• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

McDonald’s, Burger King და სხვა კომპანიები მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობენ

ივნისი 12, 2024
in სიახლეები
McDonald’s, Burger King და სხვა კომპანიები მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობენ
გაზიარება

სწრაფი კვების ინდუსტრიაში საფასო ომი მიმდინარეობს — აშშ-ში McDonald’s-მა და Burger King-მა ახლახან დააანონსეს $5-ის ღირებულების მენიუები და შეუერთდნენ იმ კომპანიათა რიცხვს, რომლებიც ინფლაციისგან დაღლილი მომხმარებლების მოზიდვას ცდილობენ.

მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანიის შემთხვევაში საქმე გვაქვს დროებით აქციასთან. McDonald’s $5-იან მენიუს 25 ივნისიდან დანერგავს, ხოლო Burger King ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას უფრო ადრე აპირებს.

გარდა ამისა, გასული კვირის დასაწყისში Wendy’s-მა დააანონსა თავისი $3-იანი საუზმე, თუმცა მისი დანერგვის თარიღი ცნობილი არ არის.

McDonald’s–ის შემთხვევა

მიმდინარე წლის დასაწყისში მაკდონალდსის ფინანსურმა დირექტორმა — იან ბორდენმა თქვა, რომ ინფლაცია კომპანიის გაყიდვებზე ნეგატიურად ზემოქმედებდა. McDonald’s-ის გლობალურ ოპერაციებზე ასევე გავლენა იქონია ბოიკოტმა და კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში McDonald’s-ის წინააღმდეგ ბოიკოტი გამოიწვია იმან, რომ ისრაელში კომპანიის ფრენჩაიზმა ქვეყნის ჯარისკაცებზე საკვების ფასდაკლებებით ან უფასოდ გაცემა დაიწყო საომარი მოქმედებების შემდეგ. ამან ფართო რეგიონში რამდენიმე სხვა ფრენჩაიზის წარმომადგენლებს უბიძგა, გამოექვეყნებინათ განცხადებები ამ ქმედებისგან დისტანცირების შესახებ.

იანვრის დასაწყისში, McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კრის კემპჩინსკიმ, LinkedIn-ში გამოქვეყნებულ წერილში, ახლო აღმოსავლეთში კომპანიის ბიზნესის დაზარალება დეზინფორმაციას მიაწერა, ხოლო ბოიკოტს სამარცხვინო და დაუსაბუთებელი უწოდა.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტებისგან ყველაზე გამოხატული გავლენა ახლო აღმოსავლეთში აღინიშნება, ნეგატიური ზემოქმედება ფიქსირდება სხვა მუსლიმანურ ქვეყნებშიც, როგორებიც არის მალაიზია და ინდონეზია. მან დასძინა: „სანამ ომი გრძელდება, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ მოველით“.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპერატორები მთლიანობაში მაკდონალდს არ წარმოადგენს, ზოგიერთი მომხმარებლისთვის მათ შორის განსხვავება არ არსებობს.

სხვა კომპანიები

მომხმარებლებს ფასდაკლებებს სხვა ტიპის კომპანიების სთავაზობენ. გასულ კვირაში Target-ის მენეჯმენტმა კონკურენტული უპირატესობის გაუმჯობესების მეთოდი დააანონსა — ზაფხულის განმავლობაში დაახლოებით 5,000 ყველაზე გაყიდვად საქონელზე ფასების შემცირება.

Walmart-ის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ბევრი მომხმარებელი კვლავ განაგრძობს ხარჯების შემცირებას, ინარჩუნებს ფოკუსირებას ძირითად შესყიდვებზე და თავს არიდებს დისკრეციულ ხარჯებს. Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დაგ მაკმილონმა განაცხადა, რომ, ისტორიულად, კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდებას და გეგმავს განაგრძოს „ფასებით ხელმძღვანელობა“, რადგან საზოგადოებამ ბევრი საცალო მოვაჭრე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათი ფასები ზედმეტად მაღალი იყო.

ფასებს ყველა კომპანია არ ამცირებს

ზოგიერთი სწრაფი კვების რესტორანი, როგორებიც არის, მაგალითად, Chipotle და Sweetgreen, აშკარად ეწინააღმდეგება ფასების შემცირების ტენდენციას. ბოლო კვარტალური ანგარიშების წარდგენისას მათმა აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ კომპანიების გაყიდვებს მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები მართავენ. შესაბამისად, ეს კომპანიები არ არიან იძულებულნი, ფასები შეამცირონ.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად? — Spotlight Tech 2024

შემდეგი

„ან მოიგებ, ან ისწავლი“— რაში გვეხმარება ამ სიტყვების გააზრება?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
„ან მოიგებ, ან ისწავლი“— რაში გვეხმარება ამ სიტყვების გააზრება?

„ან მოიგებ, ან ისწავლი“— რაში გვეხმარება ამ სიტყვების გააზრება?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved