• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

5 დიდებული კომპანიის აქცია, რომელსაც გურუები ირჩევენ

თებერვალი 14, 2022
in სიახლეები
5 დიდებული კომპანიის აქცია, რომელსაც გურუები ირჩევენ
გაზიარება

იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიოს წყვილები ვალენტინობის დღეს აღნიშნავენ, ინვესტორებს შეიძლება მოუნდეთ ისეთი კომპანიების განხილვა, რომლებიც მოგებას „კუპიდონის მშვილდ-ისრით“ იღებენ.

ეროვნული საცალო ვაჭრობის ორგანიზაციის მიხედვით, საშუალო ამერიკელი მომხმარებელი ვალენტინობის დღეს საჩუქრებზე დაახლოებით $175.41-ს ხარჯავს, რომელსაც მეორე ნახევრისთვის, ბავშვებისთვის, მასწავლებლებისა და თანაკლასელებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრების და, თუნდაც, შინაური ცხოველებისთვის ყიდულობს. წინა წელს ეს მაჩვენებელი $164.76 იყო. ვარაუდობენ, რომ ამ კუთხით მთლიანი დანახაჯები %23.9 მილიარდს მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელს ($21.8 მილიარდი) აღემატება.

ტკბილეული, მისალოცი ბარათები და ყვავილები კვლავ ლიდერობენ საჩუქრების სიაში, მაგრამ კვლევამ ცხადყო, რომ საერთო ჯამში დღესასწაულის აღმნიშვნელები აპირებენ ძვირფასეულობაში $6.2, ხოლო რომანტიულ ვახშამზე $4.3 მილიარდის დახარჯვას.

აქედან გამომდინარე, ინვესტორები შესაძლოა დაინტერესდნენ ძვირფასეულოებით მოვაჭრე კომპანიებში ფულის დაბანდებით. GuruFocus-მა შემოგვთავაზა იმ კომპანიების სია, რომლებსაც ამ დარგის სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ. ეს კომპანიებია: Tapestry Inc. (TPR, Financial), Signet Jewelers Ltd. (SIG, Financial), Movado Group Inc. (MOV, Financial), Fossil Group Inc. (FOSL, Financial) and Compagnie Financiere de Richemont SA (XSWX:CFR, Financial).

 

Tapestry

 ამ კომპანიის პორტფოლიოს 3.04%-ს დარგის 9 გურუ ინაწილებს. ის დაფუძნებულია ნიუ-იორკში და ფლობს მოდის ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის: Kate Spade, Coach და Stuart Weitzman. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $11.18 მილიარდს შეადგენს. ამ კომპანიის აქციები პარასკევს იყიდებოდა დაახლოებით $40.55-ად შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 13.92; ფასი/საბალანსო ღირებულება – 3.54 და ფასი/გაყიდვები – 1.9.

GuruFocus (GF) ღირებულების ხაზი ისტორიულ კოეფიციენტებზე, წარსულ წარმადობასა და მომავალი შემოსავლების პროგნოზზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ Tapestry-ის აქციების ფასები მოკრძალებულად გადამეტებულია.

TPR

GF-მა Tapestry-ს ფინანსური სიძლიერე 10-დან 5 ქულით შეაფასა. ამ კომპანიას ასევე პროგნოზირების თვალსაზრისით 5 დან 1 ვარსკვლავი აქვს, რაც GF-ის მიხედვით ნიშნავს, რომ ასეთი შეფასების მქონე კომპანიების აქციებს, 10 წლიან პერიოდში 1.1% ამონაგები აქვთ.

Tapestry-ს აქციების მფლობელი გურუები არიან:  რეი დალიო, რომელიც ყველაზე დიდ წილს – 0.15%-ს ფლობს, ჯონ როჯერსი, რობერტ ოლშტაინი, ჯოელ გრინბლატი, რიჩარდ სნოუ, ლი აინსლი, სკოტ ბლექი, Caxton Associates  და ჯეფ აუქსიერი. 

 

Signet Jewels

Signet Jewels(SIG, Financial)-ის აქციებს 8 გურუ ფლობს. მათი საერთო წილი 4.25%-ს შეადგენს.

სათაო ოფისი ბერმუდაში მდებარეობს. ეს კომპანია ბრილიანტის სამკაულების უდიდესი მოვაჭრეა. მის ქვეშ ერთიანდებიან შემდეგი ბრენდები: Kay Jewels, Zales და Jared The Galleria of Jewelry. Signet Jewels – ის საბაზრო კაპიტალიზაცია $4.4 მილიარდს აღწევს. პარასკევს ამ კომპანიის აქციების ფასი ბირჟაზე დაახლოებით $83.41 იყო, შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 7.36; ფასი/საბალანსო ღირებულება – 2.88 და ფასი/გაყიდვები – 0.69.

GF-ს მიხედვით Signet Jewels-ის აქციების ფასები მნიშვნელოვნად გადამეტებულია.

SIG

SIG-ის ფინანსური სიძლიერეც და მომგებიანობაც 10-დან 6 ქულით შეფასდა GF-ის მიერ. პროგნოზირების თვალსაზრისით SIG-საც 5-დან 1 ვარსკვლავი აქვს.

კომპანიის პორტფოლიოს ყველაზე დიდ წილს – 1%-ს ფლობს კენ ჰიბნერი. დანარჩენი ინვესტორები კი არიან: ჯიმ სიმონსი, სტივენ კოენი, ჯერემი გრენჰამი, გრინბლატი, ჩაკ როისი, აინსლი და ბეროუ, ჰენლი, მეუვინი და შტრაუსი.

Movado Group

6 გურუ ფლობს პორტფოლიოს 0.44%-ს.

ლიდერი საათების წარმოებაში, რომელიც პარამუსში – ნიუ ჯესის შტატშია დაფუძნებული. ცნობილია თავისი ხელწერით – მეტალის წერტილითა (რომელიც 12 საათს მიუთითებს) და მინიმალისტური სტილით. კომპანიის საბაზრო კაპიტალი $889.08 მილიონია. პარასკევს მისი აქციების ფასი $38.78-ის ფარგლებში მერყეობდა, შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 10.11; ფასი/საბალანსო ღირებულება – 1.96 და ფასი/გაყიდვები – 1.29.

GF-ს მიხედვით ამ კომპანიის აქციების ფასები მნიშვნელოვნად გადამეტებულია.

MOV

Movado-ს ფინანსური სიმტკიცე და მომგებიანობა 10-დან 7 ქულით შეფასდა GF-ის მიერ. პროგნოზირების თვალსაზრისით მასაც 5-დან 1 ვარსკვლავი აქვს.

როისი არის კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი, რომელიც აქციების 4.39%-ს ფლობს. მარიო გაბელი, გრენჰამი, მიურეი შტალი, Simons’ firm და Caxton Associates ასევე ინაწილებენ Movado-ს აქციებს.

 

Fossil Group

Fossil Group-ის 0.24%-იან პორტფოლიოს 5 გურუ ფლობს.

კომპანიის სათაო ოფისი რიჩარდსონშია, ტექსასში. Fossil Group, პირველ რიგში, ცნობილია თავისი საათებით, მაგრამ ეს კომპანია ასევე ყიდის ხელჩანთებს, სამგზავრო ჩანთებსა და აქსესუარებს. მისი საბაზრო კაპიტალი $673.72-ს შეადგენს. პარასკევს მისი აქციები ბაზარზე იყიდებოდა დაახოებით $12.92-ად, შემდეგი კოეფიციენტებით: ფასი/შემოსავალი – 430.66; ფასი/საბალანსო ღირებულება – 1.52 და ფასი/გაყიდვები – 0.38.

გრაფიკზე GF-ს ღირებულების ხაზი მიუთითებს, რომ ამ კომპანიის აქციების ფასები ამჟამად მნიშვნელოვნად გადამეტებულია.

FOSL

GF-ს შეფასებით, Fossil-მა ფინანსური სიმტკიცის კუთხით 10-დან 4 ქულა მიიღო. კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი ოდნავ უკეთესად, 10-დან 5 ქულით შეფასდა. პროგნოზირებადობის კუთხით Fossil-მა 5-დან 1 ვარსკვლავი მიიღო.

აქციონერთაგან ყველაზე მეტ წილს – 2.88%-ს როისი ფლობს. Fossil-ის აქციებს ასევე ინაწილებენ Simons’ firm, აინსლი, ჰასმენი და პოლ ტიუდორ ჯონსი.

 

Richemont

Richemont-ის აქციების 3.38%-იან პორტფოლიოს ინაწილებს 4 გურუ.

შვეიცარული კომპანია საკმაოდ მრავალმხრივია. მისი პროდუქციის ასორტიმენტში შეხვდებით ძვირფასეულობას, საათებს, ტყავის ნაწარმს, კალმებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალი $82.09 მილიარდია (75.97 შვეიცარული ფრანკი). მისი აქციები ხუთშაბათს დაიხურა 134.3 შვეიცარულ ფრანკზე შემდეგი კოეფიციენტებით:  ფასი/შემოსავალი – 29.46; ფასი/საბალანსო ღირებულება – 3.9 და ფასი/გაყიდვები – 4.23.

GF-ს ღირებულების ხაზის მიხედვით, ამ კომპანიის აქციების ფასები ამჟამად მნიშვნელოვნად გადამეტებულია.

XSWX:CFR

GuruFocus-მა Richemont-ის ფინანსური სიმტკიცე 10-დან 5 ქულით შეაფასა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალი გრძელვადიანი ვალი მართვად დონეზეა საპროცენტო განაკვეთების ადეკვატური დაფარვის წყალობით. კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი 10-დან 7 ქულით შეფასდა. მომგებიანობისა და შემოსავლის ზრდის მაჩვენებლებმა პროგნოზირებადობის მიხედვით 2.5 ვარსკვლავით მიიღო.

კომპანიის ყველაზე დიდი წილის (0.16%) მფლობელია – დევიდ ჰირო. სხვა ინვესტორები არიან:  Causeway International Value-ს ფონდი, სტივენ რომიკი და iShares MSCI ACWI ex U.S. ETF.

 

სხვა პოპულარული არჩევანი

 ამ კომპანიების სიას ემატება შემდეგი კომპანიებიც, რომლებსაც გურუები ირჩევენ: LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE (XPAR:MC, Financial), Kering SA (XPAR:KER, Financial), Brilliant Earth Group Inc. (BRLT, Financial), Pandors AS (OCSE:PNDORA, Financial) და The Swatch Group AG (XSWX:UHR, Financial).

წინა

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის გამო, საფონდო ფიუჩერსები ეცემა – Wall Street

შემდეგი

ილონ მასკმა ფულის მოპოვების მარტივი გზა იპოვა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ილონ მასკმა ფულის მოპოვების მარტივი გზა იპოვა

ილონ მასკმა ფულის მოპოვების მარტივი გზა იპოვა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved