• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი?

სექტემბერი 16, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რა არის ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი?
გაზიარება

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი (FOMC) არის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) განყოფილება, რომელიც შეერთებულ შტატებში განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის მიმართულებას ღია ბაზრის ოპერაციების (OMO) მართვის საშუალებით. კომიტეტი შედგება 12 წევრისაგან, მათ შორის არის მმართველთა საბჭოს შვიდი წევრი, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი და დანარჩენი 11 სარეზერვო ბანკის პრეზიდენტიდან ოთხი, რომლებიც მონაცვლეობით მსახურობენ.

FOMC-ის საქმიანობის გააზრება

FOMC-ის 12 წევრი წელიწადში რვაჯერ იკრიბება იმის განსახილველად, უნდა განხორციელდეს თუ არა რაიმე ცვლილებები ახლოვადიან მონეტარულ პოლიტიკაში. ცვლილების დანერგვის სასარგებლოდ ხმის მიცემა გამოიწვევს აშშ-ის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვას ან გაყიდვას ღია ბაზარზე, რათა ამ ქმედებამ ხელი შეუწყოს ეროვნული ეკონომიკის ჯანსაღ ზრდას. კომიტეტის წევრები, როგორც წესი, კლასიფიცირდებიან, როგორც „ქორები“, რომელიც მხარს უჭერს უფრო მკაცრ მონეტარული პოლიტიკას, „მტრედები“, რომლებიც მხარს უჭერენ სტიმულს, ან ცენტრისტები/თავშეკავებულები, რომლებიც სადღაც შუაში არიან.

აღსანიშნავია, რომ FOMC-ის თავმჯდომარე ასევე არის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა ასეთია:

  • თავმჯდომარეა ჯერომ პაუელი, რომელმაც ფიცი დადო მეორე ოთხწლიანი ვადით 2022 წლის 23 მაისს. მისი პირველი ვადა ამ ამპლუაში 2018 წლის თებერვალში დაიწყო.
  • FOMC-ის ვიცე-თავმჯდომარეა ჯონ უილიამსი. ის ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი 2018 წელს გახდა.
  • ფედერალური სარეზერვო საბჭოს სხვა წევრები არიან მიშელ ბოუმენი, მაიკლ ბარი, ლიზა კუკი, ფილიპ ჯეფერსონი და კრისტოფერ უოლერი.

საგულისხმოა, რომ არსებობს 12 ფედერალური სარეზერვო ოლქი, თითოეულს კი თავისი ფედერალური სარეზერვო ბანკი გააჩნია. ეს რეგიონული ბანკები მოქმედებს, როგორც ცენტრალური ბანკის გაფართოება. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი მუდმივად არის საბჭოში წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენების პრეზიდენტები ერთწლიანი ვადით მსახურობენ სამწლიანი მონაცვლეობითი განრიგით (გარდა კლივლენდისა და ჩიკაგოსა, რომელთა როტაციაც ორწლიანია).

FOMC-ის ერთწლიანი როტაციის ადგილები ყოველთვის შედგება სარეზერვო ბანკის ერთი პრეზიდენტისაგან; თითოეული შემდეგი ჯგუფიდან:

  • ბოსტონი, ფილადელფია და რიჩმონდი;
  • კლივლენდი და ჩიკაგო;
  • სენტ-ლუისი, დალასი და ატლანტა;
  • კანზას სიტი, მინეაპოლისი და სან ფრანცისკო.

გეოგრაფიული ჯგუფის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ შეერთებული შტატების ყველა რეგიონმა სამართლიანი წარმომადგენლობა მიიღოს.

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) შეხვედრები

FOMC ყოველწლიურად რვა რეგულარულად დაგეგმილ შეხვედრას მართავს, მაგრამ კომიტეტს, საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხშირად შეკრებაც შეუძლია. შეხვედრები არ იმართება საჯაროდ და, შესაბამისად, ისინი უოლ სტრიტზე ბევრი სპეკულაციის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან ანალიტიკოსები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, Fed (ფედერალური სარეზერვო ბანკი) ფულად მიწოდებას გაამკაცრებს თუ შეასუსტებს (საპროცენტო განაკვეთების გაზრდით ან შემცირების გზით).

ბოლო წლებში, FOMC-ის შეხვედრების შემდეგ შედგენილი ოქმები საჯარო გახდა. როდესაც ახალ ამბებში ვიგებთ, რომ Fed-მა საპროცენტო განაკვეთები შეცვალა, ეს FOMC-ის რეგულარული შეხვედრების შედეგია.

Jerome Powell

შეხვედრაზე კომიტეტის წევრები განიხილავენ ადგილობრივ და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს, ასევე ეკონომიკურ და ფინანსურ პროგნოზებს. ყველა მონაწილე — მმართველთა საბჭოდან და სარეზერვო ბანკის თორმეტივე პრეზიდენტი — კომიტეტს უზიარებს თავის შეხედულებებს ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციაზე და საუბრობს მონეტარული პოლიტიკის შესახებ, რომელიც ყველაზე მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის. ყველა მონაწილის საფუძვლიანი მსჯელობის შემდეგ, მხოლოდ FOMC-ის დანიშნულ წევრებს შეუძლიათ ხმა მისცენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ მოცემული პერიოდისთვის.

ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი (FOMC) ოპერაციები

ფედერალურ რეზერვს ფულის მიწოდების გაზრდის ან შესამცირებლად საჭირო ინსტრუმენტები გააჩნია. ეს კეთდება OMO-ების საშუალებით, დისკონტის განაკვეთის (საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა აკისრებს კომერციულ ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს მოკლევადიანი სესხებისთვის) კორექტირებით და ბანკის სარეზერვო მოთხოვნების დაწესებით. Fed-ის მმართველთა საბჭო პასუხისმგებელია დისკონტის განაკვეთისა და სარეზერვო მოთხოვნების დაწესებაზე, ხოლო FOMC — OMO-ებზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვას და გაყიდვას. მაგალითად, ფულის მიწოდების გასამკაცრებლად და საბანკო სისტემაში არსებული ფულის მოცულობის შესამცირებლად, Fed გასაყიდად სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს გამოიტანს.

FOMC-ის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები დეპონირებულია Fed-ის სისტემის ღია ბაზრის ანგარიშზე (SOMA), რომელიც შედგება შიდა და უცხოური პორტფელებისაგან. შიდა პორტფელი მოიცავს აშშ-ის სახაზინო და ფედერალური სააგენტოს ფასიან ქაღალდებს, ხოლო უცხოური პორტფელი აერთიანებს ინვესტიციებს ევროში და იაპონურ იენში.

FOMC-ს შეუძლია შეინახოს ეს ფასიანი ქაღალდები განაღდების ვადის დადგომამდე ან გაყიდოს ისინი მაშინ, როცა მიზანშეწონილად მიიჩნევს, როგორც ამას ითვალისწინებს 1913 წლის ფედერალური სარეზერვო აქტი და 1980 წლის მონეტარული კონტროლის აქტი. Fed-ის SOMA ჰოლდინგების ნაწილი ინახება თითოეულ 12 რეგიონულ სარეზერვო ბანკში; თუმცა აღსანიშნავია, რომ Fed-ის ღია ბაზრის ყველა ტრანზაქციას ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი ახორციელებს.

პროცესი იწყება შეხვედრის შედეგების SOMA მენეჯერისთვის გადაცემით, რომელიც, თავის მხრივ, მათ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის სავაჭრო მაგიდას აწვდის. ეს უკანასკნელი შემდეგ ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციას ღია ბაზარზე მანამ, სანამ FOMC მანდატი შესრულდება.

Fed-ის ყველა პოლიტიკის ინსტრუმენტების ურთიერთქმედება განსაზღვრავს ფედერალური კაპიტალის განაკვეთს. ის წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც სადეპოზიტო დაწესებულებები — ბანკები, შემნახველი, სასესხო და საკრედიტო კავშირები — უხდიან ერთმანეთს ერთდღიანი სესხებისთვის. ფედერალური კაპიტალის განაკვეთი, თავის მხრივ, პირდაპირ ზემოქმედებს სხვა მოკლევადიან განაკვეთებზე და არაპირდაპირ გავლენას ახდენს გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, სავალუტო კურსზე, კრედიტის მიწოდებაზე, ინვესტიციებზე არსებულ მოთხოვნაზე, დასაქმებასა და ეკონომიკურ წარმოებაზე.

წინა

როგორ შევარჩიოთ მზარდი აქციები?

შემდეგი

Nvidia-სთვის გასული კვირა მიმდინარე წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nvidia-სთვის გასული კვირა მიმდინარე წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო

Nvidia-სთვის გასული კვირა მიმდინარე წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved