• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ტოპ ავტომწარმოებლის აქცია გრძელვადიანი პერსპექტივით

აპრილი 27, 2022
in სიახლეები
3 ტოპ ავტომწარმოებლის აქცია გრძელვადიანი პერსპექტივით
გაზიარება

ავტოინდუსტრიაში, მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვების გამო, მნიშვნელოვანი ნაწილების დეფიციტი შედარებით დროებითი მდგომარეობაა. საბოლოოდ ეს მდგომარეობა გამოსწორდება, შედეგად კი ნაწილები და კომპიუტერული ჩიპები შეუფერხებლად მიეწოდება ბაზარს. რა თქმა უნდა, ეს გაყიდვებს დააზარალებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტომწარმოებლები მანქანებზე შეუნელებელი მოთხოვნით ისარგებლებენ. აქედან გამომდინარე, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასების მკვეთრმა ვარდნამ, ინვესტორების ყურადღება უნდა მიიპყროს.

ამ სტატიაში განვიხილავთ სამი ავტომწარმოებლის აქციას, რომლის შეძენაც შესაძლებელია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

Tesla

Tesla

2022 წელს Tesla-ს აქციების ფასი მხოლოდ 4%-ით შემცირდა და ეს კომპანია ბაზარზე ყველაზე ეფექტური ავტომწარმოებელია. არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ Tesla წლების განმავლობაში ამ მომგებიან მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებს.

ავტომობილების ყველა სხვა მწარმოებლისგან განსხვავებით, ტესლა რეკლამირებაში ფულს არ ხარჯავს, მაგრამ გაყიდვების ზრდას აგრძელებს.

Tesla-მ 2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიში სულ ახლახან წარადგინა. კომპანიამ ამ პერიოდში ბაზარს 310,000-ზე მეტი ავტომობილი მიაწოდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 68%-ით მეტია და 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდებულ 308,000-ს ოდნავ აღემატება. შემოსავალი 87%-ით გაიზარდა, ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე სამზე მეტჯერ – $3.22-მდე. ეს არის ის, რითაც ვერცერთი სხვა EV-ს (ელექტრომობილი) მწარმოებელი ვერ დაიკვეხნის: დროთა განმავლობაში თანმიმდევრული მომგებიანობა. ინვესტორები მოელიან, რომ EV-ს წამყვანი მწარმოებელი ლიდერობას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.

Rivian Automotive

 

Rivian Automotive

სპექტრის მეორე ბოლოში არის Rivian Automotive. ეს არ არის ყველაზე ცუდი წარმადობის მქონე ავტომწარმოებელი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს და კვლავ პირველი ადგილისთვის იბრძვის. მიუხედავად ამისა, Rivian არის კომპანია, რომელიც ინვესტორებმა უნდა განიხილონ.

EV-ს მწარმოებელს პრობლემები აქვს ძირითადად მიწოდების ჯაჭვის კრიზისის გამო. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი ისედაც საკმაოდ ცუდი მოვლენა იყო, Rivian-ის მენეჯმენტმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ ჰორიზონტზე კიდევ ერთი პრობლემა გამოჩნდა: ბატარეის დეფიციტი. The Wall Street Journal-ის ცნობით, აღმასრულებელმა დირექტორმა – არ ჯეი სკარინჯმა თქვა, რომ ეს პრობლემა ჩიპების დეფიციტზე უარესი იქნება და, შეიძლება, ბევრად დიდხანს გაგრძელდეს.

ეს უკვე ზღუდავს Rivian-ის შესაძლებლობას აწარმოოს თავისი R1T სატვირთო მანქანა, R1S SUV და კომერციული ფურგონი. იმავდროულად, ეს არის ბაზრის ზოგიერთი ყველაზე მომგებიანი სეგმენტი. გარდა ამისა, ეს პროდუქტები, სავარაუდოდ, Rivian-ს აძლევს შესაძლებლობას, რომ Tesla-ს კონკურენცია გაუწიოს და დაიკავოს ბაზარზე მოწინავე პოზიცია, სანამ ეს უკანასკნელი, აღნიშნული მიმართულებით, რაიმე კონკურენტუნარიან პროდუქტს შექმნის.

Rivian საჯარო ვაჭრობის კომპანია 2021 წლის 10 ნოემბერს გახდა და მაშინ კომპანიის თითო აქციის ფასი $78-ს შეადგენდა. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული და $31-ს აღწევს. ის ასევე 80%-ით დაეცა იმ უმაღლესი მაჩვენებლიდან, რომელსაც საჯარო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ მიაღწია. ამის მიუხედავად, დიდი ელექტრომობილები: სატვირთო მანქანები, ფურგონები და ჯიპები მოთხოვნადი სეგმენტი გახდება და Rivian ამ სივრცეში დომინირებისთვის მზად არის.

Ford Motor Company

Ford Motor Company

მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა ელექტრომობილების ბაზარზე Mustang March-E-ს, Transit Pro ფურგონის და Lightning F-150 პიკაპის გამოშვებით ფურორი გამოიწვია, ხალხის უმეტესობისთვის ის მაინც ძველი ავტომწარმოებელია.

ავტომობილების მწარმოებლების უმეტესობის მსგავსად, Ford მზარდ ხარჯებს აწყდება, რაც მის უახლეს შედეგებზე იმოქმედებს. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტში სატვირთო მანქანების გაყიდვები 34%-ით, SUV-ების გაყიდვები – 9%-ით, ხოლო გაყიდვები ჩინეთში წელიწადში 19%-ით შემცირდა მიწოდების ჯაჭვზე კოვიდ-19-ის გავლენის გაგრძელების გამო. საინტერესოა, რომ ელექტრომობილების გაყიდვები 17%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ Ford შიდა წვის ძრავის მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლების მიმართულებით მოძრაობს, მას, General Motors-ისგან განსხვავებით, წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის ვალდებულება არ აუღია. ინვესტორები, Ford-ის არჩევით, ორივე მიმართულებისგან სარგებლის მიღებას შეძლებენ. მომავალში მოსალოდნელი შემოსავლების ზრდის გათვალისწინებით, Ford არის კომპანია, რომელსაც წინ განვითარების დიდი გზა აქვს.

წინა

3 ძალიან სარისკო საპენსიო სტრატეგია

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ ჩინური აქციების ფასები?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ ჩინური აქციების ფასები?

რატომ გაიზარდა გუშინ ჩინური აქციების ფასები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved