Meta Platforms-ის მთავარი სოციალური ქსელის — Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფუნქცია მისი შეტყობინებების სერვისია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის აქციების ფასი დაეცა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ Messenger, როგორც დამოუკიდებელი აპლიკაცია, ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომი აღარ იქნება. შედეგად, პარასკევს Meta-ს აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ით არის გაუმჯობესებული.
ჩინეთში App Store-დან Facebook Messenger ამოიღეს
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-ის App Store-დან ამოღებულ იქნა პოპულარული შეტყობინებების აპლიკაციების ნაწილი. მათ შორის იყო Facebook-ის Messenger, Telegram და Signal. iPhone-ის მწარმოებლის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს გაკეთდა ჩინეთის მთავრობის მოთხოვნით, მიზეზი კი საკმაოდ ბუნდოვანი, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოება იყო.
Apple-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იმ ქვეყნების კანონები, რომლებშიც ვოპერირებთ, მაშინაც კი, როდესაც მათ არ ვეთანხმებით“.
Facebook-ის Messenger, Telegram და Signal მიუწვდომელია ჩინეთის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. თუმცა ბუნებრივია, რომ ქვეყანაში ხალხი ეძებს გზებს ასეთი წესების გვერდის ასავლელად, რადგან ჩინეთშიც, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, შეტყობინებების აპლიკაციები პოპულარობით სარგებლობს. ქვეყნის ხელისუფლება ისტორიულად ეჭვის თვალით უყურებდა ამ აპლიკაციებს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პლატფორმები ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი ან თუნდაც საფრთხის შემცველი მასალების გამტარია.
გზა ყოველთვის არსებობს
Messenger-ის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს ჩინელი მოსახლეობისთვის Facebook-ზე წვდომის შეზღუდვას. მომხმარებლები აზიის ქვეყანაში იპოვიან გზას სოციალურ მედიასთან დასაკავშირებლად და თუ მათ Facebook ანგარიშები აქვთ, ალბათ, გააგრძელებენ მათ გამოყენებას გარკვეული ფორმით — Messenger-ის გარეშეც კი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $490.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $547.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $610.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.