• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

როგორ შევარჩიოთ მზარდი აქციები?

სექტემბერი 13, 2024
in რჩევები
როგორ შევარჩიოთ მზარდი აქციები?
გაზიარება

მზარდი აქცია არის ნებისმიერი წილობრივი საკუთრება კომპანიაში, რომელსაც ბაზრის საშუალო ზრდის ტემპის მნიშვნელოვნად გადაჭარბების პოტენციალი გააჩნია. ასეთ აქციებს, როგორც წესი, თან არ ახლავს დივიდენდები. ეს იმიტომ ხდება, რომ მზარდი აქციების ემიტენტები, როგორც წესი, არიან კომპანიები, რომლებსაც სურთ, თავიანთი მოგების რეინვესტირება განახორციელონ, რათა ზრდა დააჩქარონ მოკლევადიან პერიოდში. როდესაც ინვესტორები ფულს მზარდ აქციებში აბანდებენ, ისინი იმედოვნებენ, რომ მოგებას მომავალში მათი უფრო ძვირად გაყიდვით გამოიმუშავებენ.

მზარდი აქციების კვლევისას, ინვესტორები აღმოაჩენენ, რომ ყველა მათგანი თანაბრად ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობას არ წარმოადგენს. ამიტომ, მათში ინვესტირებისას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია გამოვყოთ დიდი პოტენციალის მქონე მზარდი აქციების მახასიათებლები:

  • ძლიერი მმართველი გუნდი
  • დიდი პოტენციალის მქონე ინდუსტრია
  • მნიშვნელოვანი საბაზრო წილი
  • გაყიდვების ძლიერი ზრდა
  • დიდი სამიზნე ბაზარი

მოდით, თითოეული მათგანი ვრცლად განვიხილოთ.

ძლიერი მმართველი გუნდი

მზარდი კომპანიები ფოკუსირებულნი არიან გაყიდვებისა და მოგების გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღმასრულებელი და მმართველი გუნდის შორსმჭვრეტელობა და შესაბამისი უნარები. კომპანიის ზრდა მოითხოვს ლიდერთა ინოვაციურ ჯგუფს, რის გარეშეც სასურველი მიზნის მიღწევა რთული იქნება.

ზრდაზე ორიენტირებულმა ინვესტორები, რომლებიც თავიანთ მომავალ ინვესტიციას ეძებენ, უნდა ფოკუსირდნენ კომპანიებზე, რომელთა აღმასრულებლებსა და მენეჯერებს წარმატების დიდი გამოცდილება და საყურადღებო ხედვები გააჩნიათ. ყურადღება მიაქციეთ ინოვაციურ აზროვნებასაც. სტივ ჯობსი და ბილ გეითსი ინოვაციური ლიდერების ნათელი მაგალითები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადვილი არ იყოს მზარდი კომპანიის ან ნოვატორის ამოცნობა, მმართველი გუნდების გამოკვლევა სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

დიდი პოტენციალის მქონე ინდუსტრია

თქვენთვის სასურველი მზარდი აქციის გამომშვები კომპანია უნდა მოღვაწეობდეს ისეთ ინდუსტრიაში, რომელსაც ფართო ბაზარზე ბევრად მაღალი ზრდის პოტენციალი გააჩნია. ის ასევე შეიძლება ოპერირებდეს მრავალი ინდუსტრიის კვეთაზე. ასეთი კომპანიების მაგალითებად გამოდგება Google, Apple, Amazon, Meta და Microsoft.

მნიშვნელოვანი საბაზრო წილი

გარდა ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე ინდუსტრიაში ოპერირებისა, თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ბაზარზე მნიშვნელოვან წილს უნდა იკავებდეს. ბაზრის წილი წარმოადგენს კომპანიის მთლიანი გაყიდვების შედარებას მისი ინდუსტრიის მთლიან გაყიდვებთან. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად კონკურენტუნარიანია კომპანია ინდუსტრიის სხვა წევრებთან შედარებით. მზარდი ბაზრის წილი ნიშნავს მზარდ შემოსავლებს.

უნდა მოძებნოთ კომპანიები, რომლებიც კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას შეძლებენ. აწარმოებს თუ არა კომპანია ბევრ წარმატებულ პროდუქტს? ნერგავს თუ არა ის ინოვაციებს? განაგრძობს თუ არა კომპანია ლიდერობას? ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა განიხილოთ.

გაყიდვების ძლიერი ზრდა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის გაყიდვები. ფოკუსირდით ფირმებზე, რომლებიც კვარტალურად გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგების თანმიმდევრულ ზრდას აფიქსირებენ.

ზოგიერთი დიდი პოტენციალის მქონე კომპანიის გაყიდვები წლიურად სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. თუმცა კომპანიისა და ინდუსტრიის მომწიფებასთან ერთად, შეიძლება გაყიდვები შენელდეს და მის აქციებზე მოთხოვნა შემცირდეს. ამიტომ, გაყიდვების ზრდის ტემპის შეფასებისას გულმოდგინება გამოიჩინეთ, ჩაატარეთ კვლევა და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ.

დიდი სამიზნე ბაზარი

კომპანიები არ მდიდრდებიან მხოლოდ მცირე რაოდენობის მომხმარებლებზე ნიშური პროდუქტის გაყიდვით. ნებისმიერ ბიზნესს გასაზრდელად სჭირდება დიდი სამიზნე ბაზარი, რომლის ათვისებასაც შეძლებს.

ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა კომპანიები, რომლებიც უზარმაზარ ბაზრებზე ოპერირებენ. რაც უფრო დიდია პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა, მით მეტია გაყიდვების ზრდისა და მაღალი შემოსავლის გამომუშავების შანსი. მაგალითად შეიძლება განვიხილოთ Apple და მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი — iPhone. დიდი ბაზრის გარეშე შეიძლება iPhone-ს ასეთი მდგრადი წარმატებისთვის ვერ მიეღწია.


მზარდი აქციები მიმზიდველია მრავალი ინვესტორისთვის, რადგან მათ ფასის მატების პოტენციალი გააჩნია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი აქციისთვის ზედმეტი უნდა გადაიხადოთ. ზრდაზე ორიენტირებულ ინვესტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ფუნდამენტური ანალიზის კოეფიციენტები, რათა აქციის შინაგანი (ან ნამდვილი) ღირებულება მის საბაზრო ფასს შეადარონ. ეს მათ დაეხმარება დაადგინონ, აქცია გადაჭარბებულად არის შეფასებული, თუ დაუფასებელია.

წინა

აშშ-ში ინფლაციის უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა

შემდეგი

რა არის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი?

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
რა არის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი?

რა არის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved