• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

მარტი 24, 2023
in სიახლეები
500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა — 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) თანამშრომლობით, 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში კიდევ 13 სტარტაპი გადაამზადა.

ამ სტარტაპებს შორის მოხვა KOVZY პლატფორმა, რომელიც კვების ობიექტებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ, ერთ დღეში ააწყონ თავიანთი ვებგვერდი და დაიწყონ გაყიდვები, თანაც ისე, რომ არ დაეკისროთ საკომისიოები. ერთი შეხედვით, თითქოს არარეალურად ჟღერს, თუმცა სტარტაპის დამფუძნებლებმა 500 Global-ის ჟიურისთვის ამისი დამტკიცება შეძლეს და ახლა სხვა, შერჩეულ ქართულ და უცხოურ სტარტაპებთან ერთად, აქსელერაციის პროგრამას გადიან, სადაც თავის საქმიანობას კიდევ უფრო გააფართოებენ.

ჩვენ KOVZY-ის თანადამფუძნებელს — სანდრო დარსაველიძეს გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, რა მისცა სტარტაპს 500 Georgia-ში მონაწილეობამ.

სანდრო, გვიამბეთ, რა გასწავლათ 500 Georgia-ს პროგრამამ?

როდესაც 500 Georgia-ში მოვედით, პროდუქტი უკვე ჩაშვებული გვქონდა, ზრდის ფაზაში ვიყავით და ამ აქსელერაციის პროგრამამ მნიშვნელოვანი ბიძგი მოგვცა. რეალურად გავიაზრეთ, თუ რაში მდგომარეობს ამ პროგრამის არსი, ნამდვილად დაჩქარდა ზრდის პროცესი და 3 თვის განმავლობაში გავაორმაგეთ ის შედეგები, რომელთა მისაღწევადაც მანამდე წელიწადნახევარი დაგვჭირდა — 500 Georgia-ს პროგრამა დავიწყეთ 100 რესტორნით, დღეს კი ეს მაჩვენებელი 200-ს აჭარბებს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, წინასწარ შევიმუშავეთ კონკრეტული მეტრიკები, შევქმენით მათი გაზომვის მექანიზმები. ამის შემდეგ, მენტორების მითითებით, დავიწყეთ გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება. პროცესში ვზომავდით შედეგებს, ვადგენდით, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები და შესაბამისად ვრეაგირებდით. სწორედ ამ პატარ-პატარა ექსპერიმენტების მეშვეობით გავიზარდეთ.

დემო დღის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ, მოკლე დროში ზუსტად გადმოვეცით, თუ რას აკეთებს ჩვენი ბიზნესი და ესეც ნამდვილად ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო, რადგან რთულია 2 წუთში ჩაატიო შენი ბიზნესის არსი. თუმცა, მენტორების დახმარებით, ესეც შევძელით და დემო დღის ღონისძიებაზე ღირსეულად წარვდექით.

რომ შევაჯამოთ, 500 Georgia-ში ჩვენს გამოცდილებას 10-დან 10 ქულით შევაფასებდი და ყველა სტარტაპს ვურჩევდი, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობის შანსი გამოიყენოს.

გვითხარით, როგორ შეძელით (ან მომავალში აპირებთ) შეძენილი ცოდნის საფუძველზე თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება?

თავიდანვე ჩვენი განწყობა იყო, რომ 500 Georgia-ს მენტორებისთვის ფეხი უნდა აგვეწყო და სიახლეებისადმი გახსნილი ვყოფილიყავით. ჩვენ რეალურად მივყევით ინსტრუქციებს და დავნერგეთ პრაქტიკაში ის, რაც ვისწავლეთ. ძალიან რთულია, როდესაც საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე მოქმედებ, გჯერა შენი იდეის და სხვა ადამიანი გეუბნება, რომ ეს არასწორია და რაღაც სხვანაირად უნდა გააკეთო. ამ დროს იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან. ჩვენ კი ამისთვის მზად ვიყავით, მივყვებოდით მენტორების მიერ ნაჩვენებ მიმართულებას, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მათი ინსტრუქციები შეგვესრულებინა, რეალურად დაგვენერგა ცვლილებები და შედეგებიც რეალურად მივიღეთ.

აქამდე გვეგონა, რომ ისედაც მოქნილი კომპანია ვიყავით, მაგრამ ამ ექსპერიმენტებისა და სწრაფ-სწრაფი ცვლილებების შედეგად გაცილებით სწრაფად ადაპტირების უნარი შევიძინეთ. ვცდილობთ, რომ ეს თვისება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

როგორია Kovzy-ის სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება მომავალს, პროდუქტი უკვე მზად არის, გატესტილია ლოკალურ ბაზარზე, ფუნქციურად აბსოლუტურად გამართულად მუშაობს; ამასთან, რა თქმა უნდა, მუდმივი განვითარება და ახალი ფუნქციონალების დამატება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ძალიან ახლო მომავალში აზერბაიჯანით ვიწყებთ გლობალურ ბაზარზე ოპერირებას.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება თქვენი კომპანია ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს?

პირველ რიგში იმიტომ, რომ გვაქვს საკმაოდ კარგი და დახვეწილი ტექნოლოგია, რომელიც ნულიდან არის შექმნილი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი სახის ცვლილება უმარტივესად განვახორციელოთ. ამასთან, გვაქვს ინოვაციური პლატფორმა — რეგიონში აბსოლუტურად ერთადერთი ვართ, ხოლო მსოფლიოში არის რამდენიმე ჩვენი მსგავსი კომპანია, თუმცა არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც ბაზრის უდიდესი წილი უკავია. ჩვენი მსგავსი პლატფორმები ყველანი ერთად ვვითარდებით და ეს გვაძლევს უპირატესობას, რომ შეიძლება სწორედ ჩვენ გავხდეთ ბაზრის ლიდერები.

გარდა ამისა, პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ პლატფორმა საჭიროა, მოთხოვნადია — უკვე 200-ზე მეტი რესტორანი გვყავს და, როგორც უკვე გითხარით, ეს რიცხვი ბოლო 2 თვეში არის გაორმაგებული. ყოველთვიური ზრდა 15%-ს აჭარბებს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ ბიზნესი მზად არის სწრაფად ზრდისთვის. ჩვენი ბიზნეს მოდელიც ძალიან საინტერესოა, რადგან ახალი მომხმარებლის დამატებისთვის ზედმეტი ხარჯების გაწევა თითქმის არ გვიწევს. ამასთან, სერვისი ძალიან მომგებიანია ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ბევრად უფრო მოსახერხებელია ჩვენთან თანამშრომლობა, ვიდრე ინდივიდუალურად მსგავსი პლატფორმის აწყობა.

შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ Kovzy-ის ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ ყველაფერს კი ამტკიცებს სუფთა მათემატიკა — იქნება ეს, მაგალითად, ზრდის მეტრიკები თუ არსებული მომხმარებლების შენარჩუნების პროცენტული მაჩვენებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ გაიზარდა მომართვიანობა, ანუ აქამდე თუ ჩვენ ვეძებდით მომხმარებელს და ჩვენს პროდუქტს ვთავაზობდით, ახლა უკვე თავად ინტერესდებიან ჩვენით.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში KB Home-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 6, 2023
საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან
სიახლეები

საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Twilio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 5, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში KB Home-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში KB Home-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
00:00 - შესავალი
00:20 - Alibaba
01:28 - Netflix
2:53 - Lululemon
4:16 - კვირის ETF
5:08 - კომენტარის განხილვა

მოუსმინე საფონდო ბირჟის განახლებულ ვიდეო მიმოხილვას და გაიგეთ მნიშვნელოვანი ფინანსური ამბები 

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
რატომ გაიზარდა Netflix-ის აქციების ფასი - საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_fno3TO3PWIk
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • „ნოეს წესი“ — უორენ ბაფეტის მეთოდი სირთულეების გადასალახად
  • რატომ შემცირდა გუშინ Cloudflare-ის აქციების ფასი?
  • საფონდო ბირჟების ანალიზი — ონლაინ ვებინარი ნიკოლოზ მაზანაშვილთან

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved