტრალური ბანკის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება 21-25 მარტის ვაჭრობის შესახებ მოგვიანებით გამოიცემა.
მოსკოვის საფონდო ბირჟა 25 თებერვალს დაიხურა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აგრესორის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.