• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 უტყუარი ინვესტიცია, რომლისთვისაც მოგვიანებით მადლიერი იქნებით

მაისი 3, 2022
in სიახლეები
3 უტყუარი ინვესტიცია, რომლისთვისაც მოგვიანებით მადლიერი იქნებით
გაზიარება

მასიური გაყიდვების შუაგულში ინვესტორებისთვის პოზიტიური განწყობის შენარჩუნება რთულია. ხალხს უფრო მეტად აღელვებს ის, თუ რა მოხდება 5 წუთის შემდეგ, ვიდრე რა ეღირება აქციები 5 წლის შემდეგ.

თუმცა ეს შეცდომაა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით რთული წარმოსადგენია, აქციების ფასების კლება საბოლოო ჯამში ყიდვის შესაძლებლობაა, მაშინაც კი, თუ მაჩვენებლები ჯერ ფსკერს არ შეხებია. უბრალოდ მხედველობაში იქონიეთ გრძელვადიანი პერსპექტივა.

ამ სტატიაში სწორედ ისეთ 3 აქციას განვიხილავთ, რომლებსაც ამ პერიოდში, ერთი შეხედვით, პრობლემები აქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

McDonald’s

შესაძლოა თქვენ McDonald’s სწრაფი კვების სარესტორნო ქსელად აღიქვათ, თუმცა ეს არ არის სრულად ზუსტი კატეგორიზაცია. McDonald’s-ს ხშირად უწოდებენ უძრავი ქონების კომპანიას, რომელიც თავისი რესტორნებისთვის შენობებს ქირაობს.

ის ნებისმიერი სხვა კვების ქსელისგან განსხვავდება. კონკურენტი რესტორნების ოპერატორები, როგორიც არის Wendy’s ან Arby’s, ჩვეულებრივ მიწას და მასზე არსებულ შენობას ფლობენ, ხოლო McDonald’s-ის ფრანშიზის მიმღებები – არა.

აი დადებითი მხარეები ფრანშიზის მიმღებებისა და McDonald’s-ის აქციონერებისთვის: შეძენილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის გადახდისგან განსხვავებით, McDonald’s-ის მოქირავნეებზე დარიცხული ქირა მორგებულია, რათა ამ ქონების საბაზრო განაკვეთს ასახავდეს. ფრანშიზის გამცემს – McDonald’s არა მხოლოდ განმეორებადი ფულადი ნაკადების, არამედ მუდმივად მზარდი ფულადი ნაკადების გარანტია აქვს.

ეს კორპორაციული ფრანშიზის გამცემი/ფრანშიზის მიმღები სტრუქტურა განსაკუთრებით კარგად შეეფერება დივიდენდების დაფინანსებას, რომელსაც McDonald’s ბოლო 45 წლის განმავლობაში ზრდის.

Pinterest

Pinterest-ის აქციების ფასი გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 80%-ით დაეცა. კომპანიის აქციების მასიური გაყიდვები ძირითადად მომხმარებლების დაკარგვის შედეგია. რამდენადაც პანდემიის გავლენა შემსუბუქდა, ბევრმა ადამიანმა სოციალური მედიის საიტის გამოყენება რეალურ სამყაროში მეტი საქმის კეთების სასარგებლოდ შეწყვიტა.

თუმცა ჩვენ მომხმარებელთა ბაზრისთვის გარდამტეხ წერტილს ვუახლოვდებით. ახლა დაახლოებით ერთი წელია გასული კომპანიის აქციების ფასების კლების დაწყებიდან. მომხმარებელთა დანაკარგების შეკუმშვა ან თუნდაც ახალი მომხმარებლების შეძენა გასაკვირი არ არის, რადგან Pinterest-ის პანდემიამდელი ზრდის ინიციატივები ნორმალურ გარემოში კვლავ იწყებს მოქმედებას. ეს ინიციატივები, გარდა დახვეწილი და ეფექტური სარეკლამო პლატფორმისა, კონტენტის შემქმნელებისა და ბრენდებისთვის მეტ ფინანსურ სტიმულს მოიცავს.

მიუხედავად ნაკლები რეგულარული მომხმარებლისა, კომპანია ფისკალურ ზრდას აგრძელებს. 2021 წელს შემოსავალი 52%-ით გაუმჯობესდა და 2020 წლის EBITDA (მოგება პროცენტების, გადასახადებისა და ამორტიზაციის დაქვითვამდე) თითქმის გასამმაგდა. წელს ანალიტიკოსები შემოსავლის 20%-ით, ხოლო მომავალ წელს 26%-ით ზრდას მოელიან.

DexCom

DexCom აწარმოებს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს (CGM), რათა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის მართვაში დაეხმაროს. მის ტექნოლოგიას ბაზრის დაახლოებით 40% უჭირავს, მაგრამ ამ წამყვანმა წილმა ბოლო დროს აქციების გაუმჯობესება ვერ შეძლო.

DexCom-ის აქციების ფასში ამჟამად არ არის ასახული ის ფაქტი, რომ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების ბაზარი მოუმწიფებელია. რამდენადაც ჯანდაცვის ტექნოლოგიის ეს ნაწილი CGM-სკენ მიემართება, DexCom-ს წინ დიდი ზრდა ელის.

ბაზრის კვლევის კომპანია – Technavio-ის მიხედვით, CGM ბაზარი 2024 წლამდე წელიწადში 12%-ით გაიზრდება. ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი, სადაც DexCom თავისი ბიზნესის დაახლოებით სამ მეოთხედს აწარმოებს, ამ ფრონტზე მთელ მსოფლიოს უხელმძღვანელებს.

ერთი რამ ცხადია: წლევანდელი შემოსავლის პროგნოზირებული 19%-იანი ზრდა არც შემთხვევითია და არც უჩვეულო. მომავალი წლის ზრდის ტემპები კიდევ უფრო ძლიერი იქნება და გაყიდვების კვარტალური გაუმჯობესება ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდება.

წინა

Nasdaq-ის 2022 წლის Bear ბაზარი – 3 მარადიული გაკვეთილი

შემდეგი

დივიდენდურ აქციებზე უარის თქმის 3 მიზეზი

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
დივიდენდურ აქციებზე უარის თქმის 3 მიზეზი

დივიდენდურ აქციებზე უარის თქმის 3 მიზეზი

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved