ინფლაცია მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიოში, ის ყველგან დიდ პრობლემად მოიაზრება. აშშ–ში სამომხმარებლო ფასები დეკემბრის თვეში ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, რაც 1982 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდაა. მიუხედავად იმისა რომ ცენტრალური ბანკები აღნიშნულს ხანმოკლე ფაქტორად მიიჩნევენ ფაქტი ერთია, დღეს ფასები აქტიურად იზრდება.
როგორც წესი მსყიდველობითი უნარის შესანარჩუნებლად ინვესტორები მიმართავენ ისეთ აქტივებს როგორებიცაა: ოქრო, ვერცხლი. თუმცა არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა რომელიც ინფლაციის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ და ეს დივიდენდის მომტანი აქციებია. თუ კომპანიას შეუძლია მზარდი დივიდენდებით უზრუნველყოდა და ამავე დროს არ აქვს გადაფასების რისკი ეს შეიძლება ინფლაციის წინააღმდეგ კარგი ხელსაწყო იყოს.
დღეის მდგომარეობით S&P500-ის კომპანიათა საშუალო შემოსავალი დივიდენდის ნაწილში 1.3% არის. მაგრამ არსებობს კომპანიები რომლებიც ბევრად მაღალი ანაზღაურებით იწონებენ თავს. ქვევით მოცემულია სამი დივიდენდის გადამხდელი კომპანიის აქცია, რომლებიც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მომტანნი არიან და აღნიშნული შემოსავალი 8.7%-საც კი აღწევს.
Bank of America (BAC)
პირველ რიგში საბანკო აქციას განვიხილავთ, ამის მიზეზი კი კვლავ ინფლაციაა. ცენტრალური ბანკები ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს მიზეზი კი ინფლაციის რამენაირად შემცირებაა. ბანკები ფულს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით გასცემენ, ვიდრე სესხულობენ (ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა), თუმცა როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება ასევე იზრდება სპრედი (სხვაობა ნასესხებ და გასასესხებელ თანხას შორის). აღნიშნული ცხადია აისახება გადასახდელი დივიდენდის მოცულობაზე. სწორედ ასე მოხდა Bank Of America-ს შემთხვევაშიც.
ივლისის თვეში კომპანიამ გაზარდა კვარტალური დივიდენდი 17%-ით აქციაზე 21 ცენტამდე. აღნიშნული წლიური შემოსავლის შემთხვევაში 1.7% არის აქციის მიმდინარე ფასით განხილვის შემთხვევაში. ბოლო ანგარიშის მიხედვით ბანკმა მესამე კვარტალში 7.7 მლრდ აშშ დოლარის მოგება მიიღო, რაც ნიშნავს რომ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 58%-ით არის გაზრდილი. ბოლოდროინდელი ვარდნის გათვალისწინებითაც კი გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციის ფასი 45%-ით გაიზარდა. გასათვალისწინებელია რომ დივიდენდები გაზარდა შემდეგმა ორგანიზაციებმა: Goldman Sachc, JPMorgan Chase და Morgan Stanley.
Southern Co. (SO)
შემოსავლიანობის მიხედვით აღმასვლის გზაზეა Southern Co. გაზისა და ელექტრომომარაგების ჰოლდინგი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ატლანტაში. ის ემსახურება დაახლოებით 9 მილიონ მომხმარებელს.
კომუნალური სექტორი ცნობილია მისი საჭიროებითაც, მიუხედავად ინფლაციური შედეგებისა. რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანებს მაინც სჭირდებათ ზამთარში სახლების გათბობა და შუქის ანთება.
აღნიშნული ბიზნესის შინაარსიდან გამომდინარე, მას შეუძლია იყოს საიმედოდ და გადაიხადოს მნიშვნელოვანი დივიდენდები.
აპრილში კომპანიამ გაზარდა კვარტალური ანაზღაურება 2 ცენტით , რამაც ჯამურად თითო აქციაზე 66 ცენტი შეადგინა, ეს აღმოჩნდა ზრდის ზედიზედ მეოცე წელი, სწორედ ოცი წელია რაც Southern დივიდენდს ზრდის.წარსულის გადახედვით ნახავთ, რომ კომპანია 1948 წლიდან იხდის სტაბილურ ან მზარდ დივიდენდებს.
2021 წლის პირველ ცხრა თვეში Southern-მა მიიღო კორექტირებული მოგება 3,05 აშშ დოლარის ოდენობით თითო აქციაზე, რაც წლიურად 9,7%-ით ზრდის ტოლფასია. მენეჯმენტი მოელის, რომ მთლიანი წლის განმავლობაში კორექტირებული მოგება თითო აქციაზე იქნება ნავარაუდების იდენტური და შეინარჩუნებს შემდეგ დიაპაზონს: 3,25-დან 3,35 დოლარამდე.
აქცია რომელიც $68 დოლარად ივაჭრება გვთავაზობს მყარ წლიურ შემოსავალს 3.9%.
Global Partners (GLP)
თუ ნამდვილად გსურთ მაღალი შემოსავალი, შეიძლება დაგჭირდეთ ნაკლებად ცნობილ აქციებზე გადახედვა, როგორიცაა Global Partners.
Global Partners არის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და მაღაზიების ერთ-ერთი უდიდესი მფლობელი, მომწოდებელი და ოპერატორი.
ამავდროულად, ის არის საწვავის პროდუქტების წამყვანი საბითუმო დისტრიბუტორი და მონაწილეობს ნავთობპროდუქტებისა და განახლებადი საწვავის რკინიგზით ტრანსპორტირებაში აშშ-დან და კანადის მიმართულებით.
ბიზნესი იხდის კვარტალურად 57,5 ცენტს ერთეულზე, რაც გამოდის განსაცვიფრებელი წლიური შემოსავლით 8,7%.