• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

5 ტოპ აქცია, რომლის შეძენაც ივნისში ღირს

ივნისი 1, 2022
in სიახლეები
5 ტოპ აქცია, რომლის შეძენაც ივნისში ღირს
გაზიარება

S&P 500-ის ფასი წლის განმავლობაში 13%-ით შემცირდა. ინფლაციის, მზარდი საპროცენტო განაკვეთების, რუსეთ-უკრაინის ომისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების შესახებ შეშფოთება გაერთიანდა და აქციები დააზარალა, რადგან ინვესტორები შენელებული ეკონომიკისთვის ემზადებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, შესაძლოა, შემზარავად გამოიყურებოდეს, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ახლა სწორედ ყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამ სტატიაში განვიხილავთ 5 აქციას, რომლის შეძენაც ივნისში ღირს.

Roku

ბაზრის ასეთ მდგომარეობაში ტექნოლოგიურ აქციებში ინვესტირება, შეიძლება, უკუშედეგი იყოს, მაგრამ არსებობს რამდენიმე კარგი მიზეზი, რის გამოც Roku-ს ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა, შესაძლოა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კარგი არჩევანი იყოს.

კომპანიის აქტიური ანგარიშების რაოდენობა შთამბეჭდავია და ზრდას აგრძელებს. პირველ კვარტალში Roku-ს აქტიური ანგარიშების რაოდენობამ 61.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 14%-იანი ზრდაა.

ამ ზრდის დიდი ნაწილი მოვიდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ადამიანები სახლში დიდ დროს ატარებდნენ, მაგრამ მხოლოდ კომპანიის ანგარიშები არ იზრდება – Roku-ს მომხმარებლები მის პლატფორმაზე დიდ დროს ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული შეზღუდვების უმეტესობა შემცირდა.

ახლა კომპანიის ჩართულობა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. Roku-ს მენეჯმენტის თქმით, პირველ კვარტალში მისმა მომხმარებლებმა პროგრამირების თითქმის 21 მილიარდი საათი ნახეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. ეს შედეგი კი კომპანიას აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ნომერ პირველი სატელევიზიო სტრიმინგ პლატფორმის ტიტულს უნარჩუნებს და მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლები Rokus-ს სერვისებში აქტიურად არიან ჩართულნი.

Roku-ს საშუალო შემოსავალი ერთ მომხმარებელზე (ARPU) პირველ კვარტალში შთამბეჭდავი 34%-ით – $42.91-მდე გაიზარდა. ამ მატებამ ხელი შეუწყო წმინდა გაყიდვების წელიწადში 28%-ით ზრდას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიამ იცის, თუ როგორ აქციოს მომხმარებლები გადამხდელ კლიენტებად.

ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ Roku-ს მთელი ეს ზრდა, სავარაუდოდ, აქციის ფასებზე აისახება. საზრიანმა ინვესტორებმა იციან, რომ ბაზარზე არსებული პანიკა ძლიერი კომპანიების აქციების ფასდაკლებით შესაძენად ძალიან ხელსაყრელ შესაძლებლობას იძლევა.

Redfin

Redfin დაბალი რისკის მქონე აქცია არ არის, მაგრამ კომპანიის აქციების ფასი 52-კვირიანი მაქსიმალური მაჩვენებლიდან 85%-ით არის შემცირებული, ამ ფაქტმა კი, შესაძლოა, გრძელვადიანი ინვესტორების ყურადღება მიიპყროს.

Redfin-ის ძირითადი ბიზნესი უძრავი ქონების საბროკერო ტექნოლოგიაზეა ორიენტირებული. არის სხვა კომპანიებიც, რომლებიც ბიზნესში წარმატების მისაღწევად ტექნოლოგიების გამოყენებას ცდილობს, მაგრამ Redfin ერთადერთია, რომელიც, როგორც ჩანს, უძრავი ქონების გაყიდვის მოძველებული საკომისიოს სტრუქტურის დარღვევით არის დაინტერესებული. თუ მომხმარებელი სახლს Redfin-ის აგენტის დახმარებით გაყიდის, მხოლოდ 1.5%-ის ტოლ (ან ნაკლებ) საკომისიოს გადაიხდის, რაც სტანდარტული 3%-იანი განაკვეთის ნახევარს შეადგენს. სახლის ფასების სწრაფი ზრდის გამო, გამყიდველებისთვის 1.5%-იანი შეღავათი, შეიძლება, დიდი სარგებელი იყოს. საბროკერო ბიზნესი წილის მოპოვებას აგრძელებს და ამჟამად აშშ-ში არსებული სახლის გაყიდვების 1.18% უჭირავს.

გარდა საბროკერო ბიზნესისა, Redfin-მა ცოტა ხნის წინ Bay Equity Home Loans შეიძინა, რომელიც მომხმარებლებს საკუთრებისა და საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობის სერვისებს სთავაზობს. ეს ნაბიჯი კომპანიას იპოთეკის ინდუსტრიაში სერიოზულ მოთამაშედ აქცევს. გარდა ამისა, RedfinNow iBuying ბიზნესის მეშვეობით, Redfin-მა 2021 წელს პირდაპირ იყიდა და გაყიდა 1,200-ზე მეტი სახლი. და ბოლოს, კომპანიამ, უძრავი ქონების გაქირავების მიმართულებით, ახლახან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – შეიძინა გაკოტრებული RentPath, უზრუნველყო ის უაღრესად ღირებული Apartment Guide-ისა და Rent.com-ის ბრენდებით და ძიებების მის პლატფორმაზე გადამისამართების შესაძლებლობებით.

Meritage Homes

SPDR S&P Homebuilders ETF, რომელიც სახლის მშენებლებსა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებს ადევნებს თვალყურს, მაქსიმალური მაჩვენებლებიდან 30%-ზე მეტით დაეცა.

მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა, სახლების ფასებმა და თითქმის ყველაფრის ღირებულების ზრდამ ინვესტორები ააღელვა, თუმცა ისინი ყურადღებას არასწორ მაჩვენებლებზე ამახვილებენ. რეალური საბინაო კრიზისი მიწოდების მასიურ ნაკლებობაში მდგომარეობს. მოდით, არსებული გასაყიდი სახლების აღნუსხვით დავიწყოთ.

US Existing Home Inventory & US Existing Home Months’ Supply

გასაყიდი სახლების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ, რეკორდულ დონემდე დაეცა. ამ შედეგის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი არის, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სახლების მშენებლობის სრული კოლაფსი.

US Housing Completed & US New Single Family Houses Sold

მიუხედავად იმისა, რომ სახლების მშენებლობა ხუთი ათწლეულის მინიმუმამდე დაეცა, შინამეურნეობების ფორმირება და პოპულაცია ზრდას განაგრძობდა.

US Household Formation & US Population

ეს Meritage Home-ისთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობაა. რეკორდული 2021 წლის შემდეგ კომპანია მოელის, რომ 2022 წელს 17%-ით მეტ სახლს გაყიდის, ხოლო EPS (მოგება ერთ აქციაზე) 40%-ით გაიზრდება.

რა თქმა უნდა, მოკლევადიანი რისკი არსებობს, მაგრამ სახლების მასიური დეფიციტი უნდა შეივსოს და Meritage, მომდევნო წლებში, სავარაუდოდ, დიდ წარმატებებს მიაღწევს.

GrafTech International

GrafTech ორ მნიშვნელოვან სამრეწველო კომპონენტს აწარმოებს: ელექტრონის რკალის ღუმელში ფოლადის დასამზადებლად საჭირო გრაფიტის ელექტროდებს და ლითიუმ-იონური ბატარეებისთვის გამოყენებულ ელექტროდებს. GrafTech ჩინეთის ფარგლებს გარეთ ფლობს გლობალური ბაზრის 25%-ს და ხუთი ქარხნიდან ერთ-ერთს, რომელსაც ქვანახშირის კოქსის წარმოება შეუძლია. ეს არის ნედლეული, რომელიც ელექტროდების დასამზადებლად არის საჭირო. ეს არის კრიტიკული მექანიზმი ფოლადის და ლითიუმ-იონური ბატარეების დასამზადებლად, რომელთა რეპლიკაცია ან ჩანაცვლება წარმოუდგენლად რთული იქნება.

კომპანია 2015 წელს Brookfield Asset Management-ის მიერ გამოსყიდვამდე ვალს ებრძოდა. მას შემდეგ კომპანიამ ხარჯების სტრუქტურა მკვეთრად გააუმჯობესა და ახლა დიდი მოცულობის ფულად ნაკადს ქმნის. გასული 12 თვის განმავლობაში GrafTech-მა თავისი საბაზრო კაპიტალის 18%-ის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა. ეს ნაღდი ფული ძირითადად გამოყენებულ იქნა ვალების დასაფარად, მაგრამ კომპანიამ, ასევე, ბოლო კვარტალში $30 მილიონის ღირებულების აქციები გამოისყიდა.

MercadoLibre

ელექტრონული კომერციისთვის ბოლო დროს არც ისე კარგი პერიოდია. პირველი კვარტლის ზრდის ტემპები ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.

თუმცა, მიუხედავად წინაღობებისა, MercadoLibre არის კომპანია, რომელიც ზრდას აგრძელებს. სავალუტო-ნეიტრალური შემოსავალი პირველ კვარტალში 67%-ით გაიზარდა და $2.2 მილიარდი შეადგინა. საქონლის მთლიანი მოცულობა 32%-ით – $7.7 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მთლიანი გადახდის მოცულობამ 81%-ით – $25.3 მილიარდამდე მოიმატა.

გარდა იმისა, რომ MercadoLibre ლათინური ამერიკის წამყვანი ელექტრონული კომერციის ოპერატორია, მან Mercado Pago-ს მეშვეობით ჯანსაღი გადახდების ბიზნესი შექმნა. გარდა ამისა კომპანიას აქვს საკუთარი ლოჯისტიკური სერვისი – Mercado Envios; აქტივების მართვის ფილიალი – MercadoFondo და ფინანსური მიმართულება – Mercado Credito.

გასული ნოემბრის პიკთან შედარებით, MercadoLibre-ს აქციების ფასი 60%-ით არის შემცირებული და კომპანიის ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით, გრძელვადიან ინვესტორებს ახლა შესყიდვის კარგი შესაძლებლობა ეძლევათ.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ არის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია მნიშვნელოვანი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ არის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია მნიშვნელოვანი?

რატომ არის გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია მნიშვნელოვანი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved