• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მაისი 23, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

გასულ კვირას აქციების ფასი კვლავ შემცირდა, რადგან ინვესტორებს ეკონომიკური ზრდის შენელება, საპროცენტო განაკვეთისა და ინფლაციის ზრდა აწუხებთ. Dow Jones Industrial Average და S&P 500 3%-ით დაეცა.

დღეს ამ სტატიაში განვიხილავთ 3 კომპანიას, რომელიც ამ კვირაში კვარტალურ ანგარიშებს წარადგენს.

  1. Zoom Video Communications

Zoom, პანდემიის ადრეულ ფაზებში, უოლ სტრიტის ერთ-ერთი ფავორიტი აქცია იყო, მაგრამ ეს ოპტიმიზმი 2022 წელს გაქრა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან, რომ ვიდეო კომუნიკაციის სპეციალისტი, რომელიც ფანტასტიკური ზრდით სარგებლობდა, ვეღარ აგრძელებს ამ ტენდენციას.

Zoom-ის კვარტალურმა ანგარიშმა, რომელსაც კომპანია დღეს გამოაქვეყნებს, შესაძლოა ამ პერსპექტივას ნათელი მოჰფინოს. ინვესტორების უმეტესობა მოელის, რომ გაყიდვები წელს 10%-ით შემცირდება, 2021 წლის მაჩვენებლიდან, რომელიც 55%-ს შეადგენდა. ეს შენელება უნდა გამოვლინდეს Zoom-ის მომხმარებელთა ბაზის ცვლილებებში, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის მიმართულებით. კომპანიას მაინც შეიძლება ნათელი მომავალი ჰქონდეს, რადგან ის ჰიბრიდულ სამუშაოზე გადასვლაზე ამყარებს იმედებს, მაგრამ გაფართოების ეს გზა, სავარაუდოდ, მოიცავს აღდგენის პერიოდს, სულ მცირე, 2022 წლის ბოლომდე.

  1. Ulta Beauty

ინვესტორებს, Ulta Beauty-ის კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელსაც კომპანია ხუთშაბათს [26 მაისს] წარადგენს, დიდი მოლოდინები აქვთ. სილამაზის პროდუქტების საცალო მოვაჭრემ პირველი კვარტალი ძლიერი იმპულსით დაიწყო და იანვრის ბოლოს მენეჯმენტმა, მყარი მოთხოვნის ტენდენციების შესაბამისად, 2022 წლის პერსპექტივა აამაღლა.

თუმცა, მომდევნო თვეებში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, გაიზარდა ინფლაცია და შენელდა ეკონომიკური ზრდა. ამ კვირაში გავიგებთ, თუ რამდენად შეძლო Ulta-მ აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება.

 

  1. Best Buy

2021 წელს სამომხმარებლო ტექნოლოგიებზე მზარდი მოთხოვნის შემდეგ, Best Buy მომავალი ერთი წლის (ან მეტი) ნელი ზრდისთვის ემზადება. ეს შესუსტებული გარემო აშკარად უნდა გამოჩნდეს ხვალინდელ კვარტალურ ანგარიშში, რომელიც, სავარაუდოდ, გაყიდვებისა და შემოსავლების შემცირებას მოიცავს.

Best Buy ჯერ კიდევ ბევრად უფრო ძლიერ მდგომარეობაშია, ვიდრე პანდემიამდე იყო და მომდევნო რამდენიმე კვარტალში დაგეგმილი ტექნოლოგიური სამუშაოები კომპანიას ზრდის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს.

სავარაუდოდ, აღმასრულებლები მიმდინარე ფისკალური წლისთვის წლიური გაყიდვების მოკრძალებულ შემცირებას მოელიან. მაგრამ ყველაზე დიდი კითხვა, რაც ინვესტორებს Best Buy-ისთან დაკავშირებით გააჩნიათ არის ის, თუ რამდენად ხედავს მენეჯმენტი მომდევნო წლების განმავლობაში თანდათან გაყიდვების სტაბილური ზრდის მდგომარეობის დაბრუნებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობას.

წინა

საერთაშორისო აქციებში ინვესტირების 3 მიზეზი

შემდეგი

3 ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
3 ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

3 ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved