მართალია, ევროკავშირმა (EU) დაადგინა, რომ Microsoft-ისა და OpenAI-ის ურთიერთობა არ განიხილება შერწყმად, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება.
პარასკევს ევროკომისიამ განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების AI პარტნიორობას და მათ გავლენას კონკურენტულ გარემოზე. დასახელებულ კომპანიებს შორის იყვნენ Microsoft და OpenAI, ასევე Google-ის მშობელი Alphabet და Samsung.
ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას Microsoft-სა და OpenAI-ს შორის ექსკლუზიური ქლაუდ შეთანხმების შესახებ
ევროკავშირმა მოითხოვა ინფორმაცია Microsoft-სა და OpenAI-ს შორის არსებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიებს შორის ექსკლუზიურ თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული. Microsoft Azure არის ექსკლუზიური ქლაუდ პროვაიდერი OpenAI-სთვის. ეს კომპანიების მრავალწლიანი, მრავალმილიარდ დოლარიანი შეთანხმების ნაწილია.
ევროკავშირის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელმა — მარგრეტე ვესტაგერმა პარასკევს დაადასტურა, რომ ევროკომისიის დასკვნის თანახმად, Microsoft-სა და OpenAI-ს შორის არსებული ურთიერთობა არ განიხილება შერწყმად ევროკომისიის რეგულაციის მიხედვით. მისი თქმით, მარეგულირებლებმა ეს თავი ჩახურეს, თუმცა ამით ამბავი არ დასრულებულა.
მარგრეტე ვესტაგერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს ურთიერთობების მონიტორინგს ამ სწრაფად განვითარებად სექტორში ყველა მთავარ მოთამაშეს შორის, Microsoft-ისა და OpenAI-ის ჩათვლით.
Google-ისა და Samsung-ის შეთანხმება დაკვირვების ქვეშაა
ვესტაგერმა თქვა, რომ ევროკავშირს სხვა წინასწარ ანტიმონოპოლიურ გამოძიებებსაც აწარმოებს, რომლებიც ეხება Microsoft-ს, OpenAI-ის, Google-სა და Samsung-ს.
მან განმარტა, რომ Google-ის ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი ტექნოლოგია ინტეგრირებულია Samsung-ის მოწყობილობებში. ეს არის კომპანიებს შორის არსებული შეთანხმების ნაწილი, რომელმაც შეიძლება AI მოდელების დეველოპერებს შორის კონკურენცია შეზღუდოს ბაზარზე, სადაც ტექნოლოგიური გიგანტები დომინირებენ.
შეიძლება რეგულაციებმა AI-ით გამოწვეული ზრდა შეანელოს?
მარგრეტე ვესტაგერმა აღნიშნა, რომ AI პარტნიორობებთან დაკავშირებით გამოძიებები არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.
გამოძიებებმა გააჩინა გარკვეული ეჭვები, რომ, შესაძლოა, მარეგულირებლებმა Microsoft-სა და OpenAI-ის კავშირების შესუსტება აიძულონ.
ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც გავლენას იქონიებს Microsoft-სა და OpenAI-ზე, სავარაუდოდ, იმოქმედებს სხვა AI პარტნიორობებზეც, რომლებიც მოიცავს მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მაგალითად, Google-სა და Amazon-ს. ამან კი შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს AI-ით გამოწვეულ ზრდაზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ხარჯებს ზრდიან.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.