ზოგადად, კომპანიები, რომლებიც დივიდენდებს იხდის, ფინანსურად სტაბილურია – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ანაზღაურებას დროთა განმავლობაში ზრდის. RMB Capital-ის კვლევის თანახმად, 1972-2018 წლების პერიოდში, S&P 500-ის დივიდენდების გადამხდელების აქციების წლიურმა ფასმა 8.8%-ით მოიმატა, ხოლო დივიდენდების არგადამხდელების აქციების წლიური შემოსავალი 2.4% იყო.
Texas Instruments-ს (NASDAQ:TXN) და Union Pacific-ს (NYSE:UNP) დივიდენდების გაზრდის დიდი ისტორია აქვთ და ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ორივე კომპანიის აქციებმა ბაზრის სხვა მონაწილეებზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა – აქციონერებს უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა. მათი შედეგები კი შეიძლება შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
- Texas Instruments
Texas instruments არის ნახევრადგამტარების კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ანალოგურ ჩიპებზე და ჩაშენებულ პროცესორებზე. ანალოგური ჩიპები აძლიერებს ან რეალური სამყაროს სიგნალებს (მაგალითად, ხმა, წნევა) ციფრულ სიგნალებად გარდაქმნის და ისინი ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში გამოიყენება. ჩაშენებული პროცესორები არის ჩიპები, რომლებიც სპეციფიკური ამოცანისთვის (მაგალითად, ძრავის კონტროლი ელექტრო მანქანებში) არის დაპროექტებული. ჩაშენებული პროცესორები ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობაშია წარმოდგენილი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Texas Instruments ლიდერია ორივე დარგში და ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს მოცემულობა ახლო მომავალში შეიცვალოს. წარმოება, ტესტირება და დაკომპლექტება კომპანიის ფარგლებში ხდება, რასაც დანახარჯების ეკონომიურობა და და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება მოაქვს.
წინა წელს ნახევრადგამტარების დეფიციტი კომპანიისთვის ზურგის ქარი აღმოჩნდა და მას ფანტასტიკური ფინანსური წელი ჰქონდა. შემოსავალი 27%-ით გაიზარდა $18.3 მილიარდამდე და თითო დამატებით აქციაზე შემოსავალი კი – 38%-ით $8.26-მდე. 2004 წლიდან კომპანიამ დივიდენდები წელიწადში 25%-მდე გაზარდა.
მომავალში მსოფლიო კიდევ უფრო ციფრული გახდება და Texas Instruments-ის პროდუქტებზე მოთხოვნაც გაიზრდება. კომპანიას ფართო ასორტიმენტის პორტფელი აქვს – 80 000 პროდუქტის ოდენობით და სხვადასხვა სფეროებში 100 000-ს მომხმარებელს ემსახურება. სწორედ ამიტომ, შეიძლება, ამ კომპანიის აქციებში ინვესტირებამ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგამდიდროთ.
- Union Pacific
Union Pacific, შემოსავლის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკაში რკინიგზის მეორე ყველაზე დიდი კომპანიაა. ის ოპერირებს 32 400 მილის სიგრძის სალიანდაგო გზას დასავლეთ აშშ-ის ორ მესამედზე. Union Pacific მექსიკის ყურესა და წყნარი ოკეანის სანაპიროს აერთებს კანადაში, მექსიკასა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე არსებული სალიანდაგო გზებით.
კომპანია დიდ როლს თამაშობს გლობალური მომარაგების ქსელში, რადგან ამარტივებს იმპორტსა და ექსპორტს ისეთი პროდუქტებისა, როგორებიც არის: ავტომობილები, ელექტრონიკა, საკვები პროდუქტები და სამშენებლო ნედლეული.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Union Pacific-ს ბაზარზე რკინის კონკურენტუნარიანი პოზიცია აქვს. Berkshire Hathaway-ის BNSF Railway-სთან ერთად Union Pacific ბაზრის ლიდერია და ნებისმიერს, ვისაც მასთან კონკრურენციის გაწევა მოუნდება, მილიარდების დახარჯვა მოუწევს.
კომპანიის მენეჯმენტმა 2018 წელს ზუსტად დაგეგმილი სარკინიგზო გადაზიდვების (PSR) სტრატეგია წარადგინა. PSR მიზნად ისახავს, ტვირთის უფრო სწრაფად გადაზიდვით, ეფექტიანობა გაზარდოს. კომპანიამ ფული ჩადო ლოკომოტივის მოდერნიზებაში, მატარებლის სიგრძის გაზრდასა და სადგურებში დახარჯული დროის შემცირებაში. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. 2021 წელს შემოსავალი 12%-დან 21.8%-მდე გაიზარდა, ოპერაციული მოგება – 19%-ით $9.3 მილიარდამდე, ხოლო შემოსავალი თითო დამატებით აქციაზე – 26%-ით $9.95-მდე. Union Pacific-ის დივიდენდები 2002 წლიდან წელიწადში 9.9%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, ეკონომიკური ზრდა კომპანიისთვის ხელის შემწყობი იქნება. Union Pacific-ის მენეჯმენტს სჯერა, რომ PSR ინიციატივა კომპანიას დიდ წარმატებას მოუტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში შემოსავლები და დივიდენდები გაიზრდება. სწორედ ამიტომ გამოიყურება Union Pacific-ში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში ჭკვიანურ გადაწყვეტილებად.
უნდა განახორციელოთ თუ არა $1000-ის ინვესტიცია Texas Instruments-ში ახლა?
გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს გააცნობიერეთ:
ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა იმ 10 კომპანიის სია ინვესტორებისთვის, რომელთა აქციების ყიდვაც, მათი აზრით, მომგებიანია… და Texas Instruments ამ სიაში არ არის.