• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მიზეზი, რის გამოც Apple-ის აქციების ფასი კლებას განაგრძობს

იანვარი 3, 2023
in სიახლეები
3 მიზეზი, რის გამოც Apple-ის აქციების ფასი კლებას განაგრძობს
გაზიარება

აგვისტოს შუა რიცხვებში Apple-ის აქციების ფასი ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელთან ახლოს იყო, დღეს კი საფასო ნიშნული 1-წლიანი მინიმუმის ირგვლივ ტრიალებს და ყველა დროის მაქსიმუმს 30%-ით ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, Apple ჯერ კიდევ სჯობნის სხვა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა Microsoft, Alphabet, Amazon, Tesla და Meta Platforms. დღეს კი ვისაუბრებთ მიზეზებზე, რის გამოც Apple-ის აქციების ფასი კლებას განაგრძობს.

ბიზნესის გამოწვევები

სავარაუდოდ, Apple-ის აქციების ფასის შემცირების ყველაზე მართებული მიზეზი არის ის, რომ 2023 წლის დასაწყისში კომპანიის ბიზნესი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას.

ფისკალურ 2021 წელს Apple-ის შემოსავალი (ფისკალურ 2020 წელთან შედარებით) 64.9%-ით, ხოლო მოგება 33.2%-ით გაიზარდა. თუმცა როდესაც კომპანიის მენეჯმენტმა წარადგინა მეოთხე კვარტლის და მთელი წლის ფისკალური შედეგები (24 სექტემბერს დასრულებული პერიოდისთვის), ცნობილი გახდა, რომ ფისკალურ 2021 წელთან შედარებით შემოსავალი მხოლოდ 7.8%-ით, ხოლო მოგება 5.4%-ით გაიზარდა.

Apple Revenue (Annual)

Apple-ის ზრდა ნელდება და ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს ფისკალურ 2023 წელს, უამრავი მიზეზის გამო. პირველ რიგში, მზარდი საპროცენტო განაკვეთები არაპირველადი მოხმარების საქონლის მიმართულებით მომხმარებლების ხარჯვას ამცირებს. და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მრავალი სერვისი და მისი არსებული პროდუქტების შენარჩუნება ამ ეტაპზე შეიძლება ძირითად ხარჯებში შედიოდეს, Apple-ის ახალი პროდუქციის შეძენის იდეა უდავოდ არაპირველადი მოხმარებისაა.

გარდა ამისა, უცხოურ ვალუტებთან შედარებით მყარი აშშ დოლარი, Apple-ის გაყიდვებს საზღვარგარეთ ნაკლებად ღირებულს ხდის დოლარში კონვერტაციის შემდეგ. ჩინეთში ზრდის შენელება, პანდემიით გამოწვეულ წარმოების გამოწვევებთან ერთად, პირდაპირ ზემოქმედებს Apple-ის უნარზე, შექმნას და გაყიდოს თავისი პროდუქტები.

არც ისე მაღალი შეფასება

აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც Apple-ის აქციების ფასი ოდნავ იყო შემცირებული, მისი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 28.8-ს შეადგენდა, მაგრამ აქციების მასიურმა გაყიდვამ ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მიმზიდველ — 21.26-მდე შეამცირა. ამავდროულად, S&P 500-ის P/E 19.7-ს აღწევს.

Apple PE Ratio

ბრენდის სიმძლავრის ფონზე, Apple-ის აქციების P/E უფრო მაღალი უნდა იყოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კომპანიის შენელებულ ზრდას და მომავალ კვარტლებში ამ ტენდენციის გაგრძელების ალბათობას, გასაგებია, რომ ინვესტორებს არ სურთ მიმდინარე ბაზარზე Apple-ის აქციებისთვის პრემიის გადახდა.

საერთო ჯამში, Apple-ის აქციების შეფასება ახლა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია.

ბალანსის შესუსტება

ალბათ, Apple-ის წინაღობა, რომელზეც ყველაზე ნაკლებს საუბრობენ მზარდი ვალია. მისი მთლიანი წმინდა გრძელვადიანი დავალიანება ახლა ყველა დროის მაქსიმუმზეა, რაც შეიძლება შოკი იყოს ინვესტორებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია, ისტორიულად, ბალანსზე დიდი მოცულობის ნაღდ ფულს ინარჩუნებდა.

Apple Net Total Long-Term Debt (Quarterly)

წარსულში, Apple იყენებდა თავის ნაღდ ფულს, რათა ხელსაყრელ დროს აქციები გამოესყიდა და ბიზნესში რეინვესტირება განეხორციელებინა. ამჯერად, შეიძლება მენეჯმენტს, საკუთარი აქციების გამოსყიდვის ნაცვლად, თავისუფალი ფულადი ნაკადების ვალის დასაფარად გამოყენება მოუწიოს.

უფრო მეტიც, კომპანიის მზარდი სავალო პოზიცია ემთხვევა საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და მომხმარებელთა მოთხოვნის შესუსტების პერიოდს, რაც ბიზნესისთვის ბალანსზე დავალიანების დაგროვებისთვის სახარბიელო დრო ნამდვილად არ არის.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

შემდეგი

3 მიზეზი, რის გამოც შეიძლება 2023 წელს Nvidia-ს აქციების ფასი გაიზარდოს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
3 მიზეზი, რის გამოც შეიძლება 2023 წელს Nvidia-ს აქციების ფასი გაიზარდოს

3 მიზეზი, რის გამოც შეიძლება 2023 წელს Nvidia-ს აქციების ფასი გაიზარდოს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved