ბევრი ჩვენგანისთვის ინვესტირების მთავარი მიზანი ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაა. ამას შეძლებთ მაშინ, როდესაც თქვენი ინვესტიციები ხარჯებს დაგიფარავთ და დაგრჩებათ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობა აღარ მოგიწიოთ. ჭკვიანური ინვესტიცია დიდ კომპანიებში, რომლებსაც წარმატების გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების ძალა გააჩნია, ამ მიზნის მისაღწევად შესანიშნავი გზაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს შემოგთავაზებთ სამ ინვესტიციას და შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, რამდენად იმსახურებს თითოეული მათგანი თქვენს ყურადღებას.
Coca-Cola
ასეთ რთულ დროს კარგია მიმართოთ კომპანიებს, რომლებმაც არა მხოლოდ იციან როგორ გამოიმუშაონ ფული უკმარისობის პერიოდში, არამედ თავიანთი სიმდიდრის გაზიარებაც სურთ. ამის მთავარი მაგალითია სოლიდური ბიზნესი – Coca-Cola.
დავიწყოთ იმით, რომ კოკა-კოლა დივიდენდ მეფეა. მხოლოდ ეს მეტყველებს კომპანიის მიერ რთულ პერიოდებშიც კი ფულის გამომუშავების უნარზე.
მიუხედავად იმისა, რომ Coca-Cola-მ კაპიტალის გარკვეული ნაწილი ახალი პროდუქტების განვითარებასა და არსებული სასმელების მოდიფიკაციისთვის უნდა დახარჯოს, ამ ფაქტორზე მისი გაყიდვები დიდწილად დამოკიდებული არ არის. ეს არის უზარმაზარი მიზეზი იმისა, რომ კომპანია ისეთივე მომგებიანია, როგორიც ადრე იყო. მისი მარჟა ამ დღეებში 25%-ს აღწევს, რაც თითქმის ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით კვების მრეწველობაში.
კოკა-კოლას სასმელები ძირითადი საქონლის კატეგორიაში არ გადის, მაგრამ ბევრი მომხმარებელი მათ მაინც აუცილებლად მიიჩნევს. ეს ფაქტი ეკონომიკური სისუსტის დროს კომპანიის აქციებს მშვენიერ თავდაცვით საშუალებად აქცევს.
გარდა ამისა, დიდი დადებითი ფაქტორია მუდმივად მზარდი დივიდენდები. ამ მომენტისთვის დივიდენდური სარგებელი 2.8%-ს შეადგენს, რაც მაღლა დგას არა მხოლოდ S&P 500-ის საშუალო მაჩვენებელზე, არამედ ბევრი მსგავსი ლურჯი ჩიპის აქციებზე. ასე რომ, Coca-Cola არის შესანიშნავი ინვესტიცია მათთვის, ვინ გარკვეული ფინანსური თავისუფლების მოპოვებას ცდილობს.
Target
კიდევ ერთი ინვესტიცია, რომელიც, შესაძლოა, მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ არის Target. მოკლევადიან პერიოდში ტრადიციულ ფიზიკურ მაღაზიებს წინაღობები ელის, რადგან მომხმარებლების ყიდვის ჩვევები იცვლება.
მიუხედავად ამისა, Target-მა ოპერაციები ეფექტურად განაახლა, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს მეტი არჩევანი, თუ როგორ იყიდონ და მიიღონ შეკვეთები. Target-ის მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ შეკვეთა მაღაზიის შიგნით, გარეთ, მანქანების ავტოსადგომზე ან სახლში, სულ რაღაც ერთ საათში.
ამ სერვისების ზრდა შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ როგორ გამოიმუშავა Target-მა უკანასკნელ ფისკალურ წელს რეკორდული $14.10-ის ტოლი მოგება თითო აქციაზე (EPS). წინა წელთან შედარებით ეს 63.2%-იანი ზრდა იყო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში Target-მა EPS წლიური 12.7%-იანი ტემპით გაზარდა.
Invesco S&P 500 Equal Weight ETF
თუ ინდექსში ინვესტირება უარყოფითი მხარე გააჩნია, ეს არის ის, რომ საინდექსო ფონდების უმეტესობა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით არის შეწონილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდექსის ყველაზე დიდ პროცენტს მასში გაერთიანებული ყველაზე მსხვილი კომპანიები იკავებენ. ეს ყველაფერი კარგია, თუ ეს კომპანიები კარგად მუშაობენ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი სირთულეებს განიცდის, ეს მთლიან ინდექსზე არაპროპორციულად დიდ გავლენას იქონიებს.
რაც შეეხება Invesco S&P 500 Equal Weight ETF-ს, ის ინვესტიცია ახორციელებს იმავე 500 კომპანიაში, რომელშიც ტიპური S&P 500 ინდექსის ფონდი, მაგრამ მას თითოეულ მათგანში დაახლოებით თანაბარი ინვესტიცია აქვს. მართლაც, დაახლოებით 3-%-ის ნაცვლად, ამ ფონდის ტოპ 10 ჰოლდინგი დაახლოებით 2.7%-ს შეადგენს. შედეგად, თუ რომელიმე მათგანს პრობლემები შეექმნება, Invesco S&P 500 Equal Weight ETF-ის ინვესტორი ამას ვერც კი შეამჩნევს. თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე ეს ყველაფერი მას ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს.
დაიწყეთ ახლავე
ყოველი დიდი ფინანსური მიზანი უფრო ადვილი ხდება მყარი საძირკვლის შექმნით. როდესაც ინვესტიციას დებთ Coca-Cola-ში, Target-ში ან Invesco S&P 500 Equal Weight ETF-ში, თქვენ წილს დროით გამოცდილ ბიზნესებში იღებთ. ეს ფაქტი კი მათ მშვენიერ კანდიდატებად აქცევს. მიუხედავად ამისა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა არის მოგზაურობა, რომელსაც ხშირად ათწლეულები სჭირდება და რაც უფრო ადრე დაიწყებთ, წარმატების მიღწევისთვის უფრო მეტი დრო და დიდი შანსი გექნებათ. ასე რომ, დაიწყეთ ახლავე და დღევანდელი დღე პოტენციურად ნათელი მომავლისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად აქციეთ.