• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ორი აქცია ბრწყინვალე შეფასებებით

ბაზრის მნიშვნელოვანი მერყეობა შესაძლებლობებს ქმნის მზარდი პოტენციალის აქციები დისკონტით შეიძინოთ

თებერვალი 25, 2022
in სიახლეები
ორი აქცია ბრწყინვალე შეფასებებით
გაზიარება

ამჟამად ბაზრის მერყეობა მაღალია და რამდენიმე დიდი კომპანიის აქციის ფასები დიდ ძვრებს განიცდის, ეს კი საზრიანი ინვესტორებისთვის მომგებიანი ინვესტირების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების გრძელვადიანი პერსპექტივები საერთოდ არ შეცვლილა, ზოგიერთი აქციის ფასი 30%-50%-ით დაეცა.

მოდით უფრო ახლოს შევხედოთ 2 პოტენციურ ვარსკვლავურ კომპანიას, რომელთა აქციების ფასები შემცირდა. ეს არის აქციები, რომლებიც ინვესტორებს შეუძლიათ დისკონტით შეიძინონ და გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელი მიიღონ.

Great Opportunity
  1. Datadog

Datadog ქლაუდ აპლიკაციების მონიტორინგისა და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერია. ის ანალიტიკისა და კიბერუსაფრთხოების ფუნქციებს აერთიანებს და Datadog-ის მომხმარებლებს საკუთარი ტექნოლოგიის უფრო ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ. ერთი შეხედვით, ეს შესანიშნავი დასაწყისია. თუ დავუშვებთ, რომ ამ კომპანიას პროდუქციის ძლიერი ნაკრები აქვს, ისინი შეიძლება ბიზნესისთვის მართლაც ღირებული იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაღალი ზრდის ხარისხის მქონე ინდუსტრიაა, არსებობს ფუნდამენტური გაუმჯობესების პოტენციალი.

ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ Datadog ძლიერი კანდიდატია იმისთვის, რომ შესაძლებლობით ისარგებლოს. Gartner-ის უახლეს Magic Quadrant-ის აპლიკაციის წარმადობის მონიტორინგის ანგარიშში Datadog რეიტინგის ლიდერთა რიგებშია. ეს რეიტინგი პროდუქციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

Datadog-ის მომხმარებლები კი კომპანიას თავიანთი საფულეებით „აძლევენ ხმას“. კომპანია არსებულ კლიენტებთან ურთიერთობებს აფართოებს და ასევე უფრო მსხვილ კლიენტებთანაც კარგად მუშაობს. მისი წმინდა შენარჩუნების მაჩვენებელი 130%-ზე მეტია, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ძლიერი მტკიცებულებაა. კომპანია ახალ მომხმარებლებსაც იზიდავს, რამაც უკანასკნელ კვარტალში შემოსავლების 84%-იანი ზრდა გამოიწვია.

18 000 კომპანიაზე მეტი სარგებლობს Datadog-ის მომსახურებით და ეს მასშტაბი უზარმაზარ უპირატესობას ქმნის იმ პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც შეიძლება ბაზარზე მომდევნო წლებში შემოვიდნენ. ამასთან, უკვე კარგად ცნობილი პროდუქტების კომპლექტს ახალ შესაძლებლობებს ამატებს. რამდენადაც თავისი მომხმარებლების ყოველდღიურ ფუნქციებში ფესვებს ღრმად იდგამს, ის მომხმარებლისთვის სხვა, კონკურენტ კომპანიაზე გადართვის ხარჯებს ზრდის და, შესაბამისად, კონკურენციის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან 23.6%-ით დაეცა, აქციების ფასი მაინც გარკვეულწილად ძვირია. მისი ფასი/გაყიდვების (P/S) კოეფიციენტი არის 45, ხოლო ფორვარდული ფასი/შემოსავლების (P/E) თანაფარდობა დაახლოებით 294. როგორც წესი, დიდი პერსპექტივის მქონე ხარისხიანი მზარდი პოტენციალის აქციები ძვირია.

ცხადია, ეს ინვესტორებისთვის რისკებს ქმნის. თუ Datadog მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეფერხდება ან გაუთვალისწინებელ დაბრკოლებებს წააწყდება, მაშინ ინვესტორებს შეუძლიათ შემდგომ არასტაბილურობას ელოდონ. ასევე ისინი ამ კომპანიის აქციების მალევე პრემიით გაყიდვას უნდა ელოდნენ. Datadog-ის აქციები შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თუ კომპანია ასე გააგრძელებს ზრდას, მას შეუძლია ინვესტორებს უზარმაზარი შემოსავლები მოუტანოს.

  1. CrowdStrike

CrowdStrike Holdings არის კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც საბოლოო წერტილის დაცვაზეა ორინტირებული. მისი პროდუქტები თანამშრომლების მოწყობილობებს ჰაკერების შემოტევისა და მავნე პროგრამებისაგან იცავს, რაც, თავის მხრივ, ზოგადად ქსელის უსაფრთხოებას უწყობს ხელს. ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა. პროგრამული უზრუნველყოფა და დაკავშირებადობა ბიზნეს საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტსა და პირად ცხოვრებას ეხება. როგორც ეს ბოლო წლებში მრავალი გახმაურებული კიბერშეტევის მაგალითზე ვნახეთ, კრიმინალებს ღირებულ მონაცემებზე წვდომის მეტი შესაძლებლობა ექმნებათ.

CrowdStrike ბოლო წერტილის უსაფრთხოებაში ლიდერად ითვლება. Gartner-ის Magic Quadrant-ის ბოლო წერტილის დაცვის პლატფორმების ანგარიშში კომპანია ვარსკვლავურ შეფასებებს იღებს, რაც მას ისეთი „მძიმე არტილერიის“ გვერდით აყენებს, როგორიც არის Microsoft. ამ რეიტინგს ინდუსტრიის სხვა სანდო გამოცემებიც ეხმიანება. ამ ხარისხის წყალობით, CrowdStrike-მა ბაზრის 12% დაიკავა, რაც მას თავისი კონკრეტული კიბერუსაფრთხოების ნიშაში უმსხვილეს გამყიდველად აქცევს.

CrowdStrike-ის ანგარიშის მიხედვით 2021 წლის სრული ფისკალური წლისთვის წმინა შემოსავლის შეკავების მაჩვენებელი არის 125%, წინა წელს ის 124%-ს შეადგენდა.

CrowdStrike-მა 2022 ფისკალური წლის მესამე კვარტალში 1600-ზე მეტი ახალი გამომწერი მომხმარებელი შეიძინა, რაც წლიდან წლამდე 75%-იან ზრდას ნიშნავს. მთლიანობაში გამომწერ მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 15 000-ს აღწევს. ამ ყველაფერმა შემოსავლის 63%-ით, ხოლო გამოწერების 67%-ით ზრდას შეუწყო ხელი. ეს გაფართოება 75%-ზე მეტი სტაბილური მთლიანი მარჟით მიიღწევა. კომპანიამ ბოლო კვარტალში $123 მილიონზე მეტი ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი გამოიმუშავა. ეს ყველაფერი მაღალ კონკურენტულ გარემოში შედარებითი სტაბილურობის შესანიშნავი მტკიცებულებაა.

Crowdstrike ტექნოლოგიების მზარდ ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა. მისი აქციები იაფი არ არის, მისი P/S კოეფიციენტი არის 28.3, ხოლო P/E – 182. მაგრამ აქციების ფასები თავისი ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით 41%-ით დაეცა. ის შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვეში კიდევ უფრო შემცირდეს, ამიტომ ინვესტორებმა პოტენციური გრძელვადიანი აღმავლობისთვის გონივრული შესვლის წერტილი უნდა მოძებნონ.

წინა

რატომ დაეცა რუსული აქციები?

შემდეგი

რატომ ეცემა Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის აქციები?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ ეცემა Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის აქციები?

რატომ ეცემა Nvidia-ს, Apple-ისა და Fastly-ის აქციები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved