გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Workday-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში ქლაუდზე დაფუძნებული პროფესიული სერვისების კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის დაკლებული.
სამთვიანი პერიოდისთვის, რომელიც 30 აპრილს დასრულდა, Workday-ის შემოსავალმა $1.99 მილიარდს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.97 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.74 შეადგინა, რაც ასევე აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.58-ს.
მიმდინარე კვარტლისთვის, რომელიც 31 ივლისს მთავრდება, Workday-ის მენეჯმენტი მოელის, რომ გამოწერის სერვისიდან მიღებული შემოსავალი $1.895 მილიარდს შეადგენს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.903 მილიარდს. ფისკალური 2025 წლისთვის კი Workday-ში ამ მაჩვენებლის პროგნოზი $7.725-$7.775 მილიარდიდან $7.7-$7.725 მილიარდამდე შეამცირეს.
„გამოწერის სერვისის შემოსავლების შესახებ ჩვენი განახლებული ინსტრუქციები ასახავს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლის ყურადღებით შესწავლას და მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებულ ზრდას, რაც გასულ კვარტალში დაფიქსირდა“ — განაცხადა Workday-ის ფინანსურმა დირექტორმა, ზეინ როუმ.
თუმცა Workday-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ კომპანიის მომატებული ეფექტიანობა დაეხმარა მას წლიური კორექტირებული საოპერაციო მარჟის გაზრდაში ნახევარი პროცენტული პუნქტით, 25%-მდე.
გარდა ამისა, გუშინ საღამოს Workday-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ (DIA) კომპანია თავისი ადამიანური რესურსების ძალისხმევის მოდერნიზაციისთვის შეარჩია, რაც Workday-ის საჯარო სექტორში თავისი წილის გაფართოებაში დაეხმარა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Workday-ის აქციებს?
Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $261.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $317.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $352.00-ს, ხოლო მინიმალური — $280.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Workday-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.