ორშაბათს, 9 სექტემბერს, Apple (AAPL) „It’s Glowtime“ ღონისძიებას უმასპინძლებს, სადაც ტექნოლოგიური გიგანტი, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებით აღჭურვილ iPhone 16-ს წარადგენს. ალბათ, ინვესტორები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან ახალი iPhone-ის ფასებისა და ტექნიკურ განსხვავებებს წინა მოდელებთან შედარებით და შემდეგი თაობის სატარებელ მოწყობილობებს, როგორებიც არის AirPods და Apple Watch.
Apple Intelligence-ის მახასიათებლები
ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი Siri, სავარაუდოდ, ღონისძიების მთავარი აქცენტი იქნება.
Apple-მა დააანონსა თავისი უახლესი ოპერაციული სისტემა, iOS 18 და Apple Intelligence, ივნისში გამართულ დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე. ამ ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ინტელექტუალური სისტემა, AI-ზე მომუშავე სხვა შესაძლებლობებთან ერთად, Siri-ს დაეხმარება, გაიგოს უფრო ბუნებრივი მეტყველების შაბლონები, მოწყობილობაში არსებული კონტენტიდან გამომდინარე გამოიყენოს პერსონალური კონტექსტი და მიიღოს ტექსტური მოთხოვნები.
iPhone-ის მწარმოებელმა ასევე დააანონსა პარტნიორობა Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ (MSFT) OpenAI-სთან, რისი მიზანიც არის მიმდინარე წლის ბოლოს ChatGTP-ის iOS 18-ში ინტეგრირება. Apple Intelligence, სავარაუდოდ, iOS 18-ის საწყისი გამოშვების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ კომპანიამ შეიძლება ზოგიერთი AI ფუნქციის დემონსტრაცია ორშაბათისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე ჩაატაროს.
შემდეგი თაობის iPhone
სავარაუდოდ, Apple გამოუშვებს შემდეგი თაობის iPhone-ის ოთხ მოდელს — iPhone 16, iPhone 16 Plus, iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max. Bernstein-ის ანალიტიკოსების თქმით, ახალ, განსაკუთრებით Pro მოდელებს ექნება მნიშვნელოვანი განახლებები მოწყობილობის აპარატურაში, მათ შორის არის ბატარეის ხანგრძლივობა და ეკრანები, ისევე, როგორც სხვა ფუნქციები.
Morgan Stanley-ის განაცხადეს, რომ „ბატარეის გაუმჯობესებას შეუძლია ხელი შეუწყოს მომხმარებლების მიერ ძველი მოწყობილობების განახლების ტალღას იმის გათვალისწინებით, რომ ბატარეის ხანგრძლივობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები, ისტორიულად, ძველ iPhone-ს ახალი მოდელით ანაცვლებენ“.
iPhone 16-ის საბაზისო მოდელებს ექნება iPhone 15-ის მსგავსი დიზაინი და ეკრანის ზომები, ხოლო Pro მოდელები, სავარაუდოდ, წინამორბედებთან შედარებით, უფრო დიდი იქნება.
სავარაუდოდ, ახალი iPhone-ები იმუშავებენ A18 ჩიპზე, Apple-ის სილიკონის ჩიპების ახალ თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, Apple Intelligence-ის სამუშაო დატვირთვასთან გასამკლავებლად არის შექმნილი.
ახალი მოწყობილობის კამერა ასევე ყურადღების ცენტრში იქნება — CFRA-ს ანალიტიკოსები 48-მეგაპიქსელიან კამერას მოელიან.
ახალი iPhone-ის ფასები
სავარაუდოდ, iPhone 16-ის მოდელების ფასი იქნება მისი წინამორბედის ღირებულების (დებიუტისას) ტოლი. ანალიტიკოსები მოელიან, რომ iPhone 16-ის საბაზისო მოდელის ფასი $799 დოლარიდან დაიწყება, ხოლო iPhone 16 Max-ის ყველაზე დაბალი მეხსიერების მქონე ვარიანტი შეიძლება დაახლოებით $1,199 ღირდეს. ეს იგივე საფასო დიაპაზონია, რომელიც iPhone 15-ს ჰქონდა გამოსვლისას — გასულ წელს, დაახლოებით ანალოგიურ პერიოდში.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების თქმით, ისინი არ მოელიან, რომ, გასულ წელთან შედარებით, ახალი მოდელის ფასები გაიზრდება. თუმცა ამის შესაძლებლობა მაინც არსებობს და საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ამან შეიძლება ძველი მოწყობილობების განახლების მსურველი მომხმარებლები შეაფერხოს.
შემდეგი თაობის AirPods და Apple საათები
iPhone-ის მწარმოებელმა ასევე შეიძლება წარმოადგინოს ახალი დანამატები თავის სატარებელი მოწყობილობების პორტფელში. ანალიტიკოსები მოელიან AirPod Pro-სა და AirPod Max-ის განახლებულ ვერსიებს USB-C პორტებით.
კომპანია ასევე, სავარაუდოდ, განაახლებს საათების შეთავაზებებს ახალი Apple Watch Series 10-ით, Apple Watch Ultra 3-ით და მესამე თაობის Apple Watch SE-ით. ახალ მოდელებს, სავარაუდოდ, უფრო დიდი და თხელი ეკრანები ექნება.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.