• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა მზის ენერგიის კომპანიათა აქციების ფასები

ბაზრის ნახტომმა ხელი შეუწყო მზის ენერგიის კომპანიების აქციებს

თებერვალი 16, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა მზის ენერგიის კომპანიათა აქციების ფასები
გაზიარება

რა მოხდა?

მზის ენერგიის კომპანიებს სამშაბათს ცვლილებების კარგი დღე ჰქონდათ, რადგან ბაზარზე ტექნოლოგიისა და ზრდის აქციების ფასები გაიზარდა. ბაზარზე ეს ძვრა გამოწვეული იყო იმით, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სახმედრო ძალები გაიყვანა.

Enphase Energy-ს აქციების ფასი დღეს 7.6%-ით იყო გაზრდილი, Sunrun-ის – 10.3%-ით, ხოლო Jinkosolar-ის – 13.3%-ით. ამ სამი კომპანიის აქციათა პოზიციები, დღეს, შესაბამისად 7.2%, 8.9% და 12.9%-იანი ნაზარდით დაიხურა.

Solar Energy Panels

მერე რა?

მზის ენერგიის კომპანიათა აქციები ძალიან მერყევია და როდესაც ბაზარზე ძვრებია, ამ აქციების ფასების მერყეობაც იზრდება. დღეს S&P 500 1.6%-იანი, ხოლო Nasdaq Composite 2.5%-იანი ნაზარდით დაიხურა, რაც, სავარაუდოდ, მზის პანელების აქციების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იქნება.

სხვა ყურადსაღები ძვრა ბაზარზე იყო ნავთობის ფასის 3.6%-ით შემცირება, საბოლოოდ კი ნავთობის ფასმა ბარელზე $92 შეადგინა. ეს კი რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებული დაძაბულობის შემსუბუქებამ გამოიწვია. ნავთობის დაბალი ფასები, ძირითადად, ნეგატიურ მოვლენად აღიქმება „მზის ენერგიის“ აქციებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ტრენდი არ შენარჩუნდა.

მორიგი პოტენციური დაბრკოლება იყო საპროცენტო განაკვეთების ზრდა. აშშ-ს 10 წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი, აგრძელებდა რა მყარ ზრდას წინა წლის განმავლობაში, 6 ბაზისური პუნქტით 2.04%-მდე გაიზარდა. მზის პანელების დეველოპერებისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთები მაღალ საპროცენტო ხარჯებს ნიშნავს, რამაც შეიძლება ბაზარზე „მზის ენერგიის“ აქციების კონკურენტუნარიანობის შემცირება გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება, „მზის ენერგიის“ აქციების ფასი მცირდება, მაგრამ ამჯერადაც ბაზარმა საპიროსპირო მიმართულებით იმოძრავა.

ახლა რა?

დღევანდელი მოძრაობის დიდი ნაწილი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ბაზარი აღმავალი მიმართულებით მიემართება და მასთან ერთად „მზის“ აქციებსაც აღმავალი ტრენდი აქვს. თუ ქვემოთ მოცემულ სამთვიან გრაფიკს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მზის პანელების მწარმოებელი კომპანიების აქციებმა ბოლოს მომხდარი დიდი მოცულობით გაყიდვებით უფრო მეტად იზარალეს, ვიდრე მთლიანად ბაზარმა. ახლანდელი მოვლენები კი ამ დანაკარგებს ნაწილობრივ აბალანსებს.

Solar Energy Stocks’ Charts გრძელვადიან პერსპექტივაში, მზის ენერგეტიკის აქციების ფასების ზრდა უცვლელი რჩება, რადგან ეს ინდუსტრია ბაზრის წილს წიაღისეული საწვავის ინდუსტრიიდან იღებს და ღირებულებაც ზრდას განაგრძობს. ამასთანავე, საპროცენტო განაკვეთების ზრდა იქნება ის წინაღობა, რომელთანაც გამკლავება პროექტების დამფინანსებლებს მოუწევთ. მზის ელექტროსადგურების ასაშენებლად საჭირო წინასწარი ხარჯები არ შეიცვლება, მაგრამ იმ ელექტრო ენერგიის ფასი, რაც ამ საქმის მომგებიანად ქცევისთვის არის საჭირო, შეიძლება საპროცენტო განაკვეთის მატებასთან ერთად გაიზარდოს.

სამომხმარებლო კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები მინიმალურ ზეგავლენას ახდენენ მზის ენერგიის პროექტებზე და მთლიანობაში წიაღისეული საწვავის ფასები ეკონომიკის გაძლიერებასთან ერთად იზრდება.

ბაზარზე დღევანდელი მოძრაობები შეიძლება მერყეობასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მზის ენერგიის მწარმოებელი კომპანიების აქციების  ფასების შემცირება შეიძლეაბ დიდი შესაძლებლობა იყოს ინვესტორებისთვის. Enphase, Sunrun და  Jinkosolar კი ის ლიდერები არიან, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებულები აღმოჩნდებიან.

წინა

აქციების ტიპები – ყველაფერი რაც უნდა იცოდე აქციების შესახებ

შემდეგი

Airbnb-იმ მე-4 კვარტალის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Airbnb-იმ მე-4 კვარტალის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა

Airbnb-იმ მე-4 კვარტალის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved