რა მოხდა?
რუსეთის უკრაინაში ფართო შეჭრის ფონზე საფონდო ბირჟა მძვინვარებს. კოფლიქტი ევროპაში ნავთობის ფასებს ზრდის და ბევრ ინვესტორს შორის პანიკას იწვევს. ზოგიერთი მათგანი Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის აქციებს ყიდის.
გუშინ Nvidia 1.1%-ით დაეცა, Apple – 2.6%-ით და Fastly – 1.6%-ით. კონტექსტისთვის, S&P 500 1.3%-ით შემცირდა.
და რა?
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ, უკვე დააწესა სანქციები რუსეთისა და მისი აგრესიის წინააღმდეგ.
ევროპაში არსებული არასტაბილურობა ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე ბაზარზე რყევებს იწვევდა, მაგრამ მზარდმა კონფლიქტმა ინვესტორების პესიმიზმი კიდევ უფრო გააძლიერა. ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით დატვირთული Nasdaq Composite დაახლოებით 1%-ით დაეცა, ასევე Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის ინვესტორები თავნიანთი აქციების გაყიდვით ამ ტრენდს მიჰყვნენ.
უკრაინაში შეჭრამ Brent-ის ნავთობის საორიენტაციო ფასის ბარელზე $103-ზე მეტით აწევა გამოიწვია. ეს ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივი აირის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. რუსეთი ევროპაში როგორც ნავთობის, ისე ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორია.
შეჭრამდე Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის აქციები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მცირდებოდა, რადგან ინვესტორები სულ უფრო მეტად იყვნენ მზარდი ინფლაციით შეწუხებულები.
შეერთებულ შტატებში ახლა ინფლაცია 40 წლის მაქსიმუმზეა და მოსალოდნელია, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის 2022 წლის განმავლობაში ან უფრო მეტი ვადით, რათა პოტენციური პრობლემები შეაჩეროს.
მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება შეაფერხოს კომპანიების ზრდა, რადგან მათ ზრდის ახალ არეალებში მეტი ინვესტიციების ჩადება სურთ.
იქიდან გამომდინარე, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთების ზრდას აპირებს, ინვესტორები მზარდი პოტენციალის აქციებს ტოვებენ, მათ შორის ბევრი ტექნოლოგიური კომპანიის აქციაა და ამან განაპირობა, ნაწილობრივ მაინც, ბოლო სამ თვეში Nvidia-ს აქციების 30%-ით, Apple-ის აქციების 3.5%-ით და Fastly-ის აქციების 56%-ით დაცემა.
ახლა რა?
Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის ინვესტორები ბაზრის მეტი ცვალებადობისთვის უნდა მოემზადონ. უკრაინაში არსებული კონფლიქტი, სავარაუდოდ, სწრაფად არ მოგვარდება და ევროპაში მუდმივმა არასტაბილურობამ შეიძლება ინვესტორები აიძულოს, ფულის დასაბანდებლად უფრო უსაფრთხო ადგილები მოძებნონ.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მძვინვარებს და ფედერალური სარეზერვო ბანკი საპროცენტო განაკვეთების აწევას უახლოვდება, ზოგიერთი ინვესტორი, სავარაუდოდ, სარისკო ინვესტიციებიდან ფულის სხვაგან გადატანის გზებს ეძებს.
მაგრამ ტექნოლოგიური ინვესტორები უნდა ეცადონ, გრძელვადიანი პერსპექტივა შენარჩუნონ Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის ინვესტიციებზე და მიმდინარე ბაზრის რყევებზე არ ირეაგირონ. კარგ კომპანიებში ინვესტირება და სიმშვიდის შენარჩუნება, სანამ სხვები პანიკაში არიან, როგორც წესი, ინვესტორებს თავიდან უზარმაზარი დანაკარგების აცილებაში ეხმარება.