მომხმარებელთა აუდიტორიის გაზომვის კომპანიის — Comscore-ის მონაცემების მიხედვით, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში Deadpool & Wolverine-მა აშშ-ის მასშტაბით Disney-ის $205 მილიონი მოუტანა. წელს ეს შიდა ბაზარზე საუკეთესო დებიუტია, რაც დიდი ბონუსია Disney-ისთვის Inside Out 2-ის წარმატების შემდეგ.
Disney-ის წარმომადგენლების თქმით, მსოფლიო მასშტაბით Marvel Studios-ის Deadpool & Wolverine-მა დაახლოებით $438.3 მილიონი გამოიმუშავა, რაც R რეიტინგის მქონე ფილმისთვის ყველაზე შემოსავლიანი გლობალური დებიუტია. ამ რეკორდით ფილმმა 2016 წლის Deadpool-ის დებიუტს გადააჭარბა.
ცოტა ხნის წინ კი Disney-ის საკუთრებაში არსებული Pixar Animation Studios-ის Inside Out 2-მა მსოფლიოს მასშტაბით $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და 2023 წლის Barbie-ის შემდეგ გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია.
AMC Entertainment
გუშინ ამერიკული კინოთეატრების ქსელის — AMC Entertainment-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიას, Deadpool & Wolverine-ის დებიუტის წყალობით, წლის საუკეთესო შაბათ-კვირა შემოსავლებისა და დასწრების თვალსაზრისით ჰქონდა.
AMC Entertainment-ში აცხადებენ, რომ ხუთშაბათიდან პარასკევამდე კომპანიის კინოთეატრებში 6 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო ახალ ფილმს. ასეთი ტრაფიკი ასევე დაეხმარა AMC-ს, 2019 წლის შემდეგ ყველაზე შემოსავლიანი შაბათ-კვირა დაეფიქსირებინა საკვებისა და სასმელების გაყიდვების კუთხით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Disney-ისა და AMC Entertainment-ის აქციებს?
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $93.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $128.04-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 21-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMC Entertainment-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $5.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $4.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $8.00-ს, ხოლო მინიმალური — $3.20-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMC Entertainment-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.