• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 მაღალშემოსავლიანი დივიდენდური აქცია Bear Market-ის გადასალახად

ივნისი 24, 2022
in სიახლეები
3 მაღალშემოსავლიანი დივიდენდური აქცია Bear Market-ის გადასალახად
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე არსებული მდგომარეობა გაშფოთებთ? მაშინაც კი, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირების ფაქტი, შეიძლება, თქვენთვის სტრესული იყოს. ამ რთული პერიოდის გაადვილების ერთ-ერთი გზა ხარისხიან დივიდენდურ აქციებში ინვესტირებაა.

S&P 500-ის საშუალო აქციას 1.4%-ზე ნაკლები დივიდენდური შემოსავალი გააჩნია, მაგრამ 3 აქცია, რომელიც უსაფრთხოა და ბევრად მეტი ანაზღაურება აქვს, არის Merck, BCE და General Mills.

Merck
  1. Merck

Merck არის ჯანდაცვის კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალი $200 მილიარდზე მეტია. როდესაც კომპანიამ აპრილში პირველი კვარტლის კვარტალური შედეგები გამოაცხადა, გამოვლინდა, რომ მის პორტფელში იყო მრავალი პროდუქტი, რომელიც წელიწადში გაყიდვების ზრდის მინიმუმ 15%-ზე იყო პასუხისმგებელი. მათ შორის, ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი იყო Keytruda, კიბოს წამალი, რომლის გაყიდვებიც 23%-ით – $4.8 მილიარდამდე გაიზარდა.

31 მარტს დასრულებული პერიოდისთვის კომპანიის მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) $1.70 შეადგინა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მისი კვარტალური დივიდენდი – $0.69 დაიფაროს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დივიდენდური სარგებელი უკვე საკმაოდ მაღალია – 3.3%, მომავალი ზრდისთვის კიდევ არის სივრცე. გასულ წელს კომპანიამ  დივიდენდების 6.2%-იანი ზრდა დააანონსა და მხოლოდ 5 წელიწადში Merck-ის ანაზღაურება 47%-ით გაიზარდა $0.47-დან, რომელსაც კომპანია 2017 წელს იხდიდა.

ინვესტორები Merck-ის ბიზნესის უსაფრთხოებას აცნობიერებენ და კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 10%-ით არის გაზრდილი, რაც S&P 500-ის 23%-იან ვარდნაზე ბევრად უკეთესია. 15-ის ტოლი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტის გათვალისწინებით, Merck-ის აქციები სულაც არ არის ძვირად შეფასებული.

BCE Telecommunication
  1. BCE

შეგიძლიათ კიდევ უფრო მაღალი სარგებელი სატელეფონო კავშირისა და მედია კომპანიისგან – BCE-სგან მიიღოთ. 6%-იანი დივიდენდური შემოსავლით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქცია, რომლის ყიდვაც დიდი რისკის გარეშე შეგიძლიათ. კანადის სატელეფონო კავშირის სექტორში BCE ინდუსტრიის ლიდერებს შორისაა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მოგება სწრაფად არ იზრდება, შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორები მისი თანმიმდევრულობით მოიხიბლებიან. 2021 წელს დაფიქსირებული 23.4 მილიარდი კანადური დოლარის მოცულობის შემოსავალი წინა წლის შემდეგ მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, 2019 წელს კი კომპანიამ 24 მილიარდი კანადური დოლარის ტოლი შემოსავალი გამოიმუშავა.

სატელეკომუნიკაციო ბიზნესისთვის, სადაც ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები შეიძლება მაღალი იყოს, სააღრიცხვო შემოსავალი კომპანიის დივიდენდების გადახდის უნარის საუკეთესო მაჩვენებელი ყოველთვის არ არის. პანდემიამდე BCE თანმიმდევრულად აწარმოებდა 3 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტ თავისუფალ ფულად ნაკადებს და კომპანიის გადახდების მხარდასაჭერად ეს სავსებით საკმარისი იყო.

მდგომარეობის გამოსწორებისა და მოგზაურობების მატების (და მეტი როუმინგული შემოსავლით) შედეგად,  BCE-მ გაუმჯობესებული შედეგები უნდა მიიღოს და მიაღწიოს იმ დონეს, რომელზეც კოვიდ-19-ის პანდემიამდე იყო. მისი დივიდენდები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რაც BCE-ს პოტენციურად დაუფასებელ დივიდენდურ აქციად აქცევს. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა. ხუთი წლის განმავლობაში BCE-მ დივიდენდური ანაზღაურება 28%-ით გაზარდა.

General Mills
  1. General Mills

General Mills ინფლაციისადმი მდგრადი აქციაა, რომელმაც, შესაძლოა, ფართო ბაზარს აჯობოს. წელს კომპანიის აქციების ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა. General Mills-ს აქვს ძალაუფლება, პროდუქციის ფასები მოთხოვნაზე დიდი გავლენის გარეშე გაზარდოს.

მხოლოდ გასულ წელს, კომპანიამ, მზარდი ხარჯების ასანაზღაურებლად, ფასები რამდენიმეჯერ გაზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ General Mills-ის ჩრდილოეთ ამერიკის საცალო ვაჭრობის პრეზიდენტის – ჯონათონ ნუდის თქმით, ბიზნესი, თავისი პროდუქტების უმეტეს კატეგორიაში, ბაზრის წილს ზრდის.

ეს ფაქტი კომპანიას, ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, კარგ პოზიციაში აყენებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში General Mills-ის EPS-მა $3.75 შეადგინა, რაც უკვე ბევრად აღემატება $2.04-ს, რომელსაც კომპანია დივიდენდებში ყოველწლიურად იხდის. კომპანიას 2020 წლის შემდეგ დივიდენდური ანაზღაურება არ გაუზრდია, მაგრამ ის მაინც შესანიშნავ 3.1%-იან შემოსავალს გვთავაზობს.

წინა

რომელი კომპანიის აქციების შეძენა სჯობს ახლა: Amazon vs Tesla

შემდეგი

ამ 3 კრიტიკულ საინვესტიციო შეცდომას ნებისმიერ ფასად მოერიდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ამ 3 კრიტიკულ საინვესტიციო შეცდომას ნებისმიერ ფასად მოერიდეთ

ამ 3 კრიტიკულ საინვესტიციო შეცდომას ნებისმიერ ფასად მოერიდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved