• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ტოპ ნავთობმწარმოებლის აქცია მაისში შესაძენად

მაისი 5, 2022
in სიახლეები
3 ტოპ ნავთობმწარმოებლის აქცია მაისში შესაძენად
გაზიარება

წელს ნავთობის ფასი გაიზარდა. West Texas Intermediate, აშშ-ის ნავთობის ძირითადი მაჩვენებელი, ბარელზე $100-ზე მეტი გახდა, რაც წლის დასაწყისიდან 35%-ზე მაღალი ზრდაა. ნედლი ნავთობი კიდევ უფრო ძვირი იყო და პიკურ მდგომარეობაში ბარელზე $130 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი, ამ სიმაღლეების მიღწევის შემდეგ, „დამშვიდდა“, ის ბევრად აღემატება იმ დონეს, რომელსაც ნავთობკომპანიების უმეტესობა წელს მოელოდა.

ამ სტატიაში განვიხილავთ სამ ნავთობკომპანიას, რომლებიც ამჟამად საუკეთესოდ გამოიყურება და მათი აქციების შეძენა მაისში ღირს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნედლი ნავთობის ფასები გაიზრდება.

Oil Companies

Marathon Oil

Marathon Oil-მა ნავთობის ჰეჯირების საქმიანობის შეზღუდვა აირჩია, რაც კომპანიას, ნავთობის მაღალი ფასებიდან, თითქმის სრული სარგებლის მიღების საშუალებას აძლევდა. როგორც ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა გვიჩვენებს, Marathon Oil-ს ნავთობის ფასების გაუმჯობესების მიმართ ყველაზე მაღალი მგრძნობელობა აქვს, ჰეჯირების (ჰეჯირება არის ფიზიკურ ბაზარზე ფასების მოძრაობის რისკის კომპენსირების პროცესი ფიუჩერსების ბაზარზე იმავე საქონლის ფასის ჩაკეტვით) შეზღუდვიდან გამომდინარე.

შედეგად, პრაქტიკულად არ არსებობს ლიმიტი ფულადი სახსრების ოდენობაზე, რომლის გამომუშავებაც კომპანიას ამ წელს შეუძლია. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ Marathon Oil-მა წინა წლებში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, წელს კომპანია, თავისი მოულოდნელი შემოსავლისთვის, ფულად გადასახადს არ გადაიხდის. ეს Marathon-ს საშუალებას მისცემს, რომ 2022 წელს აქციონერებს ფულადი სახსრები დაუბრუნოს.

გასულ წელს კომპანიამ უკვე ოთხჯერ გაზარდა დივიდენდები და საერთო ზრდამ 133% შეადგინა. Marathon-მა, ასევე, გასული წლის ოქტომბრიდან თებერვლის დასაწყისამდე, $1 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა და რითაც აქციების რაოდენობა 8%-ით შეამცირა. ნავთობის უფრო მაღალი ფასებისა და საგადასახადო ფარის საშუალებით, Marathon-ს წელს აქციონერებისთვის უზარმაზარი თანხის დაბრუნება შეუძლია, თუ ნავთობის ფასები ამაღლებული დარჩება. ამან შეიძლება კომპანიის მთლიანი შემოსავლის გამომუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

Continental Resources

Marhathon Oil-ის მსგავსად, Continental Resources-მაც შეზღუდა ჰეჯირება. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს გამოიმუშაოს დიდი მოცულობის შემოსავლები და, შესაბამისად, მეტი ნაღდი ფული დაუბრუნოს ინვესტორებს.

ცოტა ხნის წინ კომპანიამ დივიდენდების კიდევ ერთი დიდი – 22%-იანი ზრდა დააფიქსირა. მომავალში დივიდენდების კიდევ უფრო მეტად ზრდა არის მოსალოდნელი. Continental-ის მიზანია, რომ 2022-2025 წლების ვადებში დივიდენდური სარგებლის ამჟამინდელი დონე 1.8%-2%-ით გაზარდოს. გარდა ამისა, კომპანია, აქციების გამოსყიდვის პროგრამაში $1 მილიარდის დახარჯვას აპირებს.

იმავდროულად, ნავთობის ფასების მატებასთან ერთად, Continental ფულადი ნაკადების ზრდას გააგრძელებს და აქციონერებისთვის მეტი ფულის მიცემის საშუალება ექნება. კომპანიას შეუძლია ეს ფულადი სახსრები კიდევ უფრო მეტი აქციის გამოსყიდვისთვის ან რაიმე მიმზიდველი შესყიდვის განსახორციელებლად გამოიყენოს.

ConocoPhillips

ConocoPhillips ასევე არ იყენებს ჰეჯირებას და წელს აქციონერებს მაღალ დივიდენდებს უხდის. კომპანიამ თავდაპირველად მიზნად დაისახა 2022 წელს ინვესტორებისთვის $7 მილიარდის 3 დონის მიხედვით დაბრუნება:

  • ფიქსირებული კვარტალური დივიდენდების გადახდა (ყოველწლიურად $2.4 მილიარდი). კომპანიის მიზანია ამ მაჩვენებლის ყოველწლიურად გაზრდა.
  • მინიმუმ $3.5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა.
  • დაახლოებით $1 მილიარდის ოდენობით ნაღდი ფულის ცვლადი დაბრუნება (VROC).

თუმცა, ნავთობის უფრო მაღალი ფასების წყალობით, ConocoPhillips-მა დაბრუნების სამიზნე უკვე გაზარდა. კომპანიამ ბოლო ორ დონეს $1 მილიარდი დაამატა. ნავთობის მაღალი ფასები Conoco-ს საშუალებას მიცემს ამ ორი საფეხურისთვის მეტი თანხა გამოყოს და ასევე, გაზარდოს კვარტალური დივიდენდების გადახდა. ეს მზარდი ფულადი ანაზღაურება კომპანიას კარგ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.

წინა

უნდა ველოდეთ თუ არა საფონდო ბირჟის მორიგ კრახს?

შემდეგი

Meta Platforms-ის აქციების შეძენის 2 დიდი მიზეზი: AI და მეტავერსი

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Meta Platforms-ის აქციების შეძენის 2 დიდი მიზეზი: AI და მეტავერსი

Meta Platforms-ის აქციების შეძენის 2 დიდი მიზეზი: AI და მეტავერსი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved