რა მოხდა?
რუსული აქციები მკვეთრად ეცემა, რადგან ინვესტორები აცნობიერებენ, რომ ომმა, როემელზეც ყველანი ვიმედოვნებდით, რომ შეზღუდული მასშტაბების იქნებოდა, სერიოზული მასშტაბები მიიღო.
- საერთაშორისო მობილური პროვაიდერის – Veon-ის აქციების ფასები 27.6%-ით დაეცა;
- რუსული ონლაინ საცალო მოვაჭრის – Ozon Holdings-ის აქციების ფასები 42.2%-ით შემცირდა.
- რუსული ტექნოლოგიური გიგანტი – Yandex ყველაზე დიდ – 55%-იან ვარდნას განიცდის.
და რა?
რა აქვს ამ 3 აქციას საერთო?
ცხადია, სამივე ყველაზე ცნობილ იმ რუსულ აქციებს შორისაა, რომლებიც აშშ-ს საფონდო ბირჟაზე მიმოიქცევიან (მეოთხე არის მობილური ტელეფონების პროვაიდერი – Mobile TeleSystems, რომლიც აქციებიც 7%-ით დაეცა).
თუმცა საინტერესოა, რომ Veon, Ozon და Yandex არის კომპანიები, რომლებიც საქმიანობას ძირითადად რუსეთში ახორციელებს, მაგრამ მათი კორპორატიული შტაბ-ბინები რუსეთს გარეთაა. Ozon-ის სათაო ოფისი არის კვიპროსში, ხოლო Veon-ისა და Yandex-ის – ნიდერლანდებში.
მაინც რა ხდება ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ დაეცა ეს სამი რუსული აქცია თუნდაც MTS-ზე მეტადაც კი?
კარგად გაითვალისწინეთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტრო კულებამ, მთელ მსოფლიოში უკრაინის მხარდამჭერებისთვის ტვიტში, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დამანგრეველი სანქციები დაეწესებინა, კერძოდ რუსეთი SWIFT-იდან გამოეთიშა.
აი ორიგინალი ტვიტიც:
Світ має діяти негайно. Вирішується майбутнє Європи та світу. П’ять першочергових дій:
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 24, 2022
1. Руйнівні санкції проти РФ негайно, відключення РФ від SWIFT
2. Повна ізоляція Росії в усіх форматах
3. Зброя та обладнання для України
4. Фінансова допомога
5. Гуманітарна допомога
ახლა რა?
SWIFT არის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის საშუალება, საინფორმაციო გზატკეცილი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ ინსტიტუტებს აკავშირებს. ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ფულს ეროვნულ საზღვრებს გარეთ აგზავნიან და იღებენ. ეს არის სისტემა, რომლის საშუალებითაც რუსული კომპანიები იღებენ ფულს, როდესაც საერთაშორისო დონეზე რამეს ყიდიან და ასევე იხდიან რუსეთში იმპორტის საფასურს.
თუ SWIFT-ის ოპერირების ქვეყნების (ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია, ნიდერლანდები, შეერთებული შტატები, შვეიცარია და შვედეთი) ცენტრალური ბანკები რუსეთის ამ სისტემიდან მოწყვეტას დათანხმდებიან, ეს ნებისმიერ რუსულ კომპანიას საერთაშორისო ბიზნესის წარმოებას ძალიან გაურთულებს. S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ზემოთ დასახელებული 4 კომპანიიდან Yandex შემოსავლების 93%-ს რუსული ბიზნესიდან იღებს, MTS – 97%-ს, ხოლო Ozon – 100%-ს. Veon თავისი ბიზნესის 48%-ს რუსეთში, ხოლო 12%-ით მეტს უკრაინაში ახორციელებს.
ამ ოთხი კომპანიიდან, თითქოს, Veon, Yandex და Ozon, ყველაზე მეტი რისკის ქვეშ არიან, მაგრამ რუსეთთან მჭიდრო კავშირის მქონე ნებისმიერი კომპანია რეალური რისკების წინაშე დგას.