გუშინ ტექნოლოგიურმა გიგანტმა — Alphabet-მა (GOOGL) „Made By Google“ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა Pixel 9-ის ხაზი წარმოადგინეს, აჩვენეს, თუ როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირება Google-ის მოწყობილობებში და ა. შ. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან სიახლეებს გუშინდელი ღონისძიებიდან.
Gemini Live, Google-ის AI ასისტენტი
ღონისძიებაზე Google-მა წარადგინა Gemini Live, თავისი AI ასისტენტი, რომლის მიზანიც მომხმარებლების გენერაციული AI-ით აღჭურვაა.
Gemini Live უკვე გუშინ გახდა ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე Gemini Advanced-ის გამომწერებისთვის Android სმარტფონებზე. სავარაუდოდ, მომავალში მასზე წვდომა Apple-ის (AAPL) iOS-ის მომხმარებლებსაც ექნებათ და ასისტენტს სხვა ენებიც დაემატება.
Google AI კომპანიას დაეხმარება, უკეთ გაუწიოს კონკურენცია Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი (MSFT) OpenAI-ის ChatGPT-ის ხმოვან ფუნქციებს და მომავალი iPhone 16-ის AI-ით აღჭურვილ Siri-ის.
Pixel 9-ის ხაზი
Google-მა ხაზი გაუსვა Pixel 9-ის ტელეფონების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს, მათ შორის კამერის „ზოლს“, ეკრანის ტექნოლოგიას და AI ფუნქციების ინტეგრაციას.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Pixel მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია ახალი Google Tensor G4-ით, მორგებული სილიკონის ჩიპით, არის ორჯერ უფრო გამძლე, ვიდრე წინა თაობა და მომხმარებლებს Google AI-ის საუკეთესო თვისებებს სთავაზობს.
Pixel 9 გამოდის ოთხი განსხვავებული ვარიაციით, Pixel 9, Pixel 9 Pro, Pixel 9 Pro XL და Pixel 9 Pro Fold. Google-ის თქმით, დასაკეცი Pixel 9 Pro Fold გვთავაზობს იმავე ფუნქციებს, რასაც სხვა Pixel 9 Pro მოდელები და ის უფრო თხელია, ვიდრე წინა ვერსიები.
Google Pixel Watch 3
კომპანიამ ასევე დააანონსა Google Pixel Watch 3, რომელიც აერთიანებს Google-ის, Pixel-ისა და Fitbit-ის ფუნქციებს და მისი ორი სხვადასხვა ზომის ვარიანტია ხელმისაწვდომი.
„შემდეგი თაობის Pixel საათს აქვს პულსის დაკარგვის გამოვლენის უნარი, რამაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს“ — განაცხადეს Google-ში. ამ ფუნქციის საშუალებით საათი ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას, თუ ის პულსის დაკარგვას დააფიქსირებს.
უფრო მსუბუქი და პატარა Pixel Buds Pro 2
Google-მა ასევე დააანონსა Pixel Buds Pro 2, რომელიც აღჭურვილია ახალი მორგებული Tensor A1 ჩიპებით. Google-ის წარმომადგენლების თქმით, ახალი Bluetooth ყურსასმენები უფრო მსუბუქი და პატარაა ვიდრე Pixel Buds Pro — ის შექმნილია Google-ის მოწყობილობებთან დასაკავშირებლად და AI შესაძლებლობებთან ინტეგრირებისთვის.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $160.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.