იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიოს წყვილები ვალენტინობის დღეს აღნიშნავენ, ინვესტორებს შეიძლება მოუნდეთ ისეთი კომპანიების განხილვა, რომლებიც მოგებას „კუპიდონის მშვილდ-ისრით“ იღებენ.
ეროვნული საცალო ვაჭრობის ორგანიზაციის მიხედვით, საშუალო ამერიკელი მომხმარებელი ვალენტინობის დღეს საჩუქრებზე დაახლოებით $175.41-ს ხარჯავს, რომელსაც მეორე ნახევრისთვის, ბავშვებისთვის, მასწავლებლებისა და თანაკლასელებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრების და, თუნდაც, შინაური ცხოველებისთვის ყიდულობს. წინა წელს ეს მაჩვენებელი $164.76 იყო. ვარაუდობენ, რომ ამ კუთხით მთლიანი დანახაჯები %23.9 მილიარდს მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელს ($21.8 მილიარდი) აღემატება.
ტკბილეული, მისალოცი ბარათები და ყვავილები კვლავ ლიდერობენ საჩუქრების სიაში, მაგრამ კვლევამ ცხადყო, რომ საერთო ჯამში დღესასწაულის აღმნიშვნელები აპირებენ ძვირფასეულობაში $6.2, ხოლო რომანტიულ ვახშამზე $4.3 მილიარდის დახარჯვას.
აქედან გამომდინარე, ინვესტორები შესაძლოა დაინტერესდნენ ძვირფასეულოებით მოვაჭრე კომპანიებში ფულის დაბანდებით. GuruFocus-მა შემოგვთავაზა იმ კომპანიების სია, რომლებსაც ამ დარგის სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ. ეს კომპანიებია: Tapestry Inc. (TPR, Financial), Signet Jewelers Ltd. (SIG, Financial), Movado Group Inc. (MOV, Financial), Fossil Group Inc. (FOSL, Financial) and Compagnie Financiere de Richemont SA (XSWX:CFR, Financial).
Tapestry
ამ კომპანიის პორტფოლიოს 3.04%-ს დარგის 9 გურუ ინაწილებს. ის დაფუძნებულია ნიუ-იორკში და ფლობს მოდის ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის: Kate Spade, Coach და Stuart Weitzman. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $11.18 მილიარდს შეადგენს. ამ კომპანიის აქციები პარასკევს იყიდებოდა დაახლოებით $40.55-ად შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 13.92; ფასი/საბალანსო ღირებულება – 3.54 და ფასი/გაყიდვები – 1.9.
GuruFocus (GF) ღირებულების ხაზი ისტორიულ კოეფიციენტებზე, წარსულ წარმადობასა და მომავალი შემოსავლების პროგნოზზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ Tapestry-ის აქციების ფასები მოკრძალებულად გადამეტებულია.
TPR
GF-მა Tapestry-ს ფინანსური სიძლიერე 10-დან 5 ქულით შეაფასა. ამ კომპანიას ასევე პროგნოზირების თვალსაზრისით 5 დან 1 ვარსკვლავი აქვს, რაც GF-ის მიხედვით ნიშნავს, რომ ასეთი შეფასების მქონე კომპანიების აქციებს, 10 წლიან პერიოდში 1.1% ამონაგები აქვთ.
Tapestry-ს აქციების მფლობელი გურუები არიან: რეი დალიო, რომელიც ყველაზე დიდ წილს – 0.15%-ს ფლობს, ჯონ როჯერსი, რობერტ ოლშტაინი, ჯოელ გრინბლატი, რიჩარდ სნოუ, ლი აინსლი, სკოტ ბლექი, Caxton Associates და ჯეფ აუქსიერი.
Signet Jewels
Signet Jewels(SIG, Financial)-ის აქციებს 8 გურუ ფლობს. მათი საერთო წილი 4.25%-ს შეადგენს.
სათაო ოფისი ბერმუდაში მდებარეობს. ეს კომპანია ბრილიანტის სამკაულების უდიდესი მოვაჭრეა. მის ქვეშ ერთიანდებიან შემდეგი ბრენდები: Kay Jewels, Zales და Jared The Galleria of Jewelry. Signet Jewels – ის საბაზრო კაპიტალიზაცია $4.4 მილიარდს აღწევს. პარასკევს ამ კომპანიის აქციების ფასი ბირჟაზე დაახლოებით $83.41 იყო, შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 7.36; ფასი/საბალანსო ღირებულება – 2.88 და ფასი/გაყიდვები – 0.69.
GF-ს მიხედვით Signet Jewels-ის აქციების ფასები მნიშვნელოვნად გადამეტებულია.
SIG
SIG-ის ფინანსური სიძლიერეც და მომგებიანობაც 10-დან 6 ქულით შეფასდა GF-ის მიერ. პროგნოზირების თვალსაზრისით SIG-საც 5-დან 1 ვარსკვლავი აქვს.კომპანიის პორტფოლიოს ყველაზე დიდ წილს – 1%-ს ფლობს კენ ჰიბნერი. დანარჩენი ინვესტორები კი არიან: ჯიმ სიმონსი, სტივენ კოენი, ჯერემი გრენჰამი, გრინბლატი, ჩაკ როისი, აინსლი და ბეროუ, ჰენლი, მეუვინი და შტრაუსი.
Movado Group
6 გურუ ფლობს პორტფოლიოს 0.44%-ს.
ლიდერი საათების წარმოებაში, რომელიც პარამუსში – ნიუ ჯესის შტატშია დაფუძნებული. ცნობილია თავისი ხელწერით – მეტალის წერტილითა (რომელიც 12 საათს მიუთითებს) და მინიმალისტური სტილით. კომპანიის საბაზრო კაპიტალი $889.08 მილიონია. პარასკევს მისი აქციების ფასი $38.78-ის ფარგლებში მერყეობდა, შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 10.11; ფასი/საბალანსო ღირებულება – 1.96 და ფასი/გაყიდვები – 1.29.
GF-ს მიხედვით ამ კომპანიის აქციების ფასები მნიშვნელოვნად გადამეტებულია.
MOV
Movado-ს ფინანსური სიმტკიცე და მომგებიანობა 10-დან 7 ქულით შეფასდა GF-ის მიერ. პროგნოზირების თვალსაზრისით მასაც 5-დან 1 ვარსკვლავი აქვს.როისი არის კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი, რომელიც აქციების 4.39%-ს ფლობს. მარიო გაბელი, გრენჰამი, მიურეი შტალი, Simons’ firm და Caxton Associates ასევე ინაწილებენ Movado-ს აქციებს.
Fossil Group
Fossil Group-ის 0.24%-იან პორტფოლიოს 5 გურუ ფლობს.
კომპანიის სათაო ოფისი რიჩარდსონშია, ტექსასში. Fossil Group, პირველ რიგში, ცნობილია თავისი საათებით, მაგრამ ეს კომპანია ასევე ყიდის ხელჩანთებს, სამგზავრო ჩანთებსა და აქსესუარებს. მისი საბაზრო კაპიტალი $673.72-ს შეადგენს. პარასკევს მისი აქციები ბაზარზე იყიდებოდა დაახოებით $12.92-ად, შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 430.66; ფასი/საბალანსო ღირებულება – 1.52 და ფასი/გაყიდვები – 0.38.
გრაფიკზე GF-ს ღირებულების ხაზი მიუთითებს, რომ ამ კომპანიის აქციების ფასები ამჟამად მნიშვნელოვნად გადამეტებულია.
FOSL
GF-ს შეფასებით, Fossil-მა ფინანსური სიმტკიცის კუთხით 10-დან 4 ქულა მიიღო. კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი ოდნავ უკეთესად, 10-დან 5 ქულით შეფასდა. პროგნოზირებადობის კუთხით Fossil-მა 5-დან 1 ვარსკვლავი მიიღო.აქციონერთაგან ყველაზე მეტ წილს – 2.88%-ს როისი ფლობს. Fossil-ის აქციებს ასევე ინაწილებენ Simons’ firm, აინსლი, ჰასმენი და პოლ ტიუდორ ჯონსი.
Richemont
Richemont-ის აქციების 3.38%-იან პორტფოლიოს ინაწილებს 4 გურუ.
შვეიცარული კომპანია საკმაოდ მრავალმხრივია. მისი პროდუქციის ასორტიმენტში შეხვდებით ძვირფასეულობას, საათებს, ტყავის ნაწარმს, კალმებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალი $82.09 მილიარდია (75.97 შვეიცარული ფრანკი). მისი აქციები ხუთშაბათს დაიხურა 134.3 შვეიცარულ ფრანკზე შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 29.46; ფასი/საბალანსო ღირებულება – 3.9 და ფასი/გაყიდვები – 4.23.
GF-ს ღირებულების ხაზის მიხედვით, ამ კომპანიის აქციების ფასები ამჟამად მნიშვნელოვნად გადამეტებულია.
XSWX:CFR
GuruFocus-მა Richemont-ის ფინანსური სიმტკიცე 10-დან 5 ქულით შეაფასა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალი გრძელვადიანი ვალი მართვად დონეზეა საპროცენტო განაკვეთების ადეკვატური დაფარვის წყალობით. კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი 10-დან 7 ქულით შეფასდა. მომგებიანობისა და შემოსავლის ზრდის მაჩვენებლებმა პროგნოზირებადობის მიხედვით 2.5 ვარსკვლავით მიიღო.კომპანიის ყველაზე დიდი წილის (0.16%) მფლობელია – დევიდ ჰირო. სხვა ინვესტორები არიან: Causeway International Value-ს ფონდი, სტივენ რომიკი და iShares MSCI ACWI ex U.S. ETF.
სხვა პოპულარული არჩევანი
ამ კომპანიების სიას ემატება შემდეგი კომპანიებიც, რომლებსაც გურუები ირჩევენ: LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE (XPAR:MC, Financial), Kering SA (XPAR:KER, Financial), Brilliant Earth Group Inc. (BRLT, Financial), Pandors AS (OCSE:PNDORA, Financial) და The Swatch Group AG (XSWX:UHR, Financial).