• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ამ 3 კრიტიკულ საინვესტიციო შეცდომას ნებისმიერ ფასად მოერიდეთ

ივნისი 24, 2022
in ინვესტიციის ანბანი
ამ 3 კრიტიკულ საინვესტიციო შეცდომას ნებისმიერ ფასად მოერიდეთ
გაზიარება

არც ერთი ინვესტორი არ არის სრულყოფილი და თითოეული ჩვენგანი, სავარაუდოდ, მიიღებს საინვესტიციო გადაწყვეტილებას, რომელსაც მომავალში ინანებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე შეცდომა, რომელიც მრავალმა ინვესტორმა წარსულში დაუშვა და ახლა მათ მაგალითზე სწავლა შეგიძლიათ. ამ სტატიაში მოცემულია სამი კრიტიკული საინვესტიციო შეცდომა, რომლის დაშვებასაც ნებისმიერ ფასად უნდა მოერიდოთ.

  1. საგანგებო ფონდის შექმნის გარეშე ინვესტირება

ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაგაჩნდეთ გარკვეული ფინანსური დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენს ცხოვრებაში რაიმე არასწორად წარიმართება. ამიტომ, სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, აუცილებლად შექმენით საგანგებო ფონდი. იმის გასაგებად, თუ რა მოცულობის საგანგებო ფონდი უნდა შეადგინოთ, პირველ რიგში თქვენი ყოველთვიური ხარჯები გამოითვალეთ. ამის შემდეგ, თქვენი მიზანი უნდა იყოს 3-დან 6-თვემდე ხარჯების დასაფარად საკმარისი დანაზოგის შექმნა.

თუ მარტო ცხოვრობთ და მხოლოდ საკუთარ საარსებო წყაროზე ხართ პასუხისმგებელი, შესაძლოა, 3 თვეზე ორიენტირება საკმარისი აღმოჩნდეს, თუმცა, თუ ოჯახი გყავთ, მინიმუმ 6 თვის ხარჯების დასაფარად საკმარისი საგანგებო ფონდი უნდა შექმნათ.

არასოდეს იცით, როდის შეიცვლება თქვენი ცხოვრება. შესაძლოა, მანქანა გაგიფუჭდეთ, სახლს შეკეთება დასჭირდეს ან მოულოდნელად სამსახური დაკარგოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად ყოფნა შეგეძლოთ, რაც ფინანსურ უსაფრთხოებას მოაქვს. თქვენთვის არახელსაყრელია ისეთ სიტუაციაში აღმოჩენა, როდესაც ხარჯების დასაფარად აქციების გაყიდვა მოგიწევთ, რადგან, შესაძლოა, თქვენი პოზიციების ზარალით გაყიდვა მოგიწიოთ.

Investor
  1. მხოლოდ ინდივიდუალურ აქციებში ინვესტირება

ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დივერსიფიკაციაა. როგორც ამბობენ, ყველა კვერცხი ერთ კალათში არ უნდა მოათავსოთ. თქვენი საინვესტიციო წარმატება მხოლოდ რამდენიმე კომპანიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. დივერსიფიკაციის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საინდექსო ფონდებში ინვესტირებაა. მაგალითად, აიღეთ საინდექსო ფონდი, რომელიც S&P 500-ის წარმადობას იმეორებს. S&P 500 შედგება 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიისგან და მოიცავს ნებისმიერ სექტორს, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ. თუ ინვესტიციას S&P 500-ის საინდექსო ფონდში ახორციელებთ, თქვენ მყისიერი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა გეძლევათ. გარდა ამისა, ამ ინვესტიციით თავს არიდებთ იმ დიდი მოცულობის სამუშაოს, რომელსაც ინდივიდუალური აქციების შერჩევა საჭიროებს.

არსებობს საინდექსო ფონდები, რომლებიც ინვესტიციის მრავალ სხვა ასპექტზეა ფოკუსირებული, იქნება ეს კომპანიის ზომა, ინდუსტრია, თუ ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი). სხვადასხვა საინდექსო ფონდების გამოყენებულა თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის დონეს საგრძნობლად გაზრდის.

  1. ბაზართან სინქრონიზების მცდელობა

შესაძლოა, ინვესტორებმა იფიქრონ, რომ ბაზართან სინქრონიზება შეუძლიათ, მაგრამ, მკაცრი რეალობა ის არის, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს შეუძლებელია. თქვენ, შეიძლება, ეს მოკლევადიან პერიოდში მოახერხოთ, თუმცა ეს არ არის სტრატეგია, რომელსაც დაეყრდნობით. ამის ნაცვლად, სჯობს დოლარის ღირებულების გაშუალებების სტრატეგიაზე ორიენტირდეთ.

დოლარის ღირებულების გაშუალდება არის შესანიშნავი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ეს სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციებს გამორიცხავს, რაც მაღალი ცვალებადობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დოლარის ღირებულების გაშუალედების სტრატეგიის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და სხვა შუალედებით ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი.

წინა

3 მაღალშემოსავლიანი დივიდენდური აქცია Bear Market-ის გადასალახად

შემდეგი

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved