• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი განათლება რჩევები

4 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ინვესტირებაშიც გამოგადგებათ

ოქტომბერი 21, 2024
in რჩევები
4 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ინვესტირებაშიც გამოგადგებათ
გაზიარება

კარგი საინვესტიციო გამოცდილება უფრო მეტია, ვიდრე ფულადი სარგებლის მიღება. ინვესტირება უკეთესად, უფრო სრულფასოვნად ცხოვრებაში უნდა დაგვეხმაროს. ცხოვრებისეული და საინვესტიციო ფილოსოფიების ინტეგრირებამ შეიძლება საშუალება მოგვცეს, ფული აღვიქვათ არა როგორც მიზანი, არამედ ინსტრუმენტი, რომელიც გეგმების განხორციელებაში გვეხმარება. დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ 4 პრინციპს, რომლებიც დაგვეხმარება როგორც ცხოვრებაში, ისე საინვესტიციო მოგზაურობაში.

გაურკვევლობა შესაძლებლობას ქმნის

გაურკვევლობა შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ მის გარეშე შესაძლებლობებიც არ იარსებებდა. როდესაც ახალ ქალაქში გადასვლას ან კარიერული გზის შეცვლას გადავწყვეტთ, ზუსტად არ ვიცით რა მოხდება. თუმცა ეს გამოცდილება გვეხმარება გავიზარდოთ და ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ.

როდესაც ინვესტიციას ვახორციელებთ, ანაზღაურება წარმოადგენს კომპენსაციას გაურკვევლობისთვის. რისკის გარეშე, ჯილდოს ვერ მივიღებთ. მაგრამ ასევე არსებობს რისკი, რომ ინვესტიცია საერთოდ არ ჩავდოთ — თუ ჩვენი ფული დროთა განმავლობაში არ გაიზრდება, ის მსყიდველუნარიანობას დაკარგავს.

ეს მიდგომა გვეხმარება, გაურკვეველ დროში ყურადღება ხელსაყრელ შესაძლებლობებზე გავამახვილოთ.

დაგეგმეთ, ნუ იწინასწარმეტყველებთ

არცერთ ჩვენგანს არ აქვს ბროლის ბურთი, ამიტომ გაურკვეველი მომავლის სამართავად სტრატეგიებს ვადგენთ. ინვესტირებაში, ცხოვრების მსგავსად, ვაყალიბებთ გეგმებს, რომლებიც შესაძლო შედეგების ფართო სპექტრს ითვალისწინებს. ამგვარად, გაურკვეველი მომავალი, პარალიზების ნაცვლად, გვაძლიერებს.

აქციების წარმადობას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ამიტომ უმჯობესია შევქმნათ გეგმა იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს, ნაცვლად იმისა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, თუ რა მოხდება. კარგი ამბავი ის არის, რომ აქციების სათითაოდ ამორჩევა სულაც არ გვჭირდება. ამის ნაცვლად, ინვესტორს შეუძლია, ფოკუსირდეს საინდექსო ფონდებში ინვესტირებაზე, რაც მას მყისიერი დივერსიფიკაციით უზრუნველყოფს. ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი ინვესტორებს ურჩევს, ინვესტიციები ჩადონ საინდექსო ფონდებში, რომლებიც იმეორებს S&P 500 ინდექსის წარმადობას. მას თავადაც აქვს ფული დაბანდებული ორ ასეთ ფონდში — SPDR S&P 500 ETF Trust და Vanguard S&P 500 ETF.

გამოიყენეთ რთული პროცენტის ეფექტი

ჩვენ მიერ მიღებული მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებებმაც კი შეიძლება დროთა განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიოს. მიუხედავად იმისა, მარათონზე სირბილში ვარჯიშობთ, თუ უცხო ენას სწავლობთ, სწორი მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი თქვენს მიზანთან გაახლოებთ.

იგივე ეხება ინვესტიციებს. ყოველწლიურად თქვენი ინვესტიციის 10%-იანი ანაზღაურება თქვენს ფულს ყოველ შვიდ წელიწადში გააორმაგებს. გრძელვადიან პერსპექტივაში S&P 500-ის საშუალო წლიური ანაზღაურება სწორედ დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ინვესტირების ადრეულ ეტაპზე დაწყება შეიძლება ინვესტორს დაეხმაროს იმ ფაქტის კომპენსირებაში, რომ მას თავიდანვე საფონდო ბირჟაზე დასაბანდებლად დიდი ფული არ აქვს.

აკონტროლეთ ის, რისი კონტროლიც შეგიძლიათ

ცხოვრებაში ბევრი რამ ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, თუმცა შეგვიძლია, პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ ცხოვრების არასასიამოვნო სიურპრიზებზე და როგორ ვემზადებით მათთან გასამკლავებლად.

ინვესტირებაში კი ბაზრის აღმავლობასა და ვარდნას ვერ გააკონტროლებთ. თუმცა შეგიძლიათ აკონტროლოთ, თუ რამდენს ზოგავთ, რა რისკებზე მიდიხართ, რამდენად ატარებთ სათანადო კვლევებს და ა. შ.

მომავალი გაურკვეველია, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილებების ხარისხი ასეთი არ უნდა იყოს. როდესაც ინფორმირებულ არჩევანს აკეთებთ, კმაყოფილებას გგვრით იმის გააზრება, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც თქვენს კონტროლს ექვემდებარებოდა. ეს სიმშვიდით უზრუნველგყოფთ მაშინაც კი, თუ ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც თქვენ გინდოდათ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

როგორ უნდა გამოვიყენოთ ბაზრის ვარდნა: 3 რჩევა საზრიანი ინვესტორებისთვის

შემდეგი

ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ჩარლი მანგერისგან

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს
რჩევები

ბიზნესის სამყაროში ყველაზე წარმატებული არის ის, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან
რჩევები

ღირებული საინვესტიციო რჩევები რეი დალიოსგან

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად
რჩევები

უორენ ბაფეტის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად

by Giorgi
ნოემბერი 7, 2024
საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“
რჩევები

საინვესტიციო გაკვეთილები ფილმიდან „უოლ სტრიტის მგელი“

by Giorgi
ოქტომბერი 31, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved