ბოლო დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი 21%-ზე მეტით არის შემცირებული (ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის). Bank of America-ს ანალიტიკოსებმა კი განაცხადეს, რომ კომპანიის ახლოვადიანმა წინაღობებმა შეიძლება ინვესტორებისთვის აქციების ყიდვის მიმზიდველი შესაძლებლობა შექმნას.
Nvidia-მ მიმდინარე თვე ვარდნით დაიწყო და ბოლო დღეებში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაზრის მონაწილეებს შორის არსებული მღელვარება Nvidia-ს პერსპექტივებთან დაკავშირებით და სიახლე, რომ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის წარმომადგენლებმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსგან მიიღეს სასამართლოში გამოძახების უწყისი ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში. თუმცა, მოგვიანებით, Nvidia-ს წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
რაც შეეხება Bank of America-ს ანალიტიკოსებს, მათ გაიმეორეს Nvidia-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია და კომპანია სექტორში ტოპ საინვესტიციო შესაძლებლობად დაასახელეს, მიუხედავად ბოლოდროინდელი ვარდნისა. მათი თქმით, Nvidia-ს გააჩნია რამდენიმე მოკლევადიანი წინაღობა, მათ შორის, კვარტალური ზრდის შენელება და Blackwell-ის პოტენციური შეფერხებები, ისევე როგორც ბაზრის სეზონურობა, თუმცა კომპანიის ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული გრძელვადიანი პოტენციალი ხელუხლებელი რჩება.
Bank of America-ს ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ აქციების ბოლოდროინდელმა ვარდნამ შეიძლება შექმნას ყიდვის გაძლიერებული შესაძლებლობა. მათ აღნიშნეს, რომ ძირითადი ფუნდამენტური აღდგენის კატალიზატორი, სავარაუდოდ, იქნება მიწოდების ჯაჭვის მონაცემები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც Blackwell-ის ახალი პროდუქტების მიწოდების მზადყოფნას დაადასტურებს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Nvidia-ს აქციებს?
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი $102.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $151.79-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 49.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.