Meta Platforms-ის (META) ყოველწლიური 2-დღიანი ღონისძიება — „Connect“ ხვალ იწყება. მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთის დროით 13 საათზე კომპანიის აღმასრულებელი — მარკ ცუკერბერგი სიტყვით გამოვა. სავარაუდოდ, მისი მთავარი სასაუბრო თემა ფოკუსირებული იქნება Meta-ს ხელოვნური ინტელექტის (AI) და ვირტუალური რეალობის (VR) პროდუქტებში განვითარებულ მოვლენებზე.
გუშინ Bank of America-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, ღონისძიებაზე სოციალური მედიის გიგანტმა წარმოადგინოს განახლებები ჭკვიანი სათვალეების შესახებ, რომლებსაც ის Ray-Ban-თან პარტნიორობით აწარმოებს. საინვესტიციო ბანკში ასევე ვარაუდობენ, რომ „Connect“ ღონისძიებას კომპანია გამოიყენებს გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეების (შიდა სახელწოდება „პროექტი Orion“) ან მისი Quest ჩაფხუტების ხაზის იაფი ვერსიის წარსადგენად.
ახალი პროდუქტები და AI განახლებები
ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან Meta-ს მენეჯმენტის განცხადებებს ახალი პროდუქტების შესახებ. მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ასევე ის, თუ რამდენად უბიძგებს კომპანიის არსებული AI პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებს, უფრო ხშირად გამოიყენონ ისეთი პლატფორმები, როგორებიც არის Facebook, Instagram და WhatsApp.
Meta-ს მენეჯმენტმა ასევე შეიძლება წარმოადგინოს განახლებები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იყენებს სოციალური მედიის გიგანტის სხვადასხვა AI შეთავაზებას, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიის ბევრ პროდუქტში. ღონისძიებაზე ასევე შეიძლება დაანონსდეს ახალი ჩეთბოტები ან თანამშრომლობა ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც Meta-ს AI პროდუქტებისთვის თავიანთი ხმის გამოყენების ნებას რთავენ.
ანალიტიკოსებმა ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, Meta-მ წარადგინოს სხვა ახალი ფუნქციები, როგორებიც არის გამოწერაზე დაფუძნებული AI პროდუქტი ან მესამე მხარის VR ჩაფხუტი, რომელიც კომპანიის ლიცენზირებულ Horizon Worlds ოპერაციულ სისტემას გამოიყენებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Plaftorms-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $564.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 45 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $586.49-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $660.00-ს, ხოლო მინიმალური — $475.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 45 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.