გუშინ ევროკავშირის (EU) აღმასრულებელი ორგანოს — ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იწყებენ სპეციფიკაციის პროცესს, რათა დაადგინონ, ასრულებს თუ არა Apple (AAPL) ციფრული ბაზრების აქტით (DMA) გათვალისწინებულ „თავსებადობის ვალდებულებებს“ .
DMA, რომელიც ევროკავშირმა 2022 წელს დაამტკიცა, ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას. 2024 წლის 6 მარტს კი რეგულირებადი სუბიექტებისთვის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ვადა დასრულდა.
ევროკავშირის აღმასრულებელ განყოფილებაში განაცხადეს, რომ განიხილავენ Apple-ის პროცესს, რომელიც მესამე მხარის მოწყობილობებს და პროგრამულ უზრუნველყოფას iOS-ზე წვდომის ნებას რთავს.
რას იძიებს ევროკომისია?
გამოკვლევის ერთი ნაწილი მიზნად ისახავს, დადგინდეს, როგორი წვდომით უზრუნველყოფს Apple მესამე მხარის დეველოპერებს თავის ოპერაციულ სისტემაზე დაკავშირებული მოწყობილობებისთვის, როგორებიც არის ჭკვიანი საათები და ყურსასმენები.
გამოძიების მეორე საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, არის თუ არა Apple-ის მიერ დეველოპერებისგან iOS-ზე წვდომის მოთხოვნის შესრულების აქტი „გამჭვირვალე, დროული და სამართლიანი“.
კომისია მიაწვდის Apple-ს თავის დასკვნებს, რომელსაც ის გამოძიების 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში გამოიტანს. ევროკომისია დაადგენს ყველა ცვლილებას, რომელიც უნდა განხორციელდეს DMA-ს შესასრულებლად. ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ამ ცვლილებების დანერგვაზე უარის თქმამ შეიძლება ჯარიმები გამოიწვიოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $231.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $249.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.