ტექნოლოგიების განვითარებამდე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ფიზიკური სახით მიმდინარეობდა, რაც არც ისე კომფორტული პროცესი იყო. დღევანდელი რეალობა კი საშუალებას გვაძლევს, სასურველი კომპანიის აქციონერი სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის რამდენიმე დაჭერით გავხდეთ. ამასთან, დაინგრა მითი, რომ ინვესტირება მხოლოდ გარკვეულ პრივილეგირებულ წრეებთან დაკავშირებული საქმიანობაა — დღეს ეს ისეთი ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს.
Spotlight Tech 2024-ის ორდღიანი ღონისძიების პირველ დღეს, 1 ივნისს, გალტ & თაგარტის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მაზანაშვილი სალექციო სივრცეში „Skills Stage“ ისაუბრებს თემაზე — „როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად?“. სპიკერი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:
- რატომ არის ინვესტირება სარგებლის მომტანი?
- რამდენად მარტივია ამჟამად საქართველოში საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყება?
- როგორ უნდა გავხდეთ ცნობილი ტექნოლოგიური, თუ სხვა ტიპის კომპანიების (მაგ. Tesla, Google, Microsoft) აქციონერი?
- რომელ საინვესტიციო პროდუქტებში შეგვიძლია თანხის დაბანდება?
სტუმრები მიიღებენ საბაზისო ცოდნას, რომელიც მათ ინვესტირების დაწყებაში დაეხმარება, ამასთან გაიგებენ მიმდინარე წლის საბაზრო ტენდენციებისა და ბირჟაზე არსებული მოლოდინების შესახებ.
Spotlight Tech 2024-ის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.