Apple-ს (AAPL) მოუწევს 13 მილიარდი ევროს ($14.4 მილიარდი) მოცულობის გადასახადის დაფარვა მას შემდეგ, რაც დღეს ევროკავშირის სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტექნოლოგიური გიგანტისთვის ირლანდიური საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ.
2016 წელს ევროკომისიის, ევროკავშირის აღმასრულებელი განყოფილების, წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Apple-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენებულ პროდუქტებში თავისი ირლანდიური შვილობილი კომპანიების ინტელექტუალური საკუთრება (IP) გამოიყენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაყიდვები, რომლებიც ამ IP-ის იყენებდა ირლანდიური კომპანიების საგადასახადო ბაზაში უნდა შესულიყო.
იმ დროს კომისიამ შეაფასა, რომ Apple-მა მიიღო 13 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათი და ტექნოლოგიურ გიგანტს სავარაუდო ვადაგადაცილებული გადასახადების დაფარვისკენ მოუწოდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2020 წელს გამოტანილი დასკვნით, კომისიას არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ Apple-მა, ირლანდიის საგადასახადო წესებიდან, „შერჩევითი უპირატესობა“ მოიპოვა.
დადგინდა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ საგადასახადო კანონის „მცდარი შეფასება“ გამოიყენა
თუმცა დღეს იუსტიციის სასამართლომ დაადგინა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საგადასახადო კანონმდებლობის „მცდარი შეფასებები“, როდესაც დაასკვნა, რომ კომისიას მეტი მტკიცებულება სჭირდებოდა. გასულ წელს ევროკავშირის სასამართლოს მრჩეველმა განაცხადა, რომ პროცესი უნდა გადადებულიყო გენერალური სასამართლოს შეცდომების გამო.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა Apple-ის მიერ iPhone 16-ისა და სხვა ახალი პროდუქტების წარდგენიდან ერთი დღის შემდეგ.
Bloomberg-თან საუბრისას Apple-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიის მენეჯმენტი სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $217.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $249.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.