• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 რამ, რაც საზრიანმა ინვესტორებმა Meta Platforms-ის შესახებ იციან

სექტემბერი 7, 2022
in სიახლეები
3 რამ, რაც საზრიანმა ინვესტორებმა Meta Platforms-ის შესახებ იციან
გაზიარება

საზრიანი ინვესტორები ცდილობენ გაერკვნენ იმ ძირითად ფაქტორებში, რომლებიც წარმოქმნის იმ კომპანიების შემოსავალს და მოგებას, რომლებშიც ისინი ინვესტიციებს დებენ. Meta Platforms-თან დაკავშირებით ინვესტორებისთვის სამი დიდი ფაქტია საინტერესო: კომპანიას უზარმაზარი მომხმარებელთა ბაზა გააჩნია, რომელზე წვდომის მოპოვებაც რეკლამის განმთავსებლებს სურთ; წინააღმდეგობები, რომლებსაც Apple-ის კონფიდენციალურობის ცვლილებები იწვევს და ის ფაქტი, რომ Meta მეტავერსის მიმართულებით დიდ ფულს ხარჯავს.

  1. რეკლამის განმთავსებლები მილიარდობით მომხმარებლამდე მისაღწევად ფულს იხდიან

30 ივნისის მდგომარეობით, Meta Platforms-ს ყოველთვიურად 3.65 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს 140 მილიონით მეტი იყო. მიუხედავად მისი ისედაც მასიური მასშტაბისა, Meta მომხმარებელთა რაოდენობას კვლავ ზრდის, თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე კომპანიის აქტიური მომხმარებლების რიგებშია, ინვესტორებს კი შეუძლიათ ამ მაჩვენებლის ზრდის შენელებას ელოდონ.

მეტა ფულს მომხმარებლებისთვის რეკლამების ჩვენებით გამოიმუშავებს. რეკლამის განმთავსებლები მზად არიან დიდი თანხები გადაიხადონ, რათა გავლენა იქონიონ იმ ადამიანების შესყიდვის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მეტას აპლიკაციებს (Facebook, Messenger, Instagram, WhatsApp) იყენებენ. 2021 წელს კომპანიამ $118 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. 2016 წელს შემოსავალი $28 მილიარდს შეადგენდა. თუმცა, მეტას შემოსავლების ზრდა რამდენიმე ფაქტორის გამო შენელდა, მათ შორის არის ფართო ეკონომიკური ვარდნა, რომელიც რეკლამის განმთავსებლების ბიუჯეტზე ზემოქმედებს და ცვლილებები Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, რაც Facebook-ის რეკლამებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

  1. Apple Meta Platforms-ს დარტყმას აყენებს

2021 წლის მეორე ნახევარში Apple-ის მიერ ოპერაციულ სისტემაში განხორციელებული ცვლილებები Meta-სთვის მომხმარებლების მონაცემების თვალყურის დევნებას ართულებს, რაც, თავის მხრივ, რეკლამის განმთავსებლების მადას ამცირებს. ამ ცვლილებებამდე Meta-ს მიზნობრივი რეკლამის გაყიდვის უფრო დიდი შესაძლებლობა ჰქონდა, რაც მარკეტერებს ინვესტიციაზე უფრო მაღალი ანაზღაურებით უზრუნველყოფდა. მონაცემების გარეშე, რეკლამების განმთავსებლებს უფრო მეტი ფულის არამიზნობრივი ხარჯვა მოუწევთ.

ნაწილობრივ ამ ცვლილებების გამო, Meta Platforms-ის შემოსავალი 30 ივნისს დასრულებულ კვარტალში 1%-ით შემცირდა. ეს შორს არის შემოსავლის 41.3%-იანი წლიური ზრდის ტემპისგან, რომელიც კომპანიამ გასული ათწლეულის განმავლობაში განიცადა. შესაძლოა, მეტამ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი გამონახოს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.

Metaverse
  1. მეტავერსი

შესაძლოა, Meta Platforms-მა მეტავერსის მიმართულებით ინვესტირება სოციალური მედიის ბიზნესის პერსპექტივის გაუარესების მოლოდინის გამო დაიწყო. McKinsey & Company-ის ანგარიშის თანახმად, შეიძლება, 2030 წლისთვის მეტავერსის ღირებულებამ $5 ტრილიონს მიაღწიოს, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს – მარკ ცუკერბერგს ასპარეზზე გამოსვლა სურს. გარდამავალი პროცესის დასაწყებად კომპანიამ $10 მილიარდი უკვე გამოყო. კომპანიის მენეჯმენტმა აქციონერები გააფრთხილა, რომ ეს გრძელვადიანი გეგმაა და ისინი მეტავერის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მატერიალიზებას უახლოეს წლებში არ უნდა ელოდონ. გარდა ამისა, Meta მიზნად ისახავს შემოსავალი ვირტუალური რეალობის (VR) ხელსაწყოების გაყიდვებიდანაც გამოიმუშაოს.

წინა

Disney-ს ინვესტორებს წინ მნიშვნელოვანი კვირა ელით

შემდეგი

როგორ უნდა მოვემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ უნდა მოვემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?

როგორ უნდა მოვემზადოთ საფონდო ბირჟის კრახისთვის?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved