• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 15 მაისს საფონდო ბირჟაზე?

მაისი 16, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 15 მაისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის GameStop, AMC Entertainment, Monday.com, Sea Limited, Cisco Systems და Shift4 Payments.

GameStop & AMC

გუშინ, GameStop-ის და AMC Entertainment-ის აქციების ფასები, შესაბამისად, დაახლოებით 19%-ით და 20%-ით შემცირდა, რადგან ორდღიანმა მკვეთრი ზრდის ტენდენციამ, რამაც გამოიწვია სპეკულაციები ამ აქციების აღორძინების შესახებ, საბოლოოდ მარცხი განიცადა.

ამ კომპანიების აქციების ფასებმა ზრდა კვირის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ტრეიდერმა კიტ გილმა, რომელიც ონლაინ სივრცეში ცნობილია, როგორც „Roaring Kitty” კვირას სოციალურ მედიაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირველად დაპოსტა. კიტი 2020-2021 წლებში „Meme აქციების“ ბუმის მთავარი ფიგურა იყო და მისმა პოსტებმა საზოგადოებას აფიქრებინა, რომ კიტი ასპარეზს უბრუნდებოდა.

„Meme აქცია“ ეწოდება იმ აქციას, რომელიც საცალო ინვესტორებში პოპულარობას სოციალური მედიის საშუალებით იძენს.

გლობალურ დამოუკიდებელ კვლევით კომპანიაში — Vanda Securities-ში განაცხადეს, რომ AMC და GameStop იყო ტოპ 10 ფასიან ქაღალდებს შორის, რომლებიც საცალო ინვესტორებმა სამშაბათს შეიძინეს. კაპიტალის დღიურმა შემოდინებამ ამ კომპანიებში, შესაბამისად, $51 მილიონი და $16 მილიონი შეადგინა.

GameStop

AMC-ის აქციების ფასზე გუშინ იმოქმედა კინოთეატრების ქსელის მენეჯმენტის განცხადებამ ვალის კაპიტალში გადაცვლის შესახებ. კომპანიამ A კლასის 23.3 მილიონი ჩვეულებრივი აქცია გაცვალა $163.9 მილიონის ღირებულების ობლიგაციებში, რომელთა სიმწიფის ვადაც 2026 წელს დადგება.

მიუხედავად გუშინდელი ვარდნისა, კვირის დასაწყისიდან AMC-ისა და GameStop-ის აქციების ფასები, შესაბამისად, 85%-ზე მეტით და დაახლოებით 128%-ით არის გაუმჯობესებული.

Monday.com

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Monday.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის გაუმჯობესებული.

2024 წლის პირველ კვარტალში, Monday.com-ის შემოსავალი წლიურად 34%-ით — $217 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $210.6 მილიონს.

არსებული მომხმარებლებისგან მეტი შემოსავლის მიღების წყალობით, Monday.com-ის თავისუფალი ფულადი ნაკადებიც (FCF) იზრდება — პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა $90 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში FCF-მა $39 მილიონი შეადგინა.

Monday.com-ის კვარტალურმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.61-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.4-ს.

Monday.com

რაც შეეხება მომავალს, პირველი კვარტლის ძლიერმა წარმადობამ მენეჯმენტს უბიძგა, გაეზარდა მთელი წლის პროგნოზები. Monday.com-ში ახლა მოელიან, რომ წლის განმავლობაში შემოსავალი $942 მილიონს მიაღწევს, რაც აჭარბებს წინა პროგნოზს — $932 მილიონს. მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადები $240 მილიონს შეადგენს.

Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $221.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $263.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $220.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monday.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Sea Limited

სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Sea Limited-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 78%-ით არის გაუმჯობესებული.

Sea Limited ვიდეო თამაშების ბიზნესს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას და ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექ) სერვისებს ოპერირებს.

ტექნოლოგიურმა კომპანიამ კვარტალური შემოსავლისა და ჯავშნების ორნიშნა პროცენტულ წლიურ ზრდას მიაღწია. Sea Limited-მა კვლავ ზარალი განიცადა, თუმცა პირველ კვარტალში წმინდა ზარალმა $23 მილიონი შეადგინა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინებს მიუახლოვდა.

მაჩვენებელი 2024 წლის I კვ. 2023 წლის I კვ. წლიური ცვლილება
მთლიანი შემოსავალი $3.73 მილიარდი $3.04 მილიარდი 23%
წმინდა მოგება (ზარალი) ($23 მილიონი) $87.3 მილიონი –
ელექტრონული კომერციის GMV $23.6 მილიარდი $17.4 მილიარდი 36.3%
ელექტრონული კომერციის შემოსავალი $2.7 მილიარდი $2.1 მილიარდი 33%
ციფრული ფინანსური სერვისების შემოსავალი $499 მილიონი $413 მილიონი 21%
ციფრული გასართობი სეგმენტის ჯავშნები $512.1 მილიონი $462.3 მილიონი 11%

ცოტა ხნის წინ, Sea-მ შეცვალა ფოკუსი, რათა გააძლიეროს თავისი ეკოსისტემა, სადაც თითოეული სეგმენტი დანარჩენებს ავსებს. მენეჯმენტი ხაზს უსვამს სინერგიული ზრდის მნიშვნელობას ელექტრონულ კომერციაში, ციფრულ ფინანსურ სერვისებსა და თამაშების სეგმენტში, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებლის ჩართულობას და პლატფორმის ეფექტიანობას.

პირველ კვარტალში Shopee-მ, კომპანიის ელექტრონული კომერციის ფილიალმა, მნიშვნელოვნად გადააჭარბა GMV-ის (მთლიანი საქონლის ღირებულება) ზრდის მოლოდინს, რაც განპირობებულია ეფექტიანი ლოჯისტიკითა და ბაზარზე უკეთესი შეღწევადობით. მთლიანი შეკვეთები 56.8%-ით — $2.6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო GMV-მ 36%-ით მოიმატა და $23.6 მილიარდი შეადგინა. Shopee-ის კორექტირებულმა EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) ზარალმა $21.7 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ EBITDA-ს — $207.7 მილიონს.  ეს ასახავს ზეწოლას მოკლევადიან მომგებიანობაზე გაფართოების მცდელობების ფონზე.

Sea Limited

Sea Limited-ის ციფრულმა ფინანსურმა სერვისებმა (SeaMoney) ასევე შეინარჩუნა ორნიშნა პროცენტული ზრდის ტრაექტორია. ამ მიმართულებამ ისარგებლა რისკის გონივრული მენეჯმენტით და სერვისის გაფართოებით. SeaMoney-ის შემოსავალი წლიურად 21%-ით — $499.4 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა EBITDA-მ 50.3%-ით მოიმატა და $148.7 მილიონს მიაღწია.

ციფრული გეიმინგ ბიზნესი — Garena ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დასუსტდა, მაგრამ პირველ კვარტალში მან ჯავშნები წლიურად 11%-ით გაზარდა. Garena-ს მობილურმა თამაშმა — Free Fire — მსოფლიოში ყველაზე მეტად ჩამოტვირთული თამაშის ტიტული დაიბრუნა.Garena კომპანიისთვის რჩება ყველაზე მომგებიან ბიზნეს სეგმენტად — მისმა EBITDA-მ $292 მილიონს მიაღწია.

რაც შეეხება მომავალს, Sea Limited-ის მენეჯმენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ კომპანია მთელი წლის განმავლობაში მომგებიანობის მიღწევას შეძლებს.

Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $69.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $77.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $96.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Cisco Systems

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Cisco Systems-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. After-hours”1 ვაჭრობაში კი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის დაკლებული.

ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Cisco-ს შემოსავალი წლიურად 13%-ით — $12.7 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.48 მილიარდს. წმინდა მოგებამ კი $1.88 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე $0.46 შეადგინა, რაც ჩამორჩა როგორც უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.59-ს, ისე გასული წლის იმავე კვარტლის შედეგს — $0.78-ს. თუმცა კორექტირებულმა EPS-მა $0.88-ს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს — $0.83-ს.

Cisco Systems

„ჩვენ ძლიერი კვარტალური შედეგები დავაფიქსირეთ. უნიკალური უნარი, გააერთიანოს ქსელები, უსაფრთხოება, დაკვირვება და მონაცემები Cisco-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს შესთავაზოს შეუდარებელი ციფრული გამძლეობა AI ეპოქაში“ — განაცხადა Cisco Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩაკ რობინსმა.

მაჩვენებელი 2024 წლის III კვ. ანალიტიკოსების პროგნოზები 2023 წლის III კვ.
შემოსავალი  $12.7 მილიარდი  $12.54 მილიარდი $14.57 მილიარდი
განზავებული EPS $0.46  $0.59 $0.78
წმინდა მოგება  $1.88 მილიარდი  $2.4 მილიარდი $3.21 მილიარდი

Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $50.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $48.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cisco Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Shift4 Payments

გუშინ ფინტექ კომპანიის — Shift4 Payments-ის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა, რაც მოულოდნელია, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას რაიმე სიახლე არ ჰქონდა დაგეგმილი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აღმასრულებელი დირექტორი — ჯარედ ისააკმენი გადახდების დამუშავების კომპანიის აქციების ყიდვით იყო დაკავებული და ამან ინვესტორები ოპტიმისტურად განაწყო.

წლის დასაწყისიდან Shift4 Payments-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით არის შემცირებული.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ჯარედმა გუშინ Shift4-ის თითქმის 86,000 აქცია შეიძინა. ეს ტრანზაქცია განსაკუთრებულია, რადგან აღმასრულებელმა დირექტორმა გამოიყენა საკუთარი ფული აქციების საბაზრო ფასად შესაძენად — ადგილი არ ჰქონია არანაირ სპეციალურ გარიგებას ან კომპენსაციას.

Shift4 Payments

ბოლო სამი წლის განმავლობაში Shift4-ის აქციების წარმადობა S&P 500-ს ჩამოუვარდებოდა, რამაც პირადად ჯარედის იმედგაცრუება გამოიწვია. მაგრამ ის აშკარად პოზიტიურად აფასებს თავისი კომპანიის პერსპექტივებს, იმის გათვალისწინებით, რომ აქციების შესაძენად საკუთარ ფულს ხარჯავს.

Shift4 Payments-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $72.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $87.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $104.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shift4 Payments-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

ენერგიის სწორად გადანაწილების მნიშვნელობა ყოველდღიურ საქმიანობაში

შემდეგი

აშშ-ის ძირითადმა საბაზრო ინდექსებმა ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
აშშ-ის ძირითადმა საბაზრო ინდექსებმა ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია

აშშ-ის ძირითადმა საბაზრო ინდექსებმა ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved