• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

4 მიზეზი, თუ რატომ არის Medical Properties Trust ინფლაციისადმი გამძლე

აპრილი 27, 2022
in სიახლეები
4 მიზეზი, თუ რატომ არის Medical Properties Trust ინფლაციისადმი გამძლე
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საჯარო ვაჭრობის აქცია არ არის ინფლაციის ზემოქმედებისგან სრულიად დაცული, ზოგიერთი მაინც სხვებზე უფრო მდგრადია. ამ თვალსაზრისით უნდა გავითვალისწინოთ Medical Properties Trust (MPT).

Medical Properties Trust

ეს ბირმინგემში (ალაბამა) დაფუძნებული უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT) არის ამერიკაში სიდიდით მეორე საავადმყოფოების მფლობელი, 9 ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 46,000 საწოლით 438 დაწესებულებაში. დაახლოებით ნახევარი არის მწვავე მოვლის საავადმყოფოები, დანარჩენი კი ქცევითი ჯანმრთელობის, სტაციონარული სარეაბილიტაციო ცენტრები და სასწრაფო დახმარების კლინიკები.

გასული 20 წლის განმავლობაში MPT-მ S&P 500-ს აჯობა და უზრუნველყო 529.7%-ის ოდენობით მთლიანი ანაზღაურება, ფართო ბაზრის 419.7%-თან შედარებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 2002 წლის 21 აპრილს MPT-ში ჩადებული $10,000 ახლა იქნებოდა $62,970, S&P 500-ის $51,970-თან შედარებით.

Medical Properties Trust Inc Total Return

ამ სტატიაში განვიხილავთ 4 მიზეზს, თუ რა აქცევს ამ კომპანიის აქციებს ინფლაციური გარემოსადმი გამძლედ.

  1. დივიდენდები

REIT-ები ვალდებულნი არიან თავიანთი დასაბეგრი შემოსავლის მინიმუმ 90% აქციონერებს გაუნაწილონ. დივიდენდების გადახდა დიდი ხნის განმავლობაში მიღებული პრაქტიკაა საჯარო კომპანიებისთვის აქციონერების შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ინფლაციურ გარემოში.

მიმდინარე თვეში MPT-მ კვარტალური ანაზღაურება 4%-ით – აქციაზე $0.28-მდე გაზარდა და დივიდენდების ზრდის მერვე წელი დააფიქსირა. კომპანიის აქციის ფასი ამჟამად დაახლოებით $18.12-ს შეადგენს, ხოლო დივიდენდური სარგებელი – 5,86%-ს.

  1. ფასწარმოქმნის ძალა

Medical Properties Trust სარგებლობს თავისი ქონებით სარგებლობის საფასურის გაზრდის უნარით. კომპანიის 52 ოპერატორი ანგარიშვალდებულია სამმაგი წმინდა იჯარის გარიგებით, რომელშიც ოპერატორი პასუხისმგებელია ტექნიკურ მომსახურებაზე, დაზღვევასა და გადასახადებზე. MPT თავისი ბევრი მოიჯარისთვის ასევე არის კაპიტალის აქტიური მიმწოდებელი და არსებობს საფუძველი, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ დაფინანსების საპროცენტო განაკვეთის გაზრდით ისარგებლოს.

Medical Properties Trust Inc Revenue (Annual)
  1. მზარდი შემოსავალი და მომგებიანობა

როგორც ჩანს, Medical Properties Trust-ს ასევე გააჩნია მომგებიანობის ტრაექტორია, რომელიც არსებული წარმატების შესანარჩუნებლად არის საჭირო. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია კომპანიის ფულადი სახსრები ოპერაციებიდან (FFO), რომელიც კაპიტალის REIT-ების შესაფასებლად ძირითადი ფაქტორია. MPT-ის კორექტირებული FFO აქციაზე $1.43-დან (2020 წელი) $1.65-მდე (2021 წელი) გაიზარდა და ამ წლისთვის მენეჯმენტის პროგნოზი ამ მაჩვენებლისთვის $1.81-$1.85-ს შეადგენს. ამასთან ერთად, გადასახდელი დივიდენდების კოეფიციენტი (73.80%), რომელიც მიმდინარე ფულადი სახსრების ნაკადზე არის დაფუძნებული, უნდა დაეხმაროს MPT-ს დივიდენდების ზრდის 8 წლიანი გამოცდილება კვლავ განაგრძოს.

  1. მოთხოვნა და აუცილებლობა

საკვებისა და თავშესაფრის მსგავსად, ჯანდაცვა ერთ-ერთი უმთავრესი აუცილებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჰოსპიტალიზაციას ეხება. „ბეიბი ბუმერების“ (დემოგრაფიული აფეთქების პერიოდში დაბადებული ადამიანი, განსაკუთრებით 1946-1964 წლებში) დიდი კოჰორტა, ასაკის მატებასთან ერთად ამ მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენ უბრალოდ უფრო მეტი უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რაც გვჭირდება და მომგებიანი ინვესტიცია Medical Properties Trust, შესაძლოა, იყოს სწორედ ის, რაც ამ ინფლაციურ გარემოში სარგებელს მოგვიტანს.

წინა

აი, რას უნდა ველოდეთ საფონდო ბირჟისგან ამ წელს

შემდეგი

3 ძალიან სარისკო საპენსიო სტრატეგია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ძალიან სარისკო საპენსიო სტრატეგია

3 ძალიან სარისკო საპენსიო სტრატეგია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved