• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

5 ყველაზე სწრაფად მზარდი აქცია მსოფლიოში

მარტი 15, 2022
in სიახლეები
5 ყველაზე სწრაფად მზარდი აქცია მსოფლიოში
გაზიარება

გამარჯვებული აქციების იდენტიფიცირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა არის იმ კომპანიების ძიება, რომლებიც შემოსავლისა და მოგების სწრაფად ზრდას ახერხებენ. თუ ინვესტიციას სწორ დროს ჩადებთ, ეს სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ შემოსავალს აუცილებლად მოგიტანთ. აქ გაეცნობით 5 მზარდი პოტენციალის აქციას, რომელთა პორტფელში დამატების განხილვაც ღირს.

Tesla

Tesla-მ ავტოსექტორში თავისი ელექტრომანქანებით რევოლუცია მოახდინა. კომპანიამ ელექტომობილები მეინსტრიმული გახადა და მსხვილ ავტომწარმოებლებს ელექტოფიკაციაზე გადასვლა აიძულა. ხარისხიანმა ელექტრომობილებმა, რომლებსაც ერთი დატენვით დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, დამტენი სადგურების საკმარის ქსელთან ერთად, მომხმარებლებს მოუხსნა წუხილი იმის შესახებ, რომ დაცლილი ბატარეის დატენვა გაუჭირდებოდათ. ამ ფაქტორებმა, ფასების გონივრულ სტრუქტურასთან ერთად, Tesla-ს მანქანებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. 5 წელიწადში Tesla-მ თავისი შემოსავალი საშუალოდ 50%-ზე მეტით გაზარდა.

Tesla, Enphase Energy, Amazon, Nvidia, Netflix (Annual Revenue Growth)

უფრო მეტიც, ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ტესლა თითო აქციაზე მოგებას (EPS), მომდევნო 3-დან 5 წლამდე პერიოდში, საშუალო ტემპით თითქმის 50%-ით გაზრდის. მომდევნო წლებისთვის ტესლას ორიენტირი არის ავტომობილების მიწოდების საშუალო წლიური 50%-იანი ზრდა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ბერლინისა და ტეხასის ავტოქარხნებიდან მანქანების მიწოდება მალე გახდება შესაძლებელი.

არსებული მოდელების გარდა, Tesla-ს მიერ დაანონსებულმა მოდელებმა – Cybertruck-მა და Semi-მ პოტენციურ მყიდველებში უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ორი ავტომობილის რეალიზების გრაფიკი ნაკლებად გარკვეულია, მათი გამოშვების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.

Enphase Energy

მზის ტექნოლოგიის კომპანიის – Enphase Energy-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნის ტენდენცია გრძელდება. კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში წლიური გაყიდვები საშუალოდ 40%-ით გაზარდა. 2021 წელს Enphase-ის შემოსავალი 78%-ით გაიზარდა. კომპანიის მიკროინვერტორები (მოწყობილობა, რომელიც მზის მასივებით წარმოქმნილი ენერგიის (პირდაპირი ნაკადი) სახლისთვის გამოსაყენებელ ელექტროენერგიად გადაქცევისთვის (ალტერნატიული ნაკადი) გამოიყენება) სახლის მფლობელებს შორის სასურველი პროდუქტია. ეს იმიტომ ხდება, რომ გარდა პირდაპირი ნაკადის ალტერნატიულ ნაკადად გადაქცევისა, Enphase-ის ადვილად გამოსაყენებელი პლატფორმა მზის ენერგიის გამომუშავებას, შენახვასა და მართვას ერთ სისტემაში სისტემაში აერთიანებს.

ანალიტიკოსები მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში Enphase Energy-ის EPS-ის 40%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ინოვაციური შეთავაზებები და ხარჯების კარგი კონტროლი არის ფაქტორები, რომლებიც Enphase-ის გრძელვადიან ზრდას განაპირობებს.

Amazon

ხუთი წლის განმავლობაში Amazon-მა თავისი შემოსავალი დაახლოებით 28%-ით გაზარდა. ანალიტიკოსები ელიან, რომ მომდევნო 3-5 წელიწადში ელექტრონული კომერციის გიგანტის მოგება ერთ აქციაზე ასევე 28%-ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ Amazon ცნობილია ონლაინ საცალო ბიზნესით, მის წმინდა მოგებას ბოლო პერიოდში ქლაუდ გამოთვლითი ბიზნესი ზრდის.

2021 წელს ამაზონის ქლაუდ გამოთვლითმა ბიზნესმა – Amazon Web Services-მა (AWS) კომპანიის საოპერაციო შემოსავლის 74%-ში შეიტანა წვლილი. საინტერესოა, რომ ეს მიმართულება კომპანიის გაყიდვების მხოლოდ 13%-ს შეადგენდა. უფრო მეტიც, AWS-ის შემოსავალი 2021 წელს 37%-ით გაიზარდა. მოკლედ, ამაზონი არის კომპანია, რომლის აქციების თქვენს პორტფელში დამატება ბევრი ანალიზის გარეშე შეგიძლიათ. აქციების გაყოფა და $10 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა კი უბრალოდ ბონუსია.

Nvidia

Nvidia-მ ხუთი წლის განმავლობაში თავისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 34%-ით გაზარდა. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 61%-ით – თითქმის $27 მილიარდამდე გაიზარდა. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომდევნო სამიდან ხუთი წლამდე პერიოდში Nvidia-ს ერთ აქციაზე მოგების ზრდის ტემპი დაახლოებით 24% იქნება.

Nvidia-ს მაღალი ხარისხის გრაფიკულ ბარათებზე სათამაშო ბაზრებზე დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, კომპანიის გრაფიკული დამუშავების ერთეულები (GPU), მის პროგრამულ უზრუნველყოფასა და სერვისებთან ერთად, გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტში (AI), რობოტექნიკაში, გაფართოებულ (AR) და ვირტუალურ (VR) რელობაში, ავტონომიურ მანქანებსა და მეტავერსში. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ეს სფერო მდგრადად იზრდება, Nvidia-ს პროდუქტებზე მოთხოვნაც ძლიერი იქნება.

Nvidia თანამშრომლობს კომპიუტერების მთავარ მწარმოებლებთან, მათ შორის არის Cisco, Dell, HP და Lenovo, ასევე ქლაუდ სერვისების პროვაიდერებთან: Alicloud, AWS, Baidu Cloud, Google Cloud, IBM Cloud და Microsoft Azure. Nvidia-ს ლიდერული პოზიცია GPU ბაზარზე ნიშნავს, რომ კომპანია, შეიძლება, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ჰიპერზრდის ტრაექტორიაზე დარჩეს.

Netflix

Netflix-მა ხუთ წელიწადში წლიური შემოსავალი საშუალოდ 28%-ით გაზარდა. Netflix-ის შემოსავლის ზრდის ტემპმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შენელების ნიშნები აჩვენა. 2021 წელს Netflix-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის 5-წლიან მაჩვენებელზე დაბალი იყო.

Netflix-ის შენელებულმა ზრდამ ინვესტორები ააღელვა და შედეგად, კომპანიის აქციების ფასი 52-კვირიან მაქსიმუმზე 48%-ით დაბლა ჩამოვიდა. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის პოზიციების გახსნის კარგი შესაძლებლობაა. კომპანიას აქვს ძლიერი კონტენტ კატალოგი და ის ასევე იკვლევს ზრდის ისეთ ახალ გზებს, როგორებიც არის თამაშები, რაც შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი ზრდის სტიმული იყოს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, კომპანია მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ერთ აქციაზე მოგების საშუალოდ 30%-ით გაზრდას შეძლებს. მოკლედ, Netflix არის ის კომპანია, რომლის შემცირებულ ფასიანი აქციების ყიდვაც უნდა განიხილოთ.

წინა

რატომ შემცირდა Nike-ის აქციების ფასი?

შემდეგი

2 ტოპ აქცია, რომლის ყიდვაც $20-ზე ნაკლებად შეგიძლიათ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 ტოპ აქცია, რომლის ყიდვაც $20-ზე ნაკლებად შეგიძლიათ

2 ტოპ აქცია, რომლის ყიდვაც $20-ზე ნაკლებად შეგიძლიათ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved