• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ უნდა გამოვიყენოთ ბაზრის ვარდნა: 3 რჩევა საზრიანი ინვესტორებისთვის

ივნისი 21, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ უნდა გამოვიყენოთ ბაზრის ვარდნა: 3 რჩევა საზრიანი ინვესტორებისთვის
გაზიარება

ბოლო დროს საფონდო ბირჟამ ვარდნა განიცადა. S&P 500 ოფიციალურად შევიდა bear market-ის ტერიტორიაზე, როდესაც პიკიდან 20%-ზე მეტით დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარდნა და bear market, შესაძლოა, საუკეთესო ინვესტორებისთვისაც კი დამაშინებელი იყოს, ეს მოვლენები, ასევე, შესყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. აქციების ფასები ახლა საგრძნობლად დაბალია, ვიდრე თვეების წინ და ასეთ დროს ინვესტიციების ჩადება მომავალში დიდი სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ.

თუმცა, სწორი სტრატეგიის შერჩევა საკვანძო საკითხია. აი, როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ფული ბაზრის ვარდნის დროს.

Investor
  1. მოერიდეთ ადვილად პროგნოზირებად რეაქციებს

როდესაც აქციების ფასები მცირდება, შეიძლება, მაცდური იყოს პირველ რიგში მათი ყიდვა და შეკითხვების შემდეგ დასმა. ბაზრის ვარდნა ხანდახან ჰგავს შავ პარასკევს, როდესაც ფასები შეზღუდული დროით იკლებს და საჭიროა, რომ ყიდვა მოასწროთ.

თუმცა, იმაში დასარწმუნებლად, რომ საუკეთესო შეთავაზებას იღებთ, გამონახეთ დრო თქვენს გადაწყვეტილებაზე კარგად დასაფიქრებლად. შეგიძლიათ ახლა ინვესტირებას გასწვდეთ? გაგაჩნიათ ჯანსაღი საგანგებო ფონდი? საფუძვლიანად გამოიკვლიეთ ეს აქცია?

ბაზრის ვარდნა, შესაძლოა, ყიდვის ფანტასტიკური შესაძლებლობა იყოს, მაგრამ, იმავდროულად, ეს პერიოდი ინვესტიციების გაყიდვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. თუ აქციებს დაუფიქრებლად შეიძენთ, სავარაუდოდ, მათი გაყიდვა მალევე მოგიწევთ, რაც ფულს დაგაკარგვინებთ.

  1. იქონიეთ გრძელვადიანი მიდგომა

არავინ იცის, თუ ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდება ეს bear ბაზარი. ზოგიერთი ვარდნა, როგორიც იყო, მაგალითად, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრახი, მალევე გამოსწორდება და აქციების ფასები თითქმის მაშინვე აღდგება. თუმცა, სხვა შემთხვევებში, მდგომარეობის აღდგენას, შესაძლოა, თვეები ან წლებიც კი დასჭირდეს.

ჭკვიანურია, რომ, ყოველი შემთხვევისთვის, ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად იყოთ. თუ აქციების ფასები თვეები ან წლების განმავლობაშიც არ აღდგა, ფასების კლების პირობებშიც კი მზად უნდა იყოთ თქვენი ინვესტიციების შესანარჩუნებლად.

შესაძლოა, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირების მომსწრე გახდეთ, მაგრამ ფოკუსირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე და ბაზრის ყოველდღიურ მოძრაობებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

  1. ყიდვამდე კვლევა ჩაატარეთ

გაითვალისწინეთ, რომ ასეთ პერიოდებში გადარჩენის უნარი ყველა კომპანიას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიცია ძლიერ, გრძელვადიანი პოტენციალის მქონე კომპანიაში ჩადოთ.

ყველაზე ძლიერი აქციები გააჩნია კომპანიებს, რომლებსაც ჯანსაღი ბიზნესის საფუძვლები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ფინანსები მყარია, მას მართავს კომპეტენტური გუნდი, რომელსაც არასტაბილურობის პერიოდში სწორად მოქმედება შეუძლია და კომპანიას კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. რაც უფრო ჯანსაღი იქნება ბიზნესი, მით უფრო სავარაუდოა, რომ იგი ვარნას გადალახავს.

ბაზრის ვარდნის მაქსიმალური გამოყენება

Bear market-ის გაძლება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ მას სიმდიდრის შექმნის წარმოუდგენელი შესაძლებლობის მოტანა შეუძლია. გააზრებული მიდგომით, სწორი აქციების შერჩევით და მათი გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებით, შეგიძლიათ საბოლოოდ დიდი სარგებელი მიიღოთ.

წინა

რომელ კომპანიაში ინვესტირება სჯობს? Amazon vs Etsy

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Pfizer-ის და Moderna-ს აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Pfizer-ის და Moderna-ს აქციების ფასები?

რატომ გაიზარდა გუშინ Pfizer-ის და Moderna-ს აქციების ფასები?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved