• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 უსაფრთხო დივიდენდური აქცია ინფლაციის დასამარცხებლად

აპრილი 12, 2022
in სიახლეები
3 უსაფრთხო დივიდენდური აქცია ინფლაციის დასამარცხებლად
გაზიარება

ინფლაციამ შეგაშინათ? თუ ინვესტორი ხართ ასეც უნდა იყოს. ამ პრობლემის დასაძლევად, შეიძლება, გსურდეთ განიხილოთ დივიდენდური აქციები უსაფრთხო, მდგრადი გადახდის კოეფიციენტებით. ეს აქციები უნდა აჩვენებდნენ დივიდენდების ზრდას მინიმუმ ზედიზედ 3 წლის განმავლობაში და შემოსავლების ზრდას მინიმუმ თანმიმდევრული 4 წლის მანძილზე.

Camping World Holdings, OneMain Holdings და Arbor Realty Trust არის კომპანიები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტის მიხედვით სამივე მათგანის აქციები მიმზიდველად არის შეფასებული.

Camping World Holdings
  1. Camping World Holdings

Camping World Holdings არის აშშ-ში რეკრეაციული ტრანსპორტის (RV) უმსხვილესი საცალო მოვაჭრე. კომპანია ყიდის ახალ და მეორეულ RV-ებს, მათ ნაწილებს, აქსესუარებს და RV მომსახურებას. პანდემიის დროს Camping World-ის ბიზნესი აყვავდა, რადგან ოჯახები დასვენების უსაფრთხო გზებს ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ Camping World-ის აქციები წელს 30%-ით დაეცა, კომპანიის ბიზნესი არ შენელებულა მაშინაც კი, როდესაც კოვიდ-19-ის შემთხვევები შემცირდა.

აქციების ფასის ვარდნამ გამოიწვია ის, რომ P/E კოეფიციენტი 4.46-ს გაუტოლდა მაშინ, როდესაც ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების ინდუსტრიის P/E საშუალოდ 55.50-ს შეადგენს. სავარაუდოდ, აქციების ფასის ვარდნა უფრო მეტად უკავშირდება იმას, რასაც ინვესტორები ელიან და არა ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ინდუსტრიას ჯერ კიდევ გააჩნია RV შეკვეთების დიდი რაოდენობა.

Camping World-მა ახლახან გაზარდა თავისი კვარტალური დივიდენდები 25%-ით – თითო აქციაზე $0.625-მდე. პარასკევს [8 აპრილი] დაფიქსირებული აქციის ფასის მიხედვით, დივიდენდური ანაზღაურება 8.73%-ს შეადგენს. მას შემდეგ, რაც Campinig World 2016 წლის ბოლოს საჯარო გახდა, კომპანია ყოველწლიურად ზრდის შემოსავალს, ამ პერიოდის განმავლობაში მან სამჯერ გაზარდა წლიური მოგება. წინ ასევე დიდი არეალია ზრდისთვის, რადგან კომპანიის დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი მხოლოდ 22.1%-ს შეადგენს.

2021 წელს კომპანიის შემოსავალი $6.9 მილიარდს შეადგენდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 26.9%-ით მეტია. მოგება, წინა წელთან შედარებით, 86.5%-ით გაიზარდა და $642.1 მილიონი შეადგინა, ხოლო წლიური მოგება ერთ აქციაზე (EPS) იყო $6.07, 2020 წლის $3.09-სთან შედარებით.

როგორც ჩანს, ბიზნესი ჯერ არ შენელდება, მიუხედავად საწვავის გაზრდილი ფასებისა და კოვიდ-19-ის შემთხვევების შემცირებისა. მეოთხე კვარტალში კომპანიამ რეკორდული $1.4 მილიარდის ტოლი შემოსავალი დააფიქსირა, რაც წლიდან წლამდე 21.5%-იანი ზრდაა. მოგება ამ პერიოდში 46.9%-ით გაიზარდა და $59.3 მილიონი შეადგინა, EPS კი $0.90-ს გაუტოლდა, 2020 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $0.48-ს შეადგენდა. აქციების გაძლიერებას ასევე ხელს უწყობს ის, რომ იანვარში დირექტორთა საბჭომ $225 მილიონიანი აქციების გამოსყიდვის პროგრამის დამატებით $152.7 მილიონით გაზრდა დააანონსა.

 
  1. OneMain Holdings

OneMain Holdings არის ონლაინ ფინანსური კომპანია, რომელიც აშშ-ის 44 შტატის მასშტაბით 1400 ლოკაციას ფლობს. ის სპეციალიზებულია არა-პრაიმ (პრაიმ მომხმარებლები არიან ისინი, ვისი საკრედიტო ისტორია, შემოსავლის ნაკადი და ცხოვრების სხვა ასპექტები ჯდება იმ ჩარჩოში, რომლის კატეგორიზებაც ადვილია) მომხმარებელთა დაკრედიტებაში. საპროცენტო განაკვეთების მატება კომპანიას, სავარაუდოდ, მოგების მარჟის გაუმჯობესებაში დაეხმარება. კომპანიის აქციების ფასი ამ წლის დასაწყისისთვის 6%-ზე მეტით დაეცა. შედეგად, P/E 4.59-ს შეადგენს, რაც ფინანსური მომსახურების სექტორის ტიპურ P/E-ზე (21.86) საკმაოდ დაბალია. Camping World-ის მსგავსად, OneMain, როგორც ჩანს, ფინანსურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, კარგი შესაძლებლობაა.

2021 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი $3.93 მილიარდს შეადგენდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით მეტია. 2021 წელი კომპანიისთვის ზედიზედ მეოთხე წელი იყო, როდესაც მზარდი შემოსავალი დააფიქსირა. ამ წელს მოგება $1.3 მილიარდს გაუტოლდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 78%-ით მეტი იყო, წლიური EPS კი $9.87-ს შეადგენდა, 2020 წელს – $5.41-ს.

კომპანიამ ახლახან გაზარდა დივიდენდები 36%-ით – თითო აქციაზე $0.95-მდე. პარასკევს [8 აპრილი] დაფიქსირებული აქციის ფასის მიხედვით, დივიდენდური ანაზღაურება 8.15%-ს შეადგენს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ OneMain-ის დივიდენდები არათანმიმდევრულია, მაგრამ არა ცუდი თვალსაზრისით. კომპანია რეგულარულად იხდის დიდი მოცულობის სპეციალურ დივიდენდს ორ კვარტალში, რაც ნამდვილად ხელს უწყობს ინვესტორების შემოსავლის გაზრდას.

გასულ წელს, თებერვალში, კომპანიამ ერთ აქციაზე $3.95-ის ტოლი დივიდენდი გასცა, აგვისტოში ეს მაჩვენებელი $4.20-ს შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ორ კვარტალში – $0.70-ს. 2020 წელს OneMain-მა მეორე და მეოთხე კვარტლებში უფრო მცირე, შესაბამისად, $0.33-ისა და $0.45-ის ტოლი დივიდენდები გასცა, მაგრამ დივიდენდი თითო აქციაზე პირველ კვარტალში $2.83-ს ხოლო მესამე კვარტალში – $2.33-ს შეადგენდა.

Camping World-ის მსგავსად, OneMain-იც დაეხმარა აქციონერებს შარშან $6.7 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვით და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია 2024 წლამდე კიდევ $1 მილიარდის მოცულობით აქციების გამოსყიდვას აპირებს.

 
  1. Arbor Realty Trust

როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT), Arbor Realty Trust წინა ორი კომპანიისგან განსხვავდება, მაგრამ მას მსგავსად ძლიერი ფინანსური რესურსები აქვს. ეს არის იპოთეკური REIT, რომელიც უზრუნველყოფს სესხებსა და მომსახურებას მრავალსაოჯახო და ერთი ოჯახისთვის საჭირო საცხოვრებლების დაქირავებისთვის. კომპანიის აქციები წელს 7%-ზე მეტით დაეცა, რაც კომპანიის P/E-ს 7.29-მდე ამცირებს, ეს კი REIT-ის ტიპურ P/E-ზე საკმაოდ დაბალია.

Arbor-ის შემოსავალი გასულ წელს $585.3-ს შეადგენდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 25.7%-ით მეტია. ბოლო 5 წლის მანძილზე კომპანიამ შეძლო ყოველწლიურად შემოსავლისა და განაწილებადი წმინდა მოგების გაზრდა. გასულ წელს კომპანიის EPS $2.28-ს შეადგენდა, რაც წლიდან წლამდე 15%-იანი ზრდაა. გარდა ამისა, Arbor-მა თითო აქციაზე დივიდენდებში $1.38 დახარჯა, შესაბამისად, მისი ანაზღაურების კოეფიციენტი 60.5% იყო, რაც REIT-ისთვის საკმაოდ დაბალია. OneMain-ის მსგავსად, Arbor-მაც უნდა ისარგებლოს მზარდი საპროცენტო განაკვეთებით, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი სესხების უმეტესობის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 24.6 თვეა.

კომპანია ზედიზედ 10 წელია (და თანმიმდევრული 7 კვარტლის განმავლობაში) დივიდენდებს ზრდის. მისი დივიდენდის მიმდინარე სარგებელი 8.39%-ს შეადგენს.

Total Return Chart

კარგი არჩევანი, რომელსაც თან ახლავს რისკები

ნებისმიერმა ასეთი შემოსავლის მქონე დივიდენდურმა აქციამ, შეიძლება, ცოტა რისკი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ RV-ებზე შეკვეთები მაღალია, ისინი საბოლოოდ დაიკლებს და Camping World-ის ბიზნესი შენელდება. მიუხედავად იმისა, რომ მზარდი საპროცენტო განაკვეთები OneMain Holdings-ისა და Arbor Realty Trust-ის მოგების მარჟას ეხმარება, ამან ასევე, შეიძლება, სესხებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამციროს.

თუმცა, საერთო ჯამში, სამივე კომპანია კარგად იმართება და მათი შედარებით დაბალი შეფასების გათვალისწინებით, ეს რისკები უკვე დაბალანსებულია აქციების ფასებით. თუ ბოლო სამ წელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თითოეული მათგანი გაუტოლდა ან გადააჭარბა S&P 500-ის მთლიანი ანაზღაურების მაჩვენებელს, დიდწილად მაღალშემოსავლიანი დივიდენდების წყალობით.

წინა

2 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

შემდეგი

ტოპ 3 AI აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ტოპ 3 AI აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

ტოპ 3 AI აქცია, რომელიც შეგიძლიათ ახლავე შეიძინოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved