• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 ძალიან სარისკო საპენსიო სტრატეგია

აპრილი 27, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 ძალიან სარისკო საპენსიო სტრატეგია
გაზიარება

მოდით გულწრფელები ვიყოთ: ჩვენ ყველა გვსურს სწრაფად გამდიდრება. სწორედ ამიტომ არის მრავალი ჩვენგანი ინვესტირებით დაკავებული. მაგრამ სანამ ზოგი აპრობირებულ და ნამდვილ ინვესტიციებს მიმართავს, სხვები საკუთარ თავზე დიდი რისკის აღებას და პენი აქციებში (იაფი აქციები) ინვესტირებას ამჯობინებენ. შესაძლოა, გაგიმართლოთ და ამან დიდი ანაზღაურება მოგიტანოთ, მაგრამ ასეთი აქციების უმეტესობა ბაზარზე წინსვლას ვერასოდეს ახერხებს.

ადამიანები მსგავს ავანტიურებს საკუთარი საპენსიო სტრატეგიებითაც მიმართავენ და არ ესმით, რომ ამის შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო საშიში იყოს. არასწორ პენი აქციაზე ფსონის გაკეთება თავდაპირველ ინვესტიციას დაგაკარგვინებთ, მაგრამ საპენსიო ანგარიშებით სპეკულაციამ, შეიძლება, საბოლოოდ ხელცარიელი დაგტოვოთ. თუ გსურთ, რომ ამ მდგომარეობას თავი აარიდოთ, ნუ დაუშვებთ ამ სტატიაში მოცემულ 3 შეცდომას.

Not So Happy Retirement
  1. პენსიისთვის დაზოგვის დაწყების მომავლისთვის გადადება

პენსიისთვის დაზოგვის დაგვიანება, საბოლოოდ საკმარისი დანაზოგის დაგროვებას უფრო ართულებს. როდესაც პენსიაზე გასვლა ჩვენგან ათწლეულებით არის დაშორებული, უფრო უახლოესი მიზნები, როგორიც არის სახლის ყიდვა ან შვილის განათლების საფასურის გადახდა, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ჩანდეს.

პენსიისთვის დაზოგვის გადადება გრძელვადიან პერსპექტივაში რეალურად ძვირი დაგიჯდებათ. თუ თქვენი მიზანია 65 წლის ასაკისთვის $1 მილიონი გქონდეთ და მოელით 7%-ის ტოლ საშუალო წლიური ანაზღაურების მაჩვენებელს, თვეში $403-ის დაზოგვა დაგჭირდებათ, თუ 25 წლიდან დაიწყებთ. მთელი ამ დროის განმავლობაში საპენსიო ანგარიშზე $193,440-ს შეიტანთ, ხოლო დარჩენილ $806,560-ს კი საინვესტიციო შემოსავლები შეადგენს.

მაგრამ თუ დაზოგვას 30 წლამდე ვერ დაიწყებთ, სხვა პირობების უცვლელობის შემთხვევაში, თქვენი მიზნის მისაღწევად თვეში $582-ის დაზოგვა მოგიწევთ. ამ პირობების გათვალისწინებით, საპენსიო ანგარიშზე $51,000-ით მეტის შეტანა მოგიწევთ.

იმისთვის, რომ პენსიაზე გასვლისთვის უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი, დაზოგვა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოთ, თუნდაც თვეში მცირედი თანხის გადანახვით.

  1. თანხის თვითნებურად დაზოგვა იმის გამოანგარიშების გარეშე, თუ რამდენი გჭირდებათ რეალურად

ყველას საპენსიო გეგმა განსხვავებულია, ამიტომ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა რომელიც გეტყვით, თუ რამდენი უნდა დაზოგოთ. თანხის ოდენობა, რომელიც ადრე პენსიაზე მშვიდად გასვლისთვის საჭირო იყო, შესაძლოა, ახლა საკმარისი აღარ იყოს, თუ, მაგალითად, ინფლაციის ფაქტორს გავითვალისწინებთ. მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინის ნაცვლად, უნდა გამოყოთ დრო და გამოთვალოთ, თუ რა მოცულობის თანხა გჭირდებათ რეალურად.

ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთი პოპულარული სტრატეგია არის თქვენი წლიური ხელფასის 25 ჯერ დაზოგვა. ასევე შეგიძლიათ შეეცადოთ თქვენი წლიური საპენსიო ხარჯების შეფასებას, იფიქრეთ მიზნებზე და იმაზე, თუ როგორ შეიცვლება თქვენი მიმდინარე ხარჯვის ჩვევები დროთა განმავლობაში.

  1. პენსიაზე გასვლისას ხარჯების შემცირებით დანაზოგის დეფიციტის ანაზღაურების დაგეგმვა

ამ სტრატეგიამ, შესაძლოა, იმუშაოს მათთვის, ვინც პენსიაზე გასვლისთვის მოგზაურობას გეგმავდა, მაგრამ ეს ალბათ არ გამოდგება იმ ადამიანებისთვის, ვისი საპენსიო გეგმაც ისედაც ეკონომიური იყო.

არის გარკვეული საპენსიო ხარჯები, რომელთა გაკონტროლება ან აღმოფხვრა შეუძლებელია. მაგალითად, თქვენ ყოველთვის დაგჭირდებათ სასურსათო პროდუქტები, სამედიცინო დახმარება და ა. შ. პენსიაზე გასვლისას გადაუდებელი შემთხვევები აუცილებლად იჩენს თავს და ამან ასევე შეიძლება მოულოდნელი ხარჯები გამოიწვიოს.

მათთვის, ვინც საპენსიო დეფიციტის წინაშე დგას, პენსიაზე გასვლის გადადება ხშირად უკეთესი სტრატეგიაა. ეს ამცირებს თქვენი პენსიაზე გასვლის ხანგრძლივობას და ღირებულებას, ასევე, დაზოგვისთვის მეტ დროს გაძლევთ. არსებულ ინვესტიციებს კი გასაზრდელად უფრო მეტი დრო ექნება.

თუ პენსიაზე გასვლის გადადების იდეა არ გხიბლავთ, შეგიძლიათ განიხილოთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა ან საკუთარი ბიზნესის დაწყება.

რისკები ინვესტირებისა და საპენსიო დაგეგმვის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ თუ გსურთ შეინარჩუნოთ და გაზარდოთ თქვენი სიმდიდრე, ზემოთ განხილული მაღალი რისკის მქონე სტრატეგიები თავიდან უნდა აიცილოთ. ნელი და სტაბილური საპენსიო დანაზოგების ნაცვლად სწრაფი გამდიდრების სქემებზე ფოკუსირება, მოგვიანებით პრობლემებამდე მიგიყვანთ.

წინა

4 მიზეზი, თუ რატომ არის Medical Properties Trust ინფლაციისადმი გამძლე

შემდეგი

3 ტოპ ავტომწარმოებლის აქცია გრძელვადიანი პერსპექტივით

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 ტოპ ავტომწარმოებლის აქცია გრძელვადიანი პერსპექტივით

3 ტოპ ავტომწარმოებლის აქცია გრძელვადიანი პერსპექტივით

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved