• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ტოპ 3 AI აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

აპრილი 13, 2022
in სიახლეები
ტოპ 3 AI აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ
გაზიარება

ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზარი ბოლო წლებში სარეველასავით გაიზარდა, რადგან ორგანიზაციები, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად აგროვებენ და ამუშავებენ დიდი მოცულობის მონაცემებს. თუმცა ინვესტორებისთვის, შეიძლება, რთული იყოს ამ ფართო ბაზარზე საუკეთესო ინვესტიციების შერჩევა.

ამ სტატიაში განვიხილავთ კომპანიებს, რომლებიც AI ბაზარზე ინვესტორებს, ინვესტიციების განსახორციელებლად დაბალანსებულ მიდგომას სთავაზობს: Nvidia, Salesforce და Netflix.

AI
  1. Nvidia

Nvidia კომპიუტერული დისკრეტული გრაფიკული დამუშავების ერთეულების (GPU) მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელია. ის ასევე აწარმოებს უფრო მაღალი დონის GPU-ებს მონაცემთა ცენტრებისთვის, რომლებიც კომპლექსური მანქანათმცოდნეობის და AI ამოცანების უფრო ეფექტურად დამუშავებას უზრუნველყოფს. GPU-ს ერთდროულად დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება შეუძლია, ხოლო ტრადიციული ცენტრალური დამუშავების ერთეულები (CPU) ერთდროულად მხოლოდ ერთ მონაცემს ამუშავებს.

ბოლო კვარტალში Nvidia-ის მონაცემთა ცენტრიდან მიღებული შემოსავალი წელიწადში 71%-ით – $3.26 მილიარდამდე გაიზარდა და მთლიანი შემოსავლის 43% შეადგინა. ის ასევე გაიზარდა უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე მისი გეიმინგ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც 37%-ით – $3.42 მილიარდამდე მოიმატა.

Nvidia-ს გეიმინგ GPU ბიზნესი შენელებას განიცდის, რადგან პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის შემდეგ, ბაზარზე ახალ პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა მცირდება. ამ მოკლევადიანმა წინაღობამ, ტექნოლოგიური აქციების მასიურ გაყიდვასთან ერთად, წელს კომპანიის აქციების ფასების 20%-ზე მეტით კლება განაპირობა.

თუმცა, ეს, შეიძლება, იყოს შესანიშნავი შესყიდვის შესაძლებლობა მომთმენი ინვესტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გადახედონ Nvidia-ს უახლოეს გამოწვევებს და ფოკუსირდნენ AI ბაზარზე კომპანიის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალზე.

 
  1. Salesforce

Salesforce არის მსოფლიოში უმსხვილესი მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის (CRM) სერვისის პროვაიდერი. თავისი გამარტივებული ქლაუდ პლატფორმის წყალობით, კომპანია რევოლუციური იყო შიდა CRM პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში, რომლის მასშტაბირება, ორგანიზაციის გაფართოებასთან ერთად, რთული იყო.

შემდგომში კომპანიამ გამოიყენა თავისი დომინირება CRM ბაზარზე, რათა დაეწყო ქლაუდზე დაფუძნებული დამატებითი გაყიდვები, მარკეტინგი, ელექტრონული კომერცია და ანალიტიკური სერვისები. Salesforce-მა ბოლო 14 წლის განმავლობაში, ამ ეკოსისტემის გაფართოების მიზნით, 20 ძირითადი შესყიდვა განახორციელა და თავისი მომხმარებლებისთვის დამატებითი მახასიათებლები გამოუშვა.

ერთ-ერთი ასეთი ძირითადი მახასიათებელია Salesforce Einstein – AI ძრავა, რომელიც ამუშავებს კომპანიის გაყიდვებს, სერვისებს და მარკეტინგულ მონაცემებს, მომხმარებლისთვის უფრო პერსონალიზებული გამოცდილების შექმნის მიზნით. Salesforce-მა ასევე გააერთიანა Einstein თავის აპლიკაციების მაღაზიასთან, რამაც დეველოპერებს ხელოვნური ინტელექტის მქონე ისეთი აპლიკაციების შექმნის საშუალება მისცა, რომლებიც ყოველი ურთიერთქმედებით უფრო „ჭკვიანი“ ხდება.

Salesforce-ის მენეჯმენტი ელის, რომ ფისკალური 2022 წლის (ამ იანვარს დასრულდა) წლიური შემოსავალი – $26.5 მილიარდი, 2026 წლისთვის გაორმაგდება და $50 მილიარდს გადააჭარბებს. ეს ზრდის პერსპექტივა გვიჩვენებს, რომ Salesforce არის ქლაუდ და AI ბაზრების ერთდროული ზრდისგან მოგების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა.

 
  1. Netflix

Netflix, AI აქციების შესახებ საუბრისას, ხშირად არ არის მოხსენიებული, მაგრამ მთელი მისი სტრიმინგ ვიდეო ეკოსისტემა ხელოვნური ინტელექტის რთულ ალგორითმებზე მუშაობს. კომპანია AI-ს იყენებს მაყურებლისთვის ვიდეო რეკომენდაციების პერსონალიზებისთვის, ახალი კონტენტის წარმოებისთვის და ვიდეოებისთვის იდეალური მინიატურული გამოსახულებებისთვისაც კი, რაც მომხმარებლების მიერ მეტი ვიდეოს ნახვას ასტიმულირებს.

ხელოვნური ინტელექტის ეს მასიური სტრუქტურა ნეტფლიქსს საშუალებას აძლევს საავტორო პოპულარული შოუები, როგორიც არის Stranger Things, Squid Game და Bridgerton, დიდ, დამკვიდრებულ ფრანშიზებზე დაყრდნობის გარეშე. შედარებისთვის, დისნეი, Disney+-ზე მეტი მაყურებლის მოსაზიდად, კვლავ დიდწილად ეყრდნობა მასიურ პორტფელს, რომელიც მოიცავს Marvel-ის, Star Wars-ისა და Pixar-ის კინემატოგრაფიულ სამყაროებს.

Netflix-ის აქციები წელს, პანდემიური ლოკდაუნის დასრულებით გამოწვეული შენელებული ზრდისა და ბაზარზე კონკურენტული წინაღობების გამო, 40%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა Nielsen-ის (კომპანია ცდილობს კლიენტებს მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია მომხმარებელთა ქცევისა და მარკეტინგული ინფორმაციის შესახებ მონაცემთა შეგროვებით, რომელიც ზომას რას აკვირდებიან და ყიდულობენ მომხმარებლები) თანახმად, Netflix-ის შოუები სტრიმინგ ჩარტებში კვლავ დომინირებს და ისეთი მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორიც არის ბილ ეკმანის Pershing Square ამ კომპანიის აქციების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

მომდევნო რამდენიმე კვარტალი ნეტფლიქსისთვის, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, მაგრამ, სავარაუდოა, რომ სტრიმინგ ვიდეოს ლიდერი კვლავ დაამტკიცებს თავის სიძლიერეს, რადგან ახალი პოპულარული შოუების შესაქმნელად ის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს იყენებს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, კომპანია დიდი ხნის მანძილზე არ აპირებს გაუფერულებას: გასული კვარტალი მან 221.8 მილიონი ფასიანი გამომწერით დაასრულა და მიმდინარე კვარტალში კიდევ 2.5 მილიონი ახალი გამომწერის დამატებას ელოდება.

წინა

3 უსაფრთხო დივიდენდური აქცია ინფლაციის დასამარცხებლად

შემდეგი

4 გზა, თუ როგორ მოვამზადოთ საინვესტიციო პორტფელი ბაზრის კრახისთვის

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
4 გზა, თუ როგორ მოვამზადოთ საინვესტიციო პორტფელი ბაზრის კრახისთვის

4 გზა, თუ როგორ მოვამზადოთ საინვესტიციო პორტფელი ბაზრის კრახისთვის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved