• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

4 მიზეზი, რატომ დაიბრუნა Target-მა უოლ სტრიტის პატივისცემა

მარტი 4, 2022
in სიახლეები
4 მიზეზი, რატომ დაიბრუნა Target-მა უოლ სტრიტის პატივისცემა
გაზიარება

Target საბოლოოდ კვლავ იწყებს უოლ სტრიტის მხრიდან მცირე პატივისცემის მოპოვებას. სამშაბათს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეოთხე კვარტლის შემოსავლების მტკიცე ანგარიში და საინვესტიციო გეგმები წარადგინა, აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. აქციების ფასის ზრდაში გასაკვირი ის იყო, რომ წარსულში ბაზარმა Target ინვესტიციების გაზრდისთვის დასაჯა. გასულ წელს, კომპანიის აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც Target-მა 2021 წლის მეოთხე კვარტლისთვის $4 მილიარდის კაპიტალდაბანდებების შესახებ დააანონსა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ფული კარგად დაიხარჯა, რადგან შედარებითი გაყიდვები გასულ წელს ორნიშნა პროცენტით გაიზარდა და კორექტირებულმა შემოსავალმა ერთ აქციაზე – 44%-ით მოიმატა. ეს ყველაფერი კი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მიწოდების ჯაჭვთან, ხარჯების ინფლაციასთან და ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები შეექმნა.

2022 წლისთვის და მისი შემდგომი პერიოდისთვის კომპანია კაპიტალდაბანდებებში ყოველწლიურად $4-5 მილიარდის ხარჯებს მოელის, მაგრამ ამჯერად, ამ განცხადებამ Target-ის აქციების ფასი გაზარდა. მოდი ვნახოთ, რატომ დაუბრუნდნენ ინვესტორები Target-ს.

Target Store
  1. დაბალანსებული მიდგომა

ბიზნესისთვის რთულია ინვესტიციების ზრდისა და მოგების მიღების დაბალანსება. დღესდღეობით ბევრი პოპულარული აქცია ზრდის შთამბეჭდავ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მოგება არ მოაქვს და თუ მოაქვს, მაშინ დივიდენდების გაცემის საშუალებას არ იძლევა.

Target შესანიშნავად უმკლავდება ამ პრობლემებს და იმას, თუ როგორ, მისი საინვესტიციო გეგმა გვიჩვენებს. კომპანია ხელფასებს ზრდის, რათა მუშახელის დეფიციტის დროს, ნიჭიერი მუშახელის მოზიდვა შეინარჩუნოს. ეს არა მხოლოდ ახლა ეხმარება ბიზნესს, არამედ კომპანიის ლიდერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მის სამუშაო ძალას კონკურენტულ უპირატესობად აქცევს.

იმ დროს, როდესაც მრავალი სხვა საცალო ვაჭრობის კომპანია მაღაზიებს ხურავს ან ახალი ლოკაციების გახსნას წყვეტს, Target ყოველწლიურად დაახლოებით 30 ახალი ლოკაციის გახსნას გეგმავს, ვინაიდან ეს პროცესი ხელს უწყობს მისი ისეთი ყოვლისმომცველი ინვესტიციების განხორციელებას, როგორიც არის შეკვეთის შესრულება იმავე დღეს. ამ ახალი მაღაზიების უმეტესობა არის მცირე ფორმატის ლოკაციები, ისეთ ადგილებში როგორიც არის ნიუ-იორკის Times Square ან სამხრეთ კაროლინაში მდებარე ჩარლსტონის ცენტრი.

გარდა ამისა, Target აგრძელებს მაღაზიების რეკონსტრუქციაში ინვესტირებას და მისი შესაძლებლობების რეალიზების დასაჩქარებლად დახარისხების ცენტრებს ამატებს.

კომპანიამ განაცხადა, რომ, 40%-იანი გადახდის კოეფიციენტზე გადასვლის მიზნით, დივიდენდებს 20%-30%-ით გაზრდის. Target წელს ასევე გეგმავს $7 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვას, რაც მისი აქციების რაოდენობას დაახლოებით 7%-ით ან მეტით შეამცირებს. ეს სტრატეგია გამოიწვევს ინვესტორების დაჯილდოებასა და კომპანიის გრძელვადიან ზრდას.

 
  1. ძლიერი გამოცდილება

შესაძლოა უოლ სტრიტი სკეპტიკურად უყურებდა Target-ის ადრინდელ სახარჯო გეგმებს, იმ მრავალი ტაქტიკური შეცდომის გამო, რომელიც კომპანიამ დაუშვა მანამ, სანამ 2014 წელს აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან კორნელი გახდებოდა. მან შეაჩერა კომპანიის კანადაში ექსპანსია და საბოლოოდ, ამ ქვეყნიდან გამოვიდა, რამაც $5 მილიარდის ჩამოწერის საშუალება მისცა. Target-მა თავისი ელექტრონული კომერციის ოპერაციების ნაწილი 10 წლით Amazon-ს გადასცა.

კორნელიმ რამდენიმე ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის კომპანიის კანადიდან გამოყვანა, Shipt-ის შეძენა და ინვესტიციები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასურსათო მაღაზიები, საკუთრებაში არსებული ბრენდები და შეკვეთის იმავე დღეს შესრულება. ამ ძალისხმევამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. პანდემიის პერიოდში ბიზნესი აყვავდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში შემოსავალი 35%-ით გაიზარდა და კორექტირებული მოგება თითო აქციაზე გაორმაგდა. კომპანია ფულს ხარჯავს იქ სადაც შესაძლებლობას ხედავს და მან უოლ სტრიტის ნდობა ნამდვილად დაიმსახურა.

  1. კონკურენტულ უპირატესობებათ მკაფიო ნაკრები

განვითარების გზაზე Target-მა უკვე ჩამოაყალიბა კონკურენტულ უპირატესობათა ნაკრები, რომელიც მისი მიღწევების შენარჩუნებასა და მომავალ ზრდას ხელს უწყობს. მათ შორის არის Target-ის საკუთრებაში არსებული ბრენდები, რომლებიც, კომპანიას ტრაფიკის მართვასა და სხვა საცალო მოვაჭრეებისგან გამოყოფაში ეხმარება. Target-მა პარტნიორობა დაამყარა დიზაინერებთან და გახმაურებულ ბრენდებთან, როგორებიც არის Starbucks, Ultra Beauty, CVS, Disney, Apple და Levi Strauss.

კომპანიის წარმატება შეკვეთების ერთდღიან შესრულებაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი უდიდესი კონკურენტული უპირატესობა გახდა. Target-ს ბევრად უფრო ღრმა შეღწევა აქვს უბრანულ რაიონებში, ვიდრე სხვა მსგავს კომპანიებს, როგორებიც არის Walmart და Costco.

შეკვეთების ერთდღიანმა შესრულებამ არა მხოლოდ მომხმარებლები გაახარა, არამედ კომპანიას თითოეულ ერთეულზე 90%-ის დაზოგვის საშუალება მისცა. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ კომპანიის საოპერაციო მარჟა ბევრად უსწრებს Amazon-ს, Wamart-სა და Costco-ს.

  1. შესანიშნავი ღირებულება

და ბოლოს, ფასთან ერთად 16-ის ტოლი ფასისა და მოგების თანაფარდობით (P/E) თუ ვიმსჯელებთ, Target-ის აქციები ამჟამად ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ღირებულების აქციაა. ეს ბევრად დაბალია S&P 500-ის P/E კოეფიციენტზე, რომელიც 25-ს აღწევს. თავისი გრძელვადიანი მოგების მიზნებითა და  დივიდენდების ზრდის გეგმით, Target-მა ინვესტორები დააწმუნა, რომ ისინი წლიურ 10%-იან შემოსავალს მიიღებენ.

ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, თუ აქციის შეფასების მულტიპლიკატორი გაიზრდება, რაც სავარაუდოა, რადგან ის S&P 500-ის საშუალო მაჩვენებელს უნდა მიუახლოვდეს. ასეთი შეღავათიანი ფასით, ზრდის მკაფიო სტრატეგიითა და დადასტურებული გამოცდილებით, ადვილი გასაგებია, უოლ სტრიტზე Target-მა კვლავ რატომ გაიმარჯვა.

წინა

რუსეთთან კავშირმა ევროპულ აქციებს $100 მილიარდი დააკარგვინა

შემდეგი

რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების ფონზე, აქციებთან ერთად ფიუჩერსების ფასიც ეცემა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების ფონზე, აქციებთან ერთად ფიუჩერსების ფასიც ეცემა

რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავების ფონზე, აქციებთან ერთად ფიუჩერსების ფასიც ეცემა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved