• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მიზეზი, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ინვესტორებმა Amazon შეიყვარონ

აგვისტო 10, 2022
in სიახლეები
3 მიზეზი, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ინვესტორებმა Amazon შეიყვარონ
გაზიარება

Amazon-ის აქციების ფასი, კომპანიის ვარსკვლავური მეორე კვარტლის შედეგების საპასუხოდ, 11.6%-ზე მეტით გაიზარდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან აქციების ფასი 14.4%-ით არის შემცირებული.

მოდით, განვიხილოთ სამი მიზეზი, რის გამოც გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებისთვის Amazon შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა.

AWS კვლავ ნამდვილი გამარჯვებულია

უკვე დიდი ხანია, რაც Amazon თავისი ელექტრონული კომერციის ბიზნესით და შეკვეთების ფართო შესრულების ქსელით არის ცნობილი. თუმცა, ინდუსტრიაში წამყვანი ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისების ბიზნესი – Amazon Web Services (AWS) კომპანიის მთავარ მამოძრავებლად იქცა. შეერთებულ შტატებში მზარდი ინფლაციისა და ტექნიკური რეცესიის მიუხედავად, მეორე კალენდარულ კვარტალში გლობალურ საწარმოთა ხარჯები ქლაუდ ინფრასტრუქტურის სერვისებზე წლიდან წლამდე 29%-ით – $55 მილიარდამდე გაიზარდა. მენეჯმენტი თვლის, რომ ეს მხოლოდ ადრეული ეტაპია და მომდევნო კვარტლებში ქლაუდ ინფრასტრუქტურისადმი მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

მეორე კვარტალში AWS-ს გლობალური ბაზრის 34% ეკავა. ამ ქლაუდ ბიზნესის შემოსავალი $19.7 მილიარდს შეადგენს, რაც წლიურად 33%-ზე მეტია. AWS-ის საოპერაციო მარჟა წლის განმავლობაში 0.7%-ით – 29%-მდე გაიზარდა.

AWS უდავოდ ყველაზე ღირებული ბიზნესია ამაზონისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მთლიან შემოსავალში მისმა წილმა მხოლოდ 16.28%-ს მიაღწია, მაგრამ თითქმის მთლიანი საოპერაციო მოგება შეადგინა. კომპანია ფოკუსირებულია ინვესტირებაზე გაყიდვების ძალებში და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებაზე AWS-ის ახალ გეოგრაფიებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს, მომავალ კვარტლებში, სავარაუდოდ, AWS-ის მარჟის შემცირებას გამოიწვევს, ის გაზრდის Amazon-ის შემოსავალს და გრძელვადიან პერსპექტივაში უაღრესად მომგებიან AWS ბიზნესს.

სარეკლამო ბიზნესი სულ უფრო იზრდება

მიზანმიმართულ ციფრულ რეკლამაში ამაზონი საკმაოდ წარმატებული იყო. კომპანიის რეკლამების ეფექტურობა და გაზომვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა Apple-ის კონფიდენციალურობის ცვლილებების ფონზე, მეორე კვარტალში ამაზონის სარეკლამო შემოსავალი 18%-ით – $8.8 მილიარდამდე გაიზარდა.

ელექტრონული კომერციის ბიზნესი ძლიერდება

მიუხედავად მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის შენელებისა, Amazon-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესმა სიძლიერის ნიშნები აჩვენა. Insider Intelligence-ის თანახმად, Amazon-ს აშშ-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესის 37.8% უკავია. ეს ბაზარი 2022 წლისთვის $1 ტრილიონზე მეტად არის შეფასებული.

ამაზონი მუშაობს შრომის ხარჯების შემცირებაზე და ჭარბ სასაწყობო სიმძლავრეზე, რამაც პირველ კვარტალში $6 მილიარდზე მეტი დამატებითი ხარჯები გამოიწვია. მეორე კვარტალში ეს ხარჯები $4 მილიარდამდე შემცირდა, რადგან კომპანია თანამშრომლების რაოდენობის შემცირებასა და შეკვეთების შესრულების ქსელის პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.

მიუხედავად მაკროეკონომიკური დაძაბულობისა, ამაზონმა 2022 წლის ივლისში ყველაზე წარმატებულ Prime Day-ს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდული Prime Day კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას არ იქონიებს, მოსალოდნელია, რომ ეს მომავალ კვარტლებში Amazon Prime-ის გამომწერების რაოდენობას გაზრდის.

რამდენად კარგი ინვესტიციაა Amazon?

მეორე კვარტალში Amazon-ის შემოსავალი 7%-ით – $121.2 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მენეჯმენტისა და ანალიტიკოსების პროგნოზებს წინ უსწრებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთნიშნა პროცენტული ზრდა კომპანიის ისტორიულ მაჩვენებლებთან შედარებით განსაკუთრებული არაფერია, ის ხაზს უსვამს კომპანიის ბიზნეს მოდელის გამძლეობას მიმდინარე არასტაბილური ეკონომიკური გარემოს მიმართ. Amazon-ის საოპერაციო შემოსავალი წელიწადში 57%-ით – $3.3 მილიარდამდე შემცირდა, რაც კომპანიის მითითებების დიაპაზონს ($1 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ზარალი – $3 მილიარდის მოცულობის საოპერაციო შემოსავალი) მნიშვნელოვნად აღემატება.

ამაზონის 58.5-ის ტოლი ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალია. შემცირებული ფასი საცალო ინვესტორებისთვის აქციებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზონის შემოსავალი მუდმივად იზრდებოდა, ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის ფულადმა ნაკადებმა ნეგატიური $23.5 მილიარდი შეადგინა. ამაზონის მომგებიანობის ზედმეტად დამოკიდებულება AWS-ზე ასევე რისკის შემცველია.

მიუხედავად ამ რისკებისა, წარმატებული AWS ბიზნესის, ელასტიკური ელექტრონული კომერციის სეგმენტისა და სარეკლამო ბიზნესის გაძლიერების ფონზე, შესაძლოა, Amazon გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის შესანიშნავი არჩევანი იყოს.

წინა

რატომ არის IBM მეტი, ვიდრე უბრალოდ დივიდენდური აქცია?

შემდეგი

Tesla-ში ინვესტირებამდე ინვესტორები ამ 2 ნიშანს უნდა დაელოდონ

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
Tesla-ში ინვესტირებამდე ინვესტორები ამ 2 ნიშანს უნდა დაელოდონ

Tesla-ში ინვესტირებამდე ინვესტორები ამ 2 ნიშანს უნდა დაელოდონ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved